უსახლკაროთა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხების მართვის განყოფილება (შემდგომ, განყოფილება) არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული უსახლკაროთა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხების მართვის მიზნით შექმნილი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული მეორადი სტრუქტურული ერთეული.განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეების მიღება-კონსულტირებას.

2. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეების წერილების და განცხადებების განხილვა და რეაგირებას.

3. უმუშევართა, დავრდომილთა, უსახლკაროთა (სტიქიით დაზარალებული ოჯახების), იძულებით გადაადგილებულ პირებთა სააღრიცხვო ბაზის შექმნა, ვეტერანთა ბაზის შექმნა, შესაბამისი სოციალური პროგრამების მომზადება, შედგენა, განხორციელება.

4. უმუშევართა პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

5. კომპეტენციის შესაბამისად ხელმძღვანელი პირების სამსახურებრივი დავალებების შესრულებას.

6. ხელმძღვანელობის მიერ სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება, რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობა