ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-773 |
|
2020 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :
დამტკიცდეს თანდართული „ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი.“.
|
2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“).
ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი – ზეთები;
ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2021 წლის 1 ივნისის შემდეგ.
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ნარჩენების მართვის კოდექსით და „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.
2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე.
3. რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მისი არსებულ მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემებთან თავსებადობის გათვალისწინებით.
ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ზეთების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ;
ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია.
2. ინფორმაცია კონკრეტული მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული ზეთების შესახებ არ არის საჯარო.
2. ახალი მწარმოებელი ვალდებულია, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.
3. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდეს მგვ რეესტრში.
4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე – my.mepa.gov.ge, სპეციალური ფორმის შევსების გზით.
5. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართ 1-ს.
6. მგვ ორგანიზაცია მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართ 2-ს.
7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად.
8. სარეგისტრაციო ფორმაში (დანართი 1, დანართი 2) წარმოდგენილი ინფორმაციის ცვლილებისას მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია ვალდებულია მგვ რეესტრში ასახოს აღნიშნული ცვლილება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
9. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.
2. მგვ რეესტრის ადმინისტრატორი აუქმებს მგვ ორგანიზაციის რეგისტრაციას ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
2. მწარმოებელი უფლებამოსილია მგვ ორგანიზაციას მიანიჭოს უფლებამოსილება მგვ რეესტრში მისი სახელით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შესახებ ანგარიშგება.
3. მწარმოებელი ან მგვ ორგანიზაცია დანართი 3-ის შესაბამისად წარადგენს ინფორმაციას მგვ რეესტრში.
4. იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მწარმოებლების მიერ არ ხორციელდება ბაზარზე პროდუქტების განთავსება, დეკლარაციის წარდგენა უნდა მოხდეს ნულოვანი რაოდენობით.
2. შესწორება უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაციის შეცვლა არ დაიშვება.
3. თუ შესწორება ეხება წინა თვეების მონაცემების ცვლილებას მგვ ორგანიზაცია/მწარმოებელი ვალდებულია მგვ რეესტრში შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოთხოვნა შესწორების შესახებ;
ბ) სწორი ინფორმაცია, რომლითაც ჩანაცვლდება ძველი მონაცემები;
გ) კომენტარების ველში შესწორების მიზეზი.
4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის და შეტყობინების წარდგენის თარიღები, ასევე შესწორების არსი და მიზეზი.
დანართი 1
ზეთების მწარმოებლების მგვ რეესტრში რეგისტრაციის, ინფორმაციის განახლების და რეგისტრაციის გაუქმების ფორმა
(მონიშნეთ „X”-ით )
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი:
რეგისტრაციის წინა წელს ბაზარზე განთავსებული ზეთების და საანგარიშო წლისათვის საპროგნოზო ზეთების რაოდენობა (ტონა)
□ ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით). დამატებითი კომენტარები: პასუხისმგებელი პირის სახელი /გვარი ხელმოწერა
კომპანიის სახელწოდება: კომპანიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
დანართი 2
ზეთების მგვ ორგანიზაციის მგვ რეესტრში რეგისტრაციის, ინფორმაციის განახლების და რეგისტრაცის გაუქმების ფორმა
(მონიშნეთ „X”-ით ) მგვ ორგანიზაციის სახელწოდება: საიდენტიფიკაციო ნომერი: საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი:
□ ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით). დამატებითი კომენტარები: მგვ ორგანიზაციის სახელწოდება: პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
წარდგენის თარიღი:
დანართი 3
მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული ზეთების ყოველთვიური ანგარიშგების ფორმა
□ ვადასტურებ, რომ არ არსებობს სხვა არადეკლარირებული რაოდენობები (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით თუ, საანგარიშო პერიოდისთვის არ არსებობს სხვა რაოდენობები). □ ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით).
დამატებითი კომენტარები: პასუხისმგებელი პირის დასახელება: ხელმოწერა:
დანართი 4 ზეთების სახეობა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
:
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი