„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-431/ო

2020 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები კინოწარმოებისა და კინოჩვენებისთვის (დანართი №30);“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

ა) №25 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის);

ბ) №30 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები კინოწარმოებისა და კინოჩვენებისთვის.

3. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ჰ6“ ქვეპუნქტი:

„ჰ6) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის (დანართი №39);

4. ბრძანებას დაემატოს №39 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის) დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მინისტრი                                                                   ეკატერიე ტიკარაძე

📎 დანართები (4)
01-431_ბრძანება.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

01-431-1.doc DOC

დანართი №25

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის

ძირითადი რეკომენდაციები:

o შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;

o უზრუნველყავით დახურულ სივრცეებში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება;

o ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

o უზრუნველყავით ყოველ 5მ2 ფართობზე მხოლოდ 1 ვიზიტორის დაშვება;

o თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

o შენობის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

o არ დაუშვათ თანამშრომლები და ვიზიტორები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;

o უზრუნველყავით დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);

o უზრუნველყავით ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარის განთავსება შენობის შესასვლელში და სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, საერთო საპირფარეშოების შესასვლელში და სხვა საერთო გამოყენების ადგილებში, რომლითაც სარგებლობს პერსონალი და ვიზიტორები;

o დააწესეთ სანიტარიული შესვენებები;

o მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

o პერიოდულად დაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები (მათ შორის, ღილაკები, კარების სახელურები, ჩამრთველ/გამომრთველები, მოაჯირები და ა.შ.) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

o ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერით (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

o უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების შესაბამისად.

სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებები:

o სარეპეტიციო სამუშაო გრაფიკი შეადგინეთ იმგვარად, რომ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრები არ იმყოფებოდნენ უშუალო კონტაქტში ერთმანეთთან;

o დააწესეთ სარეპეტიციო მუშაობის გრაფიკი ცვლების მიხედვით;

o შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ცვლაში არ დაუშვათ 10 (ათი) ადამიანზე მეტი;

o იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი კოლექტივის სარეპეტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროება 10 (ათი) ადამიანს აღემატება, სარეპეტიციო სივრცეში უზრუნველყავით 5 მ2 ფართობზე თითო შემსრულებლის დაშვების შესაძლებლობა, ან მინიმუმ 2 მეტრის უსაფრთხო დისტანცია შემსრულებლებს შორის;

o სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 2 (ორი) საათს;

o უზრუნველყავით ცვლებს შორის ინტერვალის შესაძლებლობა მინიმუმ 1 – 1,5 საათი;

o ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურეობრივი განლაგება დისტანციის დაცვით;

o გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;

o მაქსიმალურად შეამცირეთ რეპეტიციების, კონცერტებისა და სპექტაკლების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;

o უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება;

o აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია;

o კონცერტის, სპექტაკლისა თუ სარეპეტიციო სამუშაოს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, განსაზღვრეთ გამოყენებული რეკვიზიტის, ინსტრუმენტის, მიკროფონის, ხმის აპარატურის/პულტის და სხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით;

o იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) გამართვისას განსახორციელებელი ღონისძიებები:

o ღონისძიებების ბილეთების გაყიდვისთვის გამოიყენეთ ელექტრონული სისტემა;

o ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, შესთავაზეთ პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი;

o მოლარე (პირი რომელიც ახდენს ბილეთების გაყიდვას) აღჭურვეთ ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან განათავსეთ ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70%-იანი სადეზინფექციო საშუალებები;

o ღონისძიების ორგანიზატორმა ორგანიზაციამ/პირმა მაქსიმალურად უზრუნველყოს შენობაში მხოლოდ იმ თანამშრომლების დაშვება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებაში, ან მათი ყოფნა აუცილებელია ღონისძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად;

o სასცენო სივრცეში უზრუნველყავით დეკორაციებისა და რეკვიზიტების მინიმალური რაოდენობის გამოყენება;

o სტუმართათვის განკუთვნილი ადგილები გადაანაწილეთ იმგვარად, რომ მოხდეს უსაფრთხო მანძილის (გარდა 12 წლამდე ბავშვებისა) დაცვა;

o უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნების მიზნით მოახდინეთ მაყურებლების განთავსება ერთი სავარძლის გამოტოვებით;

o უზრუნველყავით წინასწარ ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, რომ ნიღბების გარეშე სტუმრების შესვლა შენობაში აკრძალულია.

ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) ჩატარების რეკომენდაციები დახურული სივრცეებისთვის:

o სტუმართა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია;

o შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია;

o უზრუნველყავით სტუმართა დაშვება დახურულ სივრცეში მხოლოდ ნიღბით;

o ღონისძიების სრული ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს;

o ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე;

o აკრძალეთ სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.

რეკომენდაციები მუზეუმების/გალერეებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისთვის:

o დახურულ შენობებში/ერთ საექსპოზიციო დარბაზში უზრუნველყავით ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ადამიანის დაშვება, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით. ვიზიტორთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს სივრცის ზომის მიხედვით (გაანგარიშება: მთლიანი ზომა მინუს ექსპონატებისა და სხვა სამუზეუმო აღჭურვილობის მიერ დაკავებული სივრცე);

o საექსპოზიციო დარბაზში ახალი ვიზიტორების დაშვება, მოახდინეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარბაზში შესული ვიზიტორი დატოვებს სივრცეს;

o რეკომენდირებულია ექსპონატების დათვალიერებისთვის წინასწარ მოინიშნოს დგომის/დათვალიერების ადგილები;

o ღია სივრცეებში უზრუნველყავით სოციალური დისტანციის დაცვა და ვიზიტორთა ნაკადის იმგვარი კონტროლი, რომ მათი გადაადგილებისას თავიდან იქნეს აცილებული ერთ უბანზე 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

o გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა;

o გააკონტროლეთ შენობაში/ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან სოციალური დისტანციისა და პირბადის გამოყენების დაცვა;

o ინტერაქტიული გაცნობის საშუალებების, ასევე აუდიოგიდის გამოყენების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდგომ უზრუნველყავით მათი დეზინფექცია ან გამოიყენეთ ერთჯერადი ყურსასმენები;

o იმ სივრცეებში, რომელთა დეზინფექციაც ვერ ხერხდება, მაქსიმალურად შეზღუდეთ ვიზიტორთა დაშვება;

o სამუზეუმო კაფის ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მიხედვით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;

o სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაუშვებელია 3 (სამი) ადამიანზე მეტის თავშეყრა სოციალური დისტანციის დაცვით;

o აუცილებელია პირთა ნაკადის კონტროლი.

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ დახურულ სივრცეებში:

o უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;

o ხელოვნური ვენტილაციის სისტემის არსებობის შემთხვევაში, გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის დაწყებამდე 2 საათით ადრე და სიჩქარე შეამცირეთ მინიმალურამდე ღონისძიების დამთავრებიდან 2 საათის შემდეგ;

o არ გამორთოთ ვენტილაცია, არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;

o სავენტილაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე დააწესეთ საინჟინრო კონტროლი, ასევე, ვენტილაციის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 (ოთხ) თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით).

დახურული სივრცის დალაგება:

o დახურული სივრცის დალაგება განახორციელეთ თითოეული რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის დაწყებისა და დამთავრების შემდეგ;

o გააღეთ ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავეთ სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;

o რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის დაწყების წინ დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);

o დასუფთავება მოახდინეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ. აუდიტორია) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;

o იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია 60-70%-ანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების პრეპარატის გამოყენება;

o საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას, დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;

o დასუფთავება-დალაგების პროცედურები განახორციელეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების შესაბამისი დანართით.

აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.

სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:

o სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, უნდა განხორციელდეს დაბინძურებისთანავე, მაგრამ აუცილებელი წესით ყოველი რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის წინ და დასრულების შემდეგ;

o საპირფარეშოს დალაგება ხორციელდება სველი წესით და სარეცხი საშუალებებით, წმენდის შემდგომი დეზინფექციით, სათანადო წესით;

o დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია:

• ნიღაბი;

• ერთჯერადი ხალათი;

• სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);

• თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

მოთხოვნები ღონისძიების ადგილისადმი ღია სივრცეებში:

o უზრუნველყავით ღონისძიების ადგილის ორგანიზება იმგვარად, რომ მოხდეს უსაფრთხო (2 მეტრი) დისტანციის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტაქტების თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენეთ დამცავი ბარიერები;

o სცენა ან პირობითად მონიშნული სასცენო სივრცე დამცავი ბარიერით გამოყავით მაყურებელთა სივრცისგან, უსაფრთხო მანძილის მითითებით;

o თუ ღონისძიება ითვალისწინებს ფეხზე დგომით დასწრების შესაძლებლობას, ღონისძიების პერიმეტრზე მონიშნეთ უსაფრთხო მანძილები;

o უზრუნველყავით ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის წინასწარ სანიტარიული დასუფთავება/დეზინფექცია შესაბამისი წესით;

o უზრუნველყავით სასცენოდ განკუთვნილი აპარატურის, მიკროფონების და სხვა საშუალებების წინასწარ და შემდგომ დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით.

დამატებითი მოთხოვნები გამოფენა-გაყიდვებისთვის:

o ღონისძიების ფორმატი თუ ითვალისწინებს გამოფენა-გაყიდვის კომპონენტს, ექსპოზიციის მოწყობისას თითოეული ჩართული პირი აღჭურვეთ ნიღბით, ხელთათმანებითა და დამცავი ფარით;

o გამოფენის ტიპის ღონისძიებებზე ექსპონატების წინ განათავსეთ გამჭვირვალე დამცავი ბარიერი;

o თითოეულ ექსპონატთან ან/და დახლთან უზრუნველყავით დამსწრეთა ნაკადის კონტროლი, ექსპონატებთან/დახლებთან მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია;

o გამოფენა-გაყიდვისთვის გამოყოფილი ვიტრინები, მაგიდები და უშუალოდ ის ექსპონატები, რომელსაც პოტენციურად შეიძლება შეეხოს მნახველი/მყიდველი აუცილებელია დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველ 2 საათში ერთხელ. ისეთი ექსპონატები, რომელთა მასალაც არ ექვემდებარება დეზინფექციას, უნდა იყოს შეფუთული ერთჯერად პარკში ან და განთავსებული შემინულ ვიტრინაში.

დამატებითი სერვისები:

o აუცილებელ შემთხვევაში, როცა ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს მონაწილე პირთათვის კვებით/სასმელ კომპონენტს, მკაცრად უნდა იქნეს დაცული შემდეგი პირობები:

• გამასპინძლებისთვის გამოიყენეთ ერთჯერად კონტეინერებში (დადგენილი ნორმების დაცვით) მოთავსებული საკვები. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი შვედურ მაგიდასთან. ბარიერთან უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაბამისი მანიშნებლებით;

• საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსეთ გამოსაყენებელი ერთჯერადი ჭურჭელი;

• გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;

• უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა სათანადო წესით;

• გამოყენებული ერთჯერადი ჭურჭლისთვის უზრუნველყავით დახურული ყუთის /კონტეინერის გამოყენების შესაძლებლობა;

• პერსონალი, რომელიც ემსახურება კვებით უზრუნველყოფას, აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღაბი, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები.

პერსონალის ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

o დაიცვათ ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

o სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

o მოერიდეთ თავშეყრას, რეკომენდებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე, დახურულ სივრცეში, არაუმეტეს 10 (ათი) ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

o საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ ერთჯერადი საშუალებებით;

o გამოიყენეთ 60%-70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;

o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;

o გახსოვდეთ, რომ არ არის სასურველი ლითონის საყურეების, ბეჭდების და თმის ჟელეს გამოყენება;

o თუ საქმიანობა ითვალისწინებს ფულის ნიშნებთან და პროდუქციასთან ურთიერთობას, აუცილებლად გამოიყენეთ სხვადასხვა ხელთათმანი.

[pic]

01-431-2.doc

MOH 1 Logo-GEOდანართი №30

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები კინოწარმოებისა და კინოჩვენებისთვის

კინოგადაღების (კინოწარმოების) პროცესში შესასრულებელი ძირითადი რეკომენდაციები:

  • უზრუნველყავით რისკების შეფასება და ინფექციის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღების ღონისძიებების დაგეგმვა იმგვარად, რომ გამოირიცხოს ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი;

  • ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის დროს იხელმძღვანელეთ ღონისძიებათა იერარქიის შესაბამისად (დანართი N1);

  • შეიმუშავეთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის გეგმა, ასევე შესაძლო ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა;

  • მაქსიმალურად შეზღუდეთ კინოგადაღებაში ჩართული პირების წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა (გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება;

  • კინოგადაღების პერიოდში, გადასაღებ მოედანსა და ყველა შესაბამის ლოკაციაზე დააწესეთ სპეციალურად დაცული ზონები, რათა გამოირიცხოს გარეშე პირის მოხვედრა გადასაღებ მოედანზე (გარდა სასურსათო მომარაგების, დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირების და სხვა მკაცრად განსაზღვრული პირებისა);

  • გამოყავით მინიმუმ 1 პასუხისმგებელი პირი გადასაღებ მოედანზე (თითოეულ ლოკაციაზე) რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენ მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული სათანადო რეკომენდაციების შესრულებაზე;

  • კინოგადაღებაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ) ტესტირებას გაივლიან, როგორც საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელი პირები;

  • მსახიობებს მიაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია გადასაღებ მოედანზე არსებული საკარანტინო წესების არსებობის შესახებ (შესაძლებელია აღნიშნულის კონტრაქტში ასახვა);

  • უზრუნველყავით გადასაღებ მოედანზე ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება;

  • ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ ყოველდღიური თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;

  • ტერმოსკრინინგის დროს, ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს და გააკეთეთ სათანადო შეტყობინება;

  • თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

  • კინოწარმოების პროცესში შექმენით სამუშაო ჯგუფები, მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით და შესაძლებლობის ფარგლებში, შეამცირეთ სამუშაო ჯგუფის რაოდენობის ერთ სივრცეში კონცენტრაცია;

  • შეამცირეთ ჯგუფის წევრთა ფიზიკური კონტაქტი და სამუშაო დრო (წარმოების ეტაპების გათვალისწინებით);

  • განსაზღვრეთ ჯგუფის წევრთა შიდა კონტაქტების წრე, ასევე ადმინისტრაციული ღონისძიებები დაგეგმეთ იმგვარად, რომ შეამციროთ თითოეული ჯგუფის წევრის კონტაქტების ოდენობა;

  • უზრუნველყავით მსახიობების და მასიურ სცენებში მონაწილე პირების ერთმანეთისაგან დისტანცირება, გარდა გადაღებისათვის აუცილებელი შემთხვევებისა;

  • უზრუნველყავით გადასაღებ მოედანზე, ასევე ყველა იმ სივრცეში, რომელიც გამოიყენება კინოწარმოების მიზნებიდან გამომდინარე სათანადო სივრცის შენარჩუნება (რეკომენდებულია ყოველ 5მ2 ფართობზე 1 პირის დაშვება);

  • გადასაღები მოედნის, ასევე მოედნის ტერიტორიაზე არსებულ ან კინოწარმოებისათვის გამოსაყენებელი ყველა შენობის შესასვლელში, განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

  • გადაღების პროცესში ჩართული, ასევე გადასაღებ მოედანზე მყოფი სხვა/მესამე პირები უზრუნველყავით სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

  • პირბადე;

  • საჭიროების შემთვევაში ხელთათმანითა და სახის დამცავი ფარით.

  • გადასაღებ მოედანზე მყოფი თითოეული პირისთვის გაითვალისწინეთ მინიმუმ 4 პირბადე 12- საათიანი სამუშაო დღისთვის (გადასაღები). ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ესწრება გადაღებას, მათ შორის გარე კონრაქტორებასაც.

  • სადაც ეს შესაძლებელია, არ დაუშვათ სამუშაო/სამოქმედო სივრცეში გადამღები ჯგუფის ტექნიკური პერსონალი/მესამე პირები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;

  • მაქსიმალურად შეზღუდეთ გარეშე პირთა/ვიზიტორთა დაშვება გადასაღებ მოედანზე. თუ გადასაღებ მოედანზე გარეშე პირების დასწრება გარდაუვალი და აუცილებელია (მაგ: არასრულწლოვანი მსახიობების მშობლები), მათ უნდა დაიცვან ყველა წესი, რაც მოქმედებს გადასაღებ მოედანზე, ჯგუფის წევრების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით;

  • უზრუნველყავით გამოყენებული ინვენტარის, რეკვიზიტების, ტექნიკის საშუალებების, და სხვა გამოყენებული აღჭურვილობის დადგენილი წესით წმენდა/დეზინფექციის კონტროლი;

  • უზრუნველყავით კოსტიუმების წმენდა/დეზინფექცია და დაუთოება შესაბამისი წესით. სცენარის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ვერ ხერხდება კოსტიუმების რეცხვა (მაგ: დაფაქტურებული კოსტიუმები), მაშინ გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს კოსტიუმის შეფუთვა პლასტიკურ პარკში, რომელიც შეხებაში არ იქნება სხვა პირებთან, გარდა კონკრეტული მსახიობისა, ვისთვისაც არის განკუთვნილი;

  • გრიმიორის და თმის სტილისტის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყავით მათი აღჭურვა ნიღბით, ხელთათმანებითა და სახის დამცავი ფარით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ხელთათმანებით მუშაობა (მაგ: თმაზე მუშაობის პროცესში), მაქსიმალურად ხშირად დაიმუშავეთ ხელი არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით;

  • კინოგადაღების სამუშაო/სამოქმედო სივრცეში მყოფი ყველა პირი უზრუნველყავით ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (შეუძლებლობის შემთხვევაში სავალდებულოა ხელის დამუშავება არანაკლებს 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით);

  • ყველა ის სივრცე, სადაც შესაძლებელია მოხვდეს კინოგადაღების პროცესში მონაწილე პირი, უზრუნველყავით არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებით;

  • ის ჯგუფის წევრები, რომელთათვისაც შეუძლებელია სადეზინფექციო სტენდებთან მისვლა, უზრუნველყავით ჯიბის ერთჯერადი სადეზინფექციო ხელსახოცებით ან ინდივიდუალური სანიტაიზერებით;

  • მოახდინეთ გადასაღებ მოედანზე, დახურულ პავილიონებში შემოსული ყველა სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია. ასევე ყოველდღიურად მოახდინეთ იმ სატრანსპორტო საშუალებების შიდა სივრცეების (სალონი) დეზინფექცია, რომელსაც გადაჰყავს გადამღები ჯგუფის წევრები;

  • კინოგადაღების პროცესში დააწესეთ სანიტარული შესვენებები;

  • მიაწოდეთ ინფორმაცია კინოგადაღების პროცესში ჩართულ ყველა პირს (ვისთვისაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია) ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

  • სამოქმედო/სამუშაო სივრცეში პერიოდულად დაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები (მათ შორის ღილაკები, სახელურები, მოაჯირები და ა.შ.) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • სამუშაო/სამოქმედო სივრცეები უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერით (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

  • უზრუნველყავით საერთო გამოყენების დახურული სივრცეების ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების N6 დანართის შესაბამისად.

გადასაღები მოედნისათვის კინოგადაღების დროს გასატარებელი ღონისძიებები:

  • იმ შემთხვევაში, თუ კინოგადაღების პროცესში თითოეული ჯგუფის შემადგენლობაში არის 10 (ათი) ადამიანზე მეტი, რეკომენდირებულია სივრცის განაწილება იმგვარად, რომ ყოველ 5 მ2 ფართობზე იყოს 1 ადამიანი, უსაფრთხო დისტანციის დაცვის გათვალისწინებით;

  • მაქსიმალურად შეამცირეთ კონოგადაღების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;

  • უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება ან სამუშაო ინსტრუმენტების ხშირი დეზინფექცია;

  • აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია;

  • კინოგადაღების დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, განსაზღვრეთ გამოყენებული რეკვიზიტის, ინსტრუმენტის, ხმის აპარატურის/პულტის და სხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით.

ზოგადი რეკომენდაციები კინოჩვენებისთვის:

  • შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;

  • უზრუნველყავით დახურულ სივრცეებში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება;

  • ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, ვიდეოსკრინინგის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე ვიზიტორთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

  • თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

  • შენობის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

  • უზრუნველყავით დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);

  • უზრუნველყავით ხელის სადეზინფექციო 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარის განთავსება შენობის შესასვლელში და სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის საერთო საპირფარეშოების შესასვლელში და სხვა საერთო გამოყენების ადგილებში, რომლითაც სარგებლობს პერსონალი და ვიზიტორები;

  • მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

  • პერიოდულად დაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები (მათ შორის ღილაკები, კარების სახელურები, ჩამრთველ/გამომრთველები, მოაჯირები და ა.შ.) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერით (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

  • დააწესეთ კონტროლი პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული სათანადო რეკომენდაციების შესრულებაზე;

  • ფილმის ბილეთების გაყიდვისთვის გამოიყენეთ ელექტრონული სისტემა. ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, შესთავაზეთ პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი;

  • მოლარე, რომელიც ახდენს ბილეთების გაყიდვას, აღჭურვეთ ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან განათავსეთ ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები;

  • კინოჩვენების განმახორციელებელმა ორგანიზაციამ/პირმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს შენობაში მხოლოდ იმ თანამშრომლების დაშვება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ კინოჩვენების პროცესში;

  • მაყურებელთათვის განკუთვნილი ადგილები გადაანაწილეთ იმგვარად, რომ მოხდეს უსაფრთხო დისტანციის (გარდა 12 წლამდე ბავშვებისა) დაცვა. ამ მიზნით კინოჩვენების დარბაზში, მაყურებელი განათავსეთ 1 სავარძლის გამოტოვებით;

  • მაყურებელთა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია;

  • შესასვლელებთან, ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია;

  • უზრუნველყავით მაყურებელთა დაშვება დახურულ სივრცეში, ისევე როგორც კინოჩვენების დარბაზში, მხოლოდ ნიღბით.

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ დახურულ სივრცეებში:

  • იმ შემთხვევაში, როდესაც კინოგადაღების/კინოჩვენების პროცესში ვერ ხერხდება დახურული სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

  • ხელოვნური ვენტილაციის სისტემის არსებობის შემთხვევაში, გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე სამუშაო პროცესის დაწყებამდე 2 საათით ადრე და სიჩქარე შეამცირეთ მინიმალურამდე ღონისძიების დამთავრებიდან 2 საათის შემდეგ;

  • არ გამორთოთ ვენტილაცია, არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;

  • სავენტილაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე დააწესეთ საინჟინრო კონტროლი, ასევე, ვენტილაციის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 (ოთხ) თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით).

დალაგება კინოგადაღების/კინოჩვენების დახურულ სივრცეებში:

  • მოახდინეთ დახურული სივრცის დალაგება ყოველი კინოგადაღების/კინოჩვენების დაწყებისა და დამთავრების შემდეგ;

  • მაქსიმალურად მოახდინეთ დახურული სივრცეების განიავება გამჭოლი ნიავის პირობებში;

  • კინოგადაღების/კინოჩვენების წინ დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);

  • დასუფთავება მოახდინეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ. კინოდარბაზი) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;

  • იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია არანაკლებ 70%-ანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების პრეპარატის გამოყენება;

  • საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას, დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;

  • დასუფთავება-დალაგების პროცედურები განახორციელეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების N6 დანართით.

აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.

სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:

  • სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, უნდა განხორციელდეს დაბინძურებისთანავე, მაგრამ აუცილებელი წესით ყოველი გადაღების წინ და დასრულების შემდეგ;

  • საპირფარეშოს დალაგება ხორციელდება სველი წესით და სარეცხი საშუალებებით, წმენდის შემდგომი დეზინფექციით, სათანადო წესით;

  • დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია:

  • ნიღაბი;

  • ერთჯერადი ხალათი;

  • სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);

  • თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

მოთხოვნები ღია სივრცეებში კინოგადაღების/კინოჩვენების დროს:

  • კინოგადაღების/კინოჩვენების დროს, შესაძლებლობის შემთხვევაში, მონიშნეთ უსაფრთხო მანძილები, დისტანციის დაცვის მიზნით;

  • უზრუნველყავით კინოგადაღებისთვის განკუთვნილი აპარატურის, რეკვიზიტების და სხვა საშუალებების წინასწარ და შემდგომ დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით.

დამატებითი სერვისები კინოგადაღების დროს:

თუ კინოგადაღების პროცესი ითვალისწინებს მონაწილე პირთათვის კვებით/სასმელ კომპონენტს, მკაცრად უნდა იქნეს დაცული შემდეგი პირობები:

  • ჯგუფის წევრების კვების დროს გამოყავით ჯგუფის წევრების კვებისათვის სათანადო ადგილი;

  • გამასპინძლებისთვის გამოიყენეთ ერთჯერად კონტეინერებში (დადგენილი ნორმების დაცვით) მოთავსებული საკვები. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი შვედურ მაგიდასთან. ბარიერთან უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა შესაბამისი მანიშნებლებით;

  • საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსეთ გამოსაყენებელი ერთჯერადი ჭურჭელი;

  • გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;

  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა სათანადო წესით;

  • გამოყენებული ერთჯერადი ჭურჭლისთვის უზრუნველყავით დახურული ყუთის/კონტეინერის გამოყენების შესაძლებლობა;

  • პერსონალი, რომელიც ემსახურება კვებით უზრუნველყოფას, აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღაბი, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები;

  • კვების პროცესში უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ პორტატულ სკამებს და ნაკლებად გამოიყენოთ გრძელი სკამები.

კინოგადაღებაში/კინოჩვენებაში მონაწილე პირთა ვალდებულებები:

  • გახსოვდეთ, ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას შესაბამისად, აუცილებელია კინოგადაღების/კინოჩვენების დროს განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

  • მოერიდეთ თავშეყრას. რეკომენდებულია მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ);

  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელიც მოგეწოდათ კინოგადაღების/კონოჩვენების პროცესში გამოყენების მიზნით;

  • კინოგადაღების დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

  • საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და თხევადი საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ ერთჯერადი საშუალებებით;

  • გამოიყენეთ არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;

  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;

  • თუ საქმიანობა ითვალისწინებს ფულის ნიშნებთან და პროდუქციასთან ურთიერთობას, აუცილებლად გამოიცვალეთ ხელთათმანი და გახდის დროს დაიმუშავეთ ხელები არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებებით.

01-431-3.doc DOC

დანართი №39

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის

ზოგადი რეკომენდაციები:

შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;

o არ დაუშვათ საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა. ბავშვების მიღება განხორციელდეს ბაღის თანამშრომლის მიერ;

o დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;

o პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1 მეტრიან დისტანციას;

o თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, შენობის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;

o თერმოსკრინინგისას, ცხელების 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15 წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

o უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;

o რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე ბავშვი, სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროებით გადაყვანილ უნდა იქნეს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;

o საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

• შესაძლებელია ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;

• აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);

• ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;

• ყოველი გამოყენების შემთხვევაში უნდა დამუშავდეს სველი წესით;

o სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:

• მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;

• აღსაზრდელი განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია ბავშვის დაწესებულებიდან დროულად გაყვანაზე;

• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს, შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;

• საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;

o დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები აღრიცხეთ შესაბამის ფორმაში;

o დღის განმავლობაში დაწესებულების თანამშრომლის ან ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;

o დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა. შ.) პირების (მასწავლებლების, აღმზრდელების, თანამშრომლების და აღსაზრდელების) დაშვება დაწესებულების შენობაში;

o თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

o ობიექტის შესასვლელში განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

o დაწესებულების შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით;

o აღმზრდელები, აღმზრდელთა თანაშემწეები, ძიძები, დამლაგებლები და სხვა პერსონალი, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობენ, გადაამზადეთ (მათ შორის ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ) დაწესებულების გახსნამდე და გარდამავალ პერიოდში, რათა შეძლონ უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა თავიანთ სამუშაო ადგილზე;

o შეადგინეთ გეგმა ჯგუფების ოთახებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ;

o უზრუნველყავით ბავშვების ხელების დაბანა სათანადო წესით ჯგუფურ ოთახში შესვლის წინ;

o უზრუნველყავით პერსონალისა და სხვა პირების (გარდა ბავშვებისა) შესვლა დაწესებულებაში მხოლოდ ნიღბით;

o კომუნიკაციის გაძლიერების სტრატეგიისა და ბავშვების ოჯახთან დიალოგის წახალისების მიზნით, გამოიყენეთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები (მაგ. მოკლე ტექსტური შეტყობინება ან ვიდეო ზარი, პოსტერები);

o დაწესებულებაში უზრუნველყავით ბავშვის მიღებისა და გაშვების დროში გაწერილი გრაფიკის დაცვა, ამასთან, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შემთხვევაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ბაღში მისვლამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად;

o გამოიყენეთ ე.წ. „ჩეკლისტები“ იმისთვის, რომ დაეხმაროთ ოჯახებს სწორად იქნეს დადგეგმილი მათ მიერ ბავშვის ბაღში მიყვანის და გაყვანის დროები, რათა თავიდან იყოს აცილებული მშობლებისა და ბავშვების ერთდოული თავშეყრა დაწესებულების შესასვლელში;

o შეიმუშავეთ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს;

o უზრუნველყავით ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი;

o აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა;

o ხმარებიდან ამოიღეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება;

o უზრუნველყავით საძინებლებში ბავშვების საწოლების ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით განლაგება იმგვარად, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ;

o ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის დანერგეთ იმგვარი თამაშები, როგორიცაა, მაგალითად:

• შეჯიბრი ხელების დაბანაში;

• მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა;

• სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე;

• როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ;

• უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის, მაგალითად, მისალმება ჟესტებით, მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.;

o ასაკისთვის შესაფერისი აქტივობები/თამაშები ჯგუფებში დაგეგმეთ იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად მოახერხოთ ფიზიკური დისტანცირების დაცვა;

o უზრუნველყავით ბავშვებისთვის სასწავლო გარემოს იმგვარად შედგენა, რომ მიეცეთ ყოველდღიური შესაძლებლობა, იყვნენ გარეთ (ღია სივრცეში), ითამაშონ ბუნებაში/ეზოში და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში;

o აკრძალეთ ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;

o უზრუნველყავით გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა (თამაშებისთვის გამოიყენეთ ბავშვების დაყოფა მცირე ჯგუფებად;

o შეზღუდეთ აღმზრდელის/მასწავლებლის/ძიძის გარდა სხვა პირების შესვლა ისეთ სივრცეებში, სადაც იმყოფებიან ბავშვები;

o უზრუნველყავით დაწესებულებაში ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები) სარგებლობა;

o ბავშვებისთვის ხელების დაბანის დროს გამოიყენეთ გართობის სხვადასხვა საშუალება იმგვარად, რომ ხელების დაბანის პროცესი არანაკლებ 20 წამს შეადგენდეს;

o ხელების გამშრალება მოხდეს ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით, (პირსახოცის გამოყენების შემთხვევაში მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს თითოეული ბავშვის მიერ მხოლოდ საკუთარი პირსახოცის გამოყენების პრაქტიკა და დაცული იყოს თეთრეულის რეცხვის ჰიგიენური რეჟიმი);

o იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად გამოიყენეთ არაუმცირეს 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებები;

o სათანადო ადგილებში (საპირფარეშო, ონკანის სიახლოვეს) განათავსეთ ხელის ჰიგიენის წესები, მათ შორის ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, სათანადო ილუსტრაციებით;

o გამოყავით ჰიგიენის კუთხეები, ხელის ჰიგიენის საშუალებების განთავსებისთვის და მიაწოდეთ პერსონალს/აღსაზრდელებს ინფორმაცია ჰიგიენის საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ;

o პერსონალისა და სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ, სათანადოდ დაცულ ადგილას განათავსეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარები;

o პერსონალი უზრუნველყავით სათანადო სწავლებით, რათა მათ ხელი შეუწყონ ბავშვების მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას;

o გაითვალისწინეთ, რომ:

• წინასწარ უნდა გქონდეთ თითოეულ ბავშვზე ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;

• ბავშვებისთვის უფროსების მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სადეზინფექციო ხსნარები;

• ბავშვებისთვის ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების წესები ახსნილი უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე და ამ ტიპის ნივთიერებების (მათ შორის ხელის სადეზინფექციო სითხე) გამოყენება უნდა ხდებოდეს სათანადო ზედამხედველობის ქვეშ.

o პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით), უზრუნველყავით სათამაშო და საძინებელი სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

o სათამაშო სივრცეებში და ბავშვთა განთავსების ადგილებში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება იმგვარად, რომ მაგიდებს შორის, ასევე მაგიდასთან განთავსებულ პირთა შორის, ისევე როგორც დასაჯდომ ადგილებს შორის დაიცვათ უსაფრთხო მანძილი;

o უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;

o სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერსონალი აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

• ნიღაბი;

• სახის დამცავი ფარი;

• ხელთათმანი;

• ერთჯერადი ხალათი (დამლაგებლისთვის);

o განახორციელეთ მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

განსაკუთრებულად მიადევნეთ თვალყური:

o ბავშვებმა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალონ ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი საშუალებებით;

o ბავშვებს დაეხმარეთ/ასწავლეთ/გამოუმუშავეთ ჩვევა, რომ დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარონ სახეზე სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ქცევების დემონსტრირებისთვის გამოიყენეთ სათამაშოები/თოჯინები;

o თუ რომელიმე ბავშვი თავს შეუძლოდ იგრძნობს (მაგ. ექნება მუცლის ტკივილი, დაუფიქსირდება ტემპერატურის მატება) დაუყოვნებლივ უზრუნველყავით მისი გადაყვანა საიზოლაციო ოთახში.

მოთხოვნები სამზარეულოსთვის:

o ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზება უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

o ბავშვებისთვის განკუთვნილი სურსათის მომზადებისას დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების დაცვა:

• სისუფთავის დაცვა;

• მზა და ნედლი პროდუქტების განცალკევება;

• სურსათის სათანადო თერმული დამუშავება;

• სურსათის შენახვა სათანადო ტემპერატურის პირობებში;

• უვნებელი წყლისა და ნედლეულის გამოყენება.

o პერსონალის მიერ სამზარეულოში მუშაობის დროს გამოყენებული იქნეს ერთჯერადი ნიღაბი, თავსაბურავი და ხელთათმანი;

o ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით;

o სურსათთან შეხებაში მყოფი ყველა ზედაპირის/ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

o გაატარეთ სპეციალური ზომები იმისათვის, რომ კვების ბლოკის თანამშრომლებმა არ განახორციელონ სამუშაო აქტივობა ინფექციურ დაავადებაზე ეჭვის (მაღალი ტემპერატურა, სურდო, დიარეა) არსებობის ან ისეთი დაავადებით ინფიცირების შემთხვევაში, რომლის გავრცელება სურსათის მეშვეობით შესაძლებელია მოხდეს (მაგალითად, ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვ.);

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნას შემდეგი პროცედურები:

o სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში, შემდეგნაირად:

• ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;

• გაირეცხოს არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;

• გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;

• გაივლოს არანაკლებ 650C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;

• დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;

• წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს;

• სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით.

o ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის (დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში);

o სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

დასუფთავება და დეზინფექცია:

o გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.);

o დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, კარის ღილაკები და ა.შ.;

o დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები არ იმყოფებიან ოთახებში (მაგ. არიან ეზოში) უზრუნველყავით სათამაშო და საძინებელი ოთახების დასუფთავება/დეზინფექცია და განიავება;

o ბავშვების გაყვანის შემდგომ კარადები დატოვეთ ღია და ცარიელი, რათა მოხდეს მათი განიავება/დეზინფექცია;

o იმ ზედაპიებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიდის გამოყენების შედეგად, გამოიყენეთ არანაკლებ 70% კონცენტრაციის სპირტის ხსნარები;

o დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;

o უზრუნველყავით სანიტარული წერტილების დასუფთავება/დეზინფექცია დაბიძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ;

o უზრუნველყავით სათამაშოების რეცხვა/დამუშავება შემდეგი წესით:

• ახლად შეძენილი სათამაშოები (რბილის გარდა), სანამ სათამაშოდ გადაეცემათ ბავშვებს, უნდა გაირეცხოს 15 წუთის განმავლობაში, 37​0C-ის ტემპერატურის წყლითა და საპნით, შემდეგ კი უნდა გაშრეს ჰაერზე;

• სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%-იანი ხსნარით;

o დაწესებულების ყველა სივრცეში უზრუნველყავით სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმი „ტექნიკური რეგლამენტის − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილებით, „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საბავშო ბაღში“- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №01-172/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაიდლაინითა და ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დანართით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის:

o სანიტარიულ კვანძში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, რისთვისაც წინასწარ უნდა განისაზღროს საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;

o სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;

o კერამიკული ფილებით მოპირკეთებული კედლების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების წმენდა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბიძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ;

o საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს და გაშრეს;

o დალაგების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ინდივიდუალური დამცავი საშუალებები: ხელთათმანები, სახის ფარი, წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას), ან ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი;

o დასუფთავების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა;

o დასუფთავების პროცედურების ჩატარების დასრულებისთანავე, ხელთათმანების გახდის შემდეგ, აუცილებელია ხელების დაბანა;

o სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი დაწესებულების ბენეფიციარებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.

თეთრეულის ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

o თეთრეული გამოიცვალოს საჭიროების მიხედვით;

o ნახმარი თეთრეულის შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში;

o კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება;

o თეთრეულის (ასევე, პირსახოცების) რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან სპეციალურ სამრეცხაოებში ხელშეკრულების საფუძველზე (ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა);

o თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები:

• თეთრეულის შეკრება;

• ტრანსპორტირება;

• რეცხვა და დეზინფექცია;

• დაუთოება;

• შეფუთვა;

• სუფთა თეთრეულის შენახვა;

o სამრეცხაოში თეთრეულის დასამუშავებლად უზრუნველყავით ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის ნაკადების გადაკვეთა (თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ შესაძლებელია მისი შეფუთვა გასაცემად);

o დაბინძურების ხარისხისა და თეთრეულის ტიპის მიხედვით შეირჩეს რეცხვის შესაბამისი პროგრამა. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.

დასაქმებულთა/მესამე პირთა ვალდებულებები:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

o სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით შესაბამისი რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვის (არანაკლებ 2მ) შესახებ;

o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად, ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

o გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;

o მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

[pic]

-----------------------

[pic]