ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.09.2020
ძალაში შესვლა 01.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-100/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016792
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ნოზოკომიური ინფექციების საინჟინრო კონტროლი |
| 3 | სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტი |
| № | კრიტერიუმი |
| 1.2. | დაწესებულებაში არის სულ მცირე ერთი ბოქსირებული პალატა ინფექციური ავადმყოფების დროებითი იზოლაციისათვის |
| 1.4. | დაწესებულების მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში ვენტილაცია უზრუნველყოფს ინფექციების გადაცემის რისკების შემცირებას |
| 1.5. | გათბობის, სავენტილაციო და კონდიცირების ფილტრები რეგულარულად მოწმდება მტვრით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით |
| 2. | სტაციონარის ყველა შესასვლელთან მოწყობილია სპეციალური სივრცე ხელის ჰიგიენის ჩატარების პროცედურის შესაძლებლობით (ხელის დეზინფექტანტით-სანიტაიზერით) |
| 2.1 | დაწესებულება უზრუნველყოფილია სასმელი წყლის მუდმივი წყალმომარაგებით |
| 2.3. | ყველა სანიტარიულ კვანძში ან მის შესასვლელთან ხელმისაწვდომია ხელის დასაბანი წერტილები (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის ერთჯერადი გასამშრალებელი საშუალებები) |
| 2.5. | დაწესებულებაში პერსონალისთვის ხელმისაწვდომია (და იცნობს) ხელის ჰიგიენის 5 მომენტის ამსახველი თვალსაჩინო და მარტივად გასაგები სქემა (WHO) |
| 2.6. | პაციენტთა მოსაცდელი და კლინიკური სერვისის ყველა სათავსისა (იატაკი, კედლები და ყველა ხილული ზედაპირი) და აღჭურვილობის ზედაპირები არის სუფთა და თავისუფალი მტვრისა და ბიოლოგიური დაბინძურებისგან |
| 2.7. | დაწესებულებაში არის დასუფთავებისთვის საჭირო ადეკვატური რაოდენობის შესაბამისად მარკირებული ინვენტარი |
| 2.8. | დაწესებულებაში კლინიკური სერვისის სათავსების კედლებისა და იატაკის ზედაპირებს აქვთ სველი წესით დალაგებისა და ქიმიური ხსნარებით დამუშავებისადმი გამძლე საფარი |
| 2.9. | დაწესებულების კლინიკური სერვისის სათავსებში ხშირად შეხებადი ზედაპირები (საწოლის სახელურები, ტუმბოები, კარების სახელურები და ა.შ), რეგულარულად დეზინფიცირდება |
| 2.10. | სუფთა და გამართულად მოფუნქციონირე საპირფარეშოები ხელმისაწვდომია პაციენტებისა და პერსონალისათვის |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების გარემოს/სათავსების შეფასება 07.02.2018
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-100/ნ
2020 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 23-ე მუხლის 41-ე პუნქტის, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების 22-ე მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესი“ (დანართი №
1).
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №01-5/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
დანართი №1
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესი
1. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები (შემდგომ – დაწესებულებები) ვალდებულნი არიან, დაიცვან ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისადმი განსაზღვრული მოთხოვნები.
2. დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ჩართოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი).
3. სააგენტოს მიერ ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება ხორციელდება №1.1 დანართით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების ინსტრუმენტის (შემდგომ – შეფასების ინსტრუმენტი) საშუალებით.
4. სააგენტო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმებისას ავსებს №1.1 დანართით განსაზღვრულ კითხვარებს და ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების თაობაზე შემოწმების აქტს (დასკვნას) (შემდგომ – შემოწმების აქტი (დასკვნა). №1.1 დანართით განსაზღვრული კითხვარების თითოეული კრიტერიუმის შეფასების უარყოფითი შედეგი დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირების ხელმოწერით, შევსებულ კითხვარებს ხელს აწერენ შემოწმებაში მონაწილე სააგენტოსა და საჭიროების შემთხვევაში ცენტრის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლები და დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირები, ხოლო შემოწმების აქტს (დასკვნას) ხელს აწერენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლები და დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირები.
5. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირები უარს აცხადებენ ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ხელმოწერაზე/ხელმოწერებზე, შემოწმების აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ასეთ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელს/უფლებამოსილ პირს/პირებს უნდა მიეცეთ წინადადება, რომ აქტს დაურთონ ახსნა-განმარტება ან/და შენიშვნები შემოწმების აქტის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე, მიუთითონ მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
6. სააგენტო ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად შევსებულ კითხვარებსა და შემოწმების აქტს (დასკვნას) ადგენს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი რჩება იმ დაწესებულებაში, რომელშიც ჩატარდა ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება, მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოში, მესამე (შესაძლებელია დასკანერებული ვერსიის გადაგზავნა და შემდგომ დედანის მიწოდება) კი გადაეგზავნება სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ –პროგრამების განმახორციელებელი) შემოწმების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
7. პროგრამების განმახორციელებელი, სააგენტოს მიერ შევსებული კითხვარებისა და შემოწმების აქტის (დასკვნის) საფუძველზე, ვალდებულია, 2 სამუშაო დღეში შეუჩეროს დაწესებულებას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებლის სტატუსი. პროგრამების განმახორციელებლის მხრიდან მიმწოდებლისათვის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა.
8. დაწესებულებას არ უჩერდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებლის სტატუსი, თუ ის აკმაყოფილებს №1.1 დანართის №1 კითხვარით განსაზღვრული ცალკეული თავის კრიტერიუმებიდან ყველას, გარდა ერთისა (ანუ თითოეული თავისთვის იმ კრიტერიუმების რაოდენობა, რომლებიც ვერ იქნა დაკმაყოფილებული, არ უნდა აღემატებოდეს ერთს) და №2 კითხვარის არანაკლებ 22 კრიტერიუმს (ანუ იმ კრიტერიუმების რაოდენობა, რომლებიც არ იქნა დაკმაყოფილებული, არ აღემატება სამს). ამ შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა 3 თვიანი ვადა აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის, ამასთან, იგი ვალდებულია მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მიაწოდოს სააგენტოს. სააგენტო უფლებამოსილია კრიტერიუმის დაკმაყოფილების ფაქტი გადაამოწმოს ადგილზე.
9. დაწესებულება, რომელსაც შეუჩერდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, ინფექციების კონტროლის სისტემისადმი განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმართოს სააგენტოს ინფექციების კონტროლის სისტემის გადამოწმების მიზნით ამ დანართის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების აქტის (დასკვნის) შედგენიდან არაუადრეს 3 თვისა.
10. სააგენტო, ამ დანართის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, უზრუნველყოფს დაწესებულებაში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კუთხით არსებული მდგომარეობის თავიდან შემოწმებას №1.1 დანართის ყველა კრიტერიუმის შეფასებით, დაწესებულების მიმართვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. შემოწმების შემდგომ სააგენტო ადგენს შემოწმების აქტს (დასკვნას) და გადასცემს შესაბამის უწყებებს/სამედიცინო დაწესებულებას ამ დანართის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით და ვადაში.
11. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პირობები იქნება დაკმაყოფილებული, პროგრამების განმახორციელებელი, დაწესებულების განცხადებისა და აღნიშნული აქტის (დასკვნის) საფუძველზე, ვალდებულია, დაწესებულებას არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მიმწოდებლის სტატუსი.
12. დაწესებულებისათვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერება არ განაპირობებს ასეთი სტატუსის მოქმედების პერიოდში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში წარმოშობილი მისი უფლებების შეჩერებას და არ ათავისუფლებს მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებისაგან, რომლებიც ეხება მიმწოდებლის სტატუსის მოქმედების პერიოდში დამდგარ შემთხვევებს ან/და მომსახურებას.
13. დაწესებულებისათვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, პროგრამების განმახორციელებელი უფლებამოსილია, მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს ამ დაწესებულების მიმართ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შემოწმებამდე დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულების მიზნით.
დანართი №1.1
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების ინსტრუმენტი
კითხვარი №1
№
კრიტერიუმი
კი
არა
მითითებები მონიტორისთვის
მონიტორის შენიშვნა/
კომენტარი
დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა
1
ნოზოკომიური ინფექციების საინჟინრო კონტროლი
1.1
დაწესებულებაში არსებობს მოძრაობის ნაკადების ამსახველი ბლოკ-სქემები (მაგალითად, ამბულატორიული და ჰოსპიტალური სერვისების, ვიზიტორების, ჯანდაცვის პერსონალის (ექიმები, ექთნები), მასალების (სახარჯი, სტერილური, საკვები, თეთრეული და სხვ.)
ფასდება ასეთი ბლოკ-სქემების ამსახველი დოკუმენტების გაცნობით. დადებითი პასუხი მოინიშნება მინიმუმ ნარჩენების, სტერილიზაციას დაქვემდებარებული ინსტრუმენტებისა და თეთრეულის გადაადგილების მიმართულებების ამსახველი ბლოკ-სქემების არსებობის შემთხვევაში.
1.2.
დაწესებულებაში არის სულ მცირე ერთი ბოქსირებული პალატა ინფექციური ავადმყოფების დროებითი იზოლაციისათვის
კრიტერიუმი წარმოადგენს სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობას და საჭიროებს მისი შესაბამისობის შეფასებას „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანების (შემდგომ – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანება) დეფინიციასთან; კერძოდ:
ეს არის საიზოლაციო პალატა, რომელიც მოეთხოვება დაწესებულებას ემერჯენსის (III და IV დონე) საიზოლაციო პალატის გარდა;
საიზოლაციო სათავსი ინფექციური პაციენტებისათვის უნდა შედგებოდეს პალატის, რაბისა და სანიტარიული კვანძისაგან;
დერეფნიდან რაბში შესასვლელი და რაბიდან პალატაში შესასვლელი კარებები შესაძლებელია, განლაგებულ იქნეს ერთმანეთის მოპირდაპირედ, ასევე, საკვების, წამლების, თეთრეულის მიწოდება შეიძლება ხორციელდებოდეს უშუალოდ დერეფნიდან, სპეციალური გადასაცემი კონტეინერის მეშვეობით;
სანიტარიული კვანძი განკუთვნილი უნდა იყოს პაციენტებისთვის, ხოლო პერსონალის ხელსაბანი ნიჟარა (თხევადი საპნით, ანტისეპტიკური ხსნარითა და ხელის ერთჯერადი გასამშრალებელი საშუალებებით აღჭურვილი) განთავსებული უნდა იყოს რაბში;
სავენტილაციო სისტემა უნდა ქმნიდეს წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომელიც უზრუნველყოფს ნაკლებად სუფთა სათავსებიდან ჰაერის გადადინების პრევენციას. შესაბამისად, პალატაში უნდა იყოს უარყოფითი წნევა, რათა არ მოხდეს ჰაერის გადადინება რაბისა და სტაციონარის კორიდორისკენ.
1.3.
დაწესებულებას აქვს გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი, რომელიც მდებარეობს სხვა სივრცეებისგან იზოლირებულ და ადვილად მისადგომ სივრცეში და COVID-19-ით დაინფიცირებული, ან საეჭვო გარდაცვლილი პაციენტების განსათავსებლად აქვთ გვამის შესანახი ჩანთა
„კი“ პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი და იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
განთავსებულია დაწესებულების სხვა სივრცეებისგან იზოლირებულ და ადვილად მისადგომ სივრცეში;
სათავსის კედლები და იატაკი დაფარულია რეცხვისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით;
აქვს ვენტილაცია (ასევე, შესაძლებელია მექანიკური ვენტილაცია გარეთ გამავალი ვენტილატორით);
სათავსის კარები დაკეტილია და გასაღები შენახულია სათანადო ადგილას;
თითოეული მიცვალებულის გადასვენების შემდგომ ხორციელდება სათავსის, აგრეთვე გვამის სატრანსპორტო ან განსათავსებელი ურიკებისა და ზედაპირების დასუფთავება და დეზინფექცია, რომლის თაობაზე დაწესებულებაში არსებობს პროტოკოლი/სოპი;
კლინიკას აქვს მინიმუმ 1 გვამის ჩანთა გარდაცვლილი პაციენტების გვამის შესანახად.
1.4.
დაწესებულების მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში ვენტილაცია უზრუნველყოფს ინფექციების გადაცემის რისკების შემცირებას
გამოიყენება დაკვირვება სისტემის მუშაობაზე და სათანადო დოკუმენტაციის (ე.წ. აპარატურის პასპორტი და ჩანაწერები აპარატურის პერიოდული შემოწმების თაობაზე) გამოთხოვა და მათზე დაყრდნობით ვენტილაციის სისტემის შეფასება. აღნიშნული დოკუმენტაციის ვერ- ან არ-წარმოდგენის, ან სისტემის არმუშაობის შემთხვევაში, კრიტერიუმი ფასდება უარყოფითად.
დადებითი პასუხი მოინიშნება მხოლოდ ორივე პირობის (სისტემის მუშაობა და დოკუმენტაციის არსებობა) შესრულების შემთხვევაში;
„მაღალი“ რისკის სათავსებია: საიზოლაციო (ბოქსი, ნახევრად ბოქსი, ბოქსირებული პალატა) და კრიტიკული, ინტენსიური მოვლის (II-III) სათავსები/ განყოფილებები; „ძალიან მაღალი“ რისკის სათავსია, მაგ., საოპერაციო ბლოკი.
1.5.
გათბობის, სავენტილაციო და კონდიცირების ფილტრები რეგულარულად მოწმდება მტვრით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით
შეფასების მიზნით გამოიყენება, შესაბამისი ჩანაწერების (მათ შორის, შემოწმების აქტი, ფილტრების შეძენის/გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფილტრების მონიტორინგის აღრიცხვის ჟურნალი) ან სათანადო ელექტრონული პროგრამის გაცნობა.
დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს შესაბამისი ჩანაწერები, ან ავტომატური პროგრამა, რომლითაც დასტურდება ფილტრების დაბინძურების მონიტორინგი.
1.6.
დაწესებულების რეანიმაციის დარბაზში/ პალატაში (შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში) ვენტილაცია გამართულად ფუნქციონირებს და ინფექციური პაციენტებისთვის განკუთვნილ საიზოლაციო სივრცეში (საწოლი) ქმნის წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან
„კი“ პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა:
რეანიმაციის დარბაზში ვენტილაცია გამართულად ფუნქციონირებს და ასევე დასტურდება შემოწმების აქტებით
და
ინფექციური პაციენტებისთვის განკუთვნილ საიზოლაციო სივრცეში უზრუნველყოფს წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან, რაც დასტურდება შემოწმების აქტებით.
2.
წყალმომარაგება, ჰიგიენა და სანიტარია (WASH)
2.1
დაწესებულება უზრუნველყოფილია სასმელი წყლის მუდმივი წყალმომარაგებით
კრიტერიუმი ფასდება დადებითად იმ შემთხვევაში, როცა დაწესებულების შენობაში არსებული ონკანები მიერთებულია მუდმივი წყალმომარაგების წყაროსთან (მნიშვნელობა არ აქვს ცენტრალიზებულია წყალმომარაგება, თუ ადგილობრივი, მაგ.; ჭაბურღილთან. არაცენტრალიზებული სისტემის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს სათანადო დასკვნა სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე).
2.2
სამედიცინო სერვისების სათავსები (დაწესებულების ყველა კაბინეტი, საპროცედურო, სარეანიმაციო და ინტენსიური თერაპიის დარბაზი, საიზოლაციო პალატა, საექთნო პოსტი) აღჭურვილია გამართულად მოფუნქციონირე ხელის დასაბანი საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, წყალმომარაგება, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი საშუალებები)
ფასდება ყველა კაბინეტის (სადაც ექიმი სინჯავს პაციენტს), საპროცედუროს/ საოპერაციოს, ემერჯენსის, ინტენსიური და სარეანიმაციო დარბაზის, შესახევევის, საიზოლაციო პალატის, საექთნო პოსტის დათვალიერებით;
დადებითი პასუხი იწერება იმ შემთხვევაში, როცა ხელსაბანების ონკანები არის გამართულ მდგომარეობაში (მ.შ.მუშაობს საკეტი), მათში მოდის წყალი, ხოლო ონკანის ნიჟარა მიერთებულია საკანალიზაციო მილთან (ადგილობრივი ან ცენტრალური) და აღჭურვილია თხევადი საპნითა და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი საშუალებებით
ასევე, შესაძლებელია საოპერაციოს/ საპროცედუროს/შესახვევის/გასასინჯი კაბინეტის შესასვლელში არსებობდეს წინასაოპერაციოს ტიპის სათავსი (მათ შორის, რაბი), სადაც განთავსებულია ხელსაბანი ნიჟარა. ამასთან, დაუშვებელია საპირფარეშოში არსებული ხელსაბანების ამ მიზნით გამოყენება.
2.3.
ყველა სანიტარიულ კვანძში ან მის შესასვლელთან ხელმისაწვდომია ხელის დასაბანი წერტილები (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის ერთჯერადი გასამშრალებელი საშუალებები)
ფასდება დადებითად იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა საპირფარეშო (მათ შორის პაციენტებისთვის განკუთვნილიც) ან მისი შესასვლელი აღჭურვილია ხელსაბანით (რომელსაც მიეწოდება წყალი) და თხევადი საპნით, ხელის ერთჯერადი გასამშრალებელი საშუალებებით.
2.4.
დაწესებულების შესასვლელებში, სამედიცინო სერვისის (დაწესებულების ყველა კაბინეტი, საპროცედურო, სარეანიმაციო და ინტენსიური თერაპიის დარბაზი, საიზოლაციო პალატა, საექთნო პოსტი) სივრცეებსა და დერეფანში ხელმისაწვდომია ხელის ალკოჰოლშემცველი ანტისეპტიკური საშუალებები (სანიტაიზერები)
დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა შესაბამის წერტილში არის ხელმისაწვდომი ხელის სანიტაიზერები.
2.5.
დაწესებულებაში პერსონალისთვის ხელმისაწვდომია (და იცნობს) ხელის ჰიგიენის 5 მომენტის ამსახველი თვალსაჩინო და მარტივად გასაგები სქემა (WHO)
ფასდება კლინიკური მოვლის სივრცეების ყველა კაბინეტის (სადაც ექიმი სინჯავს პაციენტს), შესახვევის, საპროცედუროს/საოპერაციოს, ემერჯენსის, ინტენსიურისა და სარეანიმაციო დარბაზის ხელსაბანების მიმდებარე ტერიტორიის, დათვალიერებით.
„კი“ პასუხი მოინიშნება, როცა ასეთი სქემები გამოკრულიაშესაბამის ადგილებზე და პერსონალი იცნობს მას.
2.6.
პაციენტთა მოსაცდელი და კლინიკური სერვისის ყველა სათავსისა (იატაკი, კედლები და ყველა ხილული ზედაპირი) და აღჭურვილობის ზედაპირები არის სუფთა და თავისუფალი მტვრისა და ბიოლოგიური დაბინძურებისგან
კრიტერიუმის შეფასება ხდება ასეთი სათავსების დათვალიერებით. მიზანშეწონილია, ყველა სათავსის კედლების, იატაკის, ჭერისა და აღჭურვილობის (მაგალითად საწერი მაგიდის, სამედიცინო აპარატურის, თაროების, კარადების, საწოლის კიდეების და აშ.) დათვალიერება. დიდი კლინიკის შემთხვევაში (100 და მეტი საწოლი), შემოწმებას ექვემდებარება სათავსების არანაკლებ 80%. დადებითი პასუხის მოსანიშნად ზედაპირებზე არ უნდა იყოს დაბინძურების არცერთი კერა ნანახი.
2.7.
დაწესებულებაში არის დასუფთავებისთვის საჭირო ადეკვატური რაოდენობის შესაბამისად მარკირებული ინვენტარი
კრიტერიუმი ფასდება დათვალიერებით და დადებითი პასუხი იწერება იმ შემთხვევაში, როცა ასეთი ინვენტარი ინახება სხვა სამეურნეო ინვენტარისაგან იზოლირებულად, აქვს შესაბამისი მარკირება და არის საკმარისი რაოდენობით (საკმარისი რაოდენობა: თითოეულ განყოფილებას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი ასეთი კომპლექტი ან თუ ერთ სართულზე რამდენიმე განყოფილებაა, – ერთი საერთო კომპლექტი; თუმცა, მაღალი და დაბალი რისკის განყოფილებებს არ უნდა ჰქონდეთ დასუფთავებისათვის საერთო ინვენტარი; საოპერაციოს უნდა ჰქონდეს ცალკე კომპლექტი; ასევე, განცალკევებული უნდა იყოს საპირფარეშოებისა და საპალატე ნაწილის დასასუფთავებელი ინვენტარი). ასევე ცალკე ინვენტარია მოთხოვნილი საიზოლაციო ოთახებისათვის (მარკირებული).
2.8.
დაწესებულებაში კლინიკური სერვისის სათავსების კედლებისა და იატაკის ზედაპირებს აქვთ სველი წესით დალაგებისა და ქიმიური ხსნარებით დამუშავებისადმი გამძლე საფარი
კრიტერიუმის შეფასება ხდება დათვალიერებით და „კი“ მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა საფარი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას. შესაძლებელია, ასევე, დაწესებულებაში არსებობდეს ამ ზედაპირების მასალის სერტიფიკატიც (საუკეთესო შემთხვევაში), რომელშიც მითითებულია აღნიშნულის თაობაზე (მაგ.: „სველი წესით დალაგებისა და ქიმიური ხსნარებით დამუშავებისადმი გამძლე“). თუ ზედაპირების მთლიანობა დაზიანებულია, მაშინ მოინიშნება პასუხი „არა“.
2.9.
დაწესებულების კლინიკური სერვისის სათავსებში ხშირად შეხებადი ზედაპირები (საწოლის სახელურები, ტუმბოები, კარების სახელურები და ა.შ), რეგულარულად დეზინფიცირდება
შეფასებისათვის მონიტორმა უნდა მოითხოვოს შესაბამისი წესი/ინსტრუქცია ასეთი პროცედურების ჩატარების თაობაზე. დადებითი პასუხი მოინიშნება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში
2.10.
სუფთა და გამართულად მოფუნქციონირე საპირფარეშოები ხელმისაწვდომია პაციენტებისა და პერსონალისათვის
ფასდება დათვალიერებით 2.4. კრიტერიუმის მსგავსად, დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა ყველა ნანახი საპირფარეშო სუფთაა, ხოლო უნიტაზი (პისუარი) ფუნქციონირებს გამართულად (თავსახური მუშაობს და არ არის დაზიანებული, ასევე მუშაობს ჩამრეცხი სისტემა), ამასთან, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა (მათ შორის: ფიზიკური-მაგ., კარები ჩაკეტილია და გასაღები არ არის ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის, ან საპირფარეშო ძალიან მოშორებულია ძირითადი სამუშაო ადგილიდან/პალატებიდან და იქ მოსახვედრად სხვა სართულზე ასვლაა საჭირო ან არსებობს ფინანსური ბარიერი – მაგ. არის ფასიანი) პაციენტისა თუ პერსონალის იქ მოსახვედრად
3
სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტი
3.1.
დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი
დადებითი პასუხი ფიქსირდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული თანამშრომელი (გარემოსდაცვითი მმართველი), რომლის სამუშაოთა აღწერილობა/დაკისრებული მოვალეობა მოიცავს სამედიცინო ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობას (შესაძლებელია, იმავე პირს ჰქონდეს სხვა პასუხისმგებლობაც, მაგალითად, 25≥ საწოლფონდის შემთხვევაში - იყოს ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი).
3.2.
დაწესებულებას აქვს სათანადოდ აღჭურვილი სახიფათო ნარჩენების დროებითი შესანახი სათავსი, ან სახიფათო ნარჩენების (ინფექციური ნარჩენები და ბასრი საგნები) შესაგროვებელი დროებითი კონტეინერების განსათავსებლად იყენებს მოასფალტებულ, შენობიდან დაცილებულ და ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულ დაცულ ღია მოედანს
კრიტერიუმი ფასდება დათვალიერებით და დადებითი პასუხი ინიშნება იმ შემთხვევაში, როცა სახიფათო ნარჩენების დროებითი შესანახი სათავსის/ სახიფათო ნარჩენების შესაგროვებელი დროებითი კონტეინერების განსათავსებელი მოედნის ყველა მახასიათებელი კომპონენტი სახეზეა. კერძოდ:
სახიფათო ნარჩენების დროებითი შესანახი სათავსის იატაკი, კედლები და ჭერი მოპირკეთებულია ისეთი მასალით, რომელიც ექვემდებარება სველი წესით დამუშავებასა და დეზინფექციას, ის აღჭურვილია ხელსაბანით, წყლის ჩასადინარით (ტრაპი), ვენტილაციით და არ გამოიყენება არასახიფათო საერთო სამედიცინო ნარჩენების განსათავსებლად
ან
შენობაში სახიფათო ნარჩენების დროებითი შესანახი სათავსის არარსებობისას, გამოიყენება სპეციალური მოედანი, რომელზეც ხდება სახიფათო ნარჩენებიდან მხოლოდ ინფექციური ნარჩენებისა და ბასრი საგნების კონტეინერების განთავსება და კონტეინერები არის მჭიდროდ თავდახურული და დალუქული. მოედანი შემოსაზღვრულია, მოასფალტებული/მობეტონებული, აღჭურვილი ხელსაბანით, წყლის ჩასადინარით (ტრაპი), ადვილად მისადგომია ავტოტრანსპორტისა და მოხერხებული ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისათვის (ეს მოედანი ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს მუნიციპალური, არასახიფათო ნარჩენებისათვის განკუთვნილი კონტეინერების განსათავსებლადაც).
3.3.
დაწესებულებაში არსებობს მყარი, ერთჯერადი გამოყენების ტარის საკმარისი რაოდენობა ბასრი ინსტრუმენტების (ნემსები, კალმები) სხვა ნარჩენებისაგან განცალკევებით შესაგროვებლად
კრიტერიუმი ფასდება დადებითად იმ შემთხვევაში, როცა დაწესებულების ყველა შესაბამისი სათავსი (მაგალითად, საპროცედურო, სამანიპულაციო და ა.შ.) და საინექციო სივრცე უზრუნველყოფილია მყარი (მუყაოს/პლასტმასის), ერთჯერადი (უტილიზაციას დაქვემდებარებული) გამოყენების ტარით ბასრი ინსტრუმენტების (ნემსები, კალმები) სხვა ნარჩენებისაგან განცალკევებით შესაგროვებლად.
3.4.
დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე სეპარაცია კანონმდებლობით განსაზღვრული კლასიფიკაციის შესაბამისად
კრიტერიუმი ფასდება დადებითად, თუ დაწესებულების სამედიცინო სერვისებისთვის განკუთვნილ სივრცეებში დანერგილია 3 კონტეინერის (არასახიფათო, ინფექციური და ბასრი ნარჩენებისთვის განკუთვნილი) სისტემა ან აღნიშნული უზრუნველყოფილია მოძრავი საინექციო სივრცეების საშუალებით.
3.5
დაწესებულებაში უზრუნველყოფილია სამედიცინო ნარჩენების კონტეინერების დაცლის შემდგომ მათი რეცხვა/დეზინფექცია ან მათი ჩანაცვლება დამუშავებული კონტეინერებით
დადებითი პასუხი მოინიშნება ასეთი პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში, რაც შეფასდება ნარჩენების მართვაზე დაკავებული პერსონალის გამოკითხვით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ხელშეკრულების პირობების და წესის/პოტოკოლის/სოპის არსებობით.
3.6.
დაწესებულების არცერთ სტრუქტურულ ერთეულში არ არის ბასრი საგნებით გადავსებული ან გახვრეტილი კონტეინერები
ფასდება დათვალიერებით და დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა არ იქნება ნანახი 2/3-ზე მეტად შევსებული ან დაუზიანებელი არცერთი კონტეინერი.
4.
ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
4.1.
დაწესებულებას ჰყავს ეპიდემიოლოგი/ინფექციის კონტროლის სპეციალისტი
კრიტერიუმი ფასდება შესაბამისი ჩანაწერით და/ან თანამშრომლის დანიშვნის ბრძანებით/ ხელშეკრულებით. ასევე წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობა (შესაძლებელია იგი გაწერილ იყოს დანიშვნის ბრძანებაში, ან ხელშეკრულებაში).
4.2.
დაწესებულებაში ფუნქციონირებს ინფექციების კონტროლის კომიტეტი
კრიტერიუმი ფასდება შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულია ინფექციების კონტროლის კომიტეტის შექმნა და მისი შემადგენლობა, ასევე არსებობს კომიტეტის ფუნქციონირების დამადასტურებელი დოკუმენტები (სხდომის ოქმები, გადაწყვეტილებები).
4.3.
დაწესებულებას გააჩნია ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის სამოქმედო გეგმა - ინფექციის კონტროლის პროგრამა
შეფასების მიზნით უნდა მოხდეს შესაბამისი დოკუმენტის გაცნობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. დადებითი პასუხი მიეთითება მხოლოდ დოკუმენტის არსებობისა და მისი მოქმედ ნორმატიულ აქტთან შესაბამისობის შემთხვევაში.
4.5.
დაწესებულებას აქვს დაავადება-სპეციფიური, ანტიბიოტიკების გამოყენების პროგრამა ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მგრძნობელობის პრევალირებადი მოდელისა (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში) და სარეზერვო ანტიმიკრობული პრეპარატების კონტროლირებადი გამოყენების შესახებ
ანტიბიოტიკების გამოყენების პოლიტიკა ფასდება შესაბამისი პროგრამის მოთხოვნისა და მისი ამოცანების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანების მოთხოვნებთან შესაბამისობის არსებობის შემთხვევაში.
გასათვალისწინებელია, რომ დაწესებულებაში არსებობდეს შეზღუდულად გამოყენებადი (ე.წ. სარეზერვო) ანტიბიოტიკების ჩამონათვალი და მათი დანიშვნის პოლიტიკა (პროტოკოლი/წესი და სხვ.).
4.6
დაწესებულებაში ხორციელდება ნოზოკომიური ინფექციების ცალკეული შემთხვევის აღრიცხვა და დადგენილი წესით შეტყობინება
კრიტერიუმი ფასდება შესაბამისი ჩანაწერების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევის გამოვლენა-აღრიცხვასა და შეტყობინებასთან დაკავშირებული პროცედურის შესახებ ინსტრუქციის/ შიდა ბრძანების/ წესის/ პროტოკოლის და ჟურნალის გაცნობასა და უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული შეტყობინებების თაობაზე ინფორმაციის შეფასებას. აღნიშნული მტკიცებულების ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, მოინიშნება უარყოფითი პასუხი. უარყოფითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაშიც, როცა დაწესებულებას გამოვლენილი აქვს ნოზოკომიური ინფექციების შემთხვევები და არ აქვს შეტყობინება გაკეთებული.
იმ შემთხვევაში, როცა დაწესებულება აცხადებს, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონია ნოზოკომიური ინფექციის არც ერთი შემთხვევა, ასეთ შემთხვევაში, საჭიროა საანგარიშგებო დოკუმენტების, ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის ჟურნალის (შესაძლებელია ელექტრონული ფორმატიც), ბაქტერიოლოგიური კვლევების ჟურნალისა და, საჭიროების შემთხვევაში, შერჩეული სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა. დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში არ ინახა ნოზოკომიურ ინფექციაზე არცერთი საეჭვო შემთხვევა.
4.7.
დაწესებულებაში უზრუნველყოფილია კლინიკური მასალის ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკა და არსებობს გამოკვლევის შედეგების ერთიანი აღრიცხვის სისტემა
ფასდება დათვალიერებით (ლაბორატორიის ადგილზე არსებობისას) ან ხელშეკრულების პირობების გაცნობით. აგრეთვე ბაქტერიოლოგიური კვლევის ჟურნალის დათვალიერებით, იმ შემთხვევაში თუ დაწესებულებას არ აქვს საკუთარი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია ან ხელშეკრულება სერვისის სხვა მიმწოდებელთან ან/და არ აწარმოებს გამოკველევების ერთიან აღრიცხვას, კრიტერიუმი ფასდება უარყოფითად.
შენიშვნა: ბაქტერიოლოგიური კვლევების აღრიცხვის ჟურნალი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: პაციენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ჰოსპიტალიზაციის/ აბულატორიული ვიზიტის დრო და თარიღი, კლინიკური მასალის აღების დრო და თარიღი, წინასწარი დიაგნოზი და ლაბორატორიული კვლევის შედეგები (იდენტიფიცირებული შტამები, რეზისტენტობა).
4.8.
დაწესებულებაში დანერგილია პრაქტიკა /პროცედურა, რომლის დროსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროების შემთხვევაში, ხდება კლინიკური მასალის აღება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისათვის
ფასდება დადებითად შესაბამისი ინსტრუქციის/წესის/ალგორითმის არსებობის (ნაბეჭდი ან ელექტრონული)
5.
სტერილიზაცია/დეზინფექცია
5.1.
დაწესებულებას აქვს ოპერირების წესი /პროცედურა (წერილობითი ფორმით) სტერილიზაცია-დეზინფექციის განხორციელების თაობაზე, რომელიც მოიცავს წინასასტერილიზაციო დამუშავების პროცედურასაც
ფასდება ამ დოკუმენტების ნაბეჭდი ვერსიების არსებობის საფუძველზე, დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ასეთი დოკუმენტი და ხემისაწვდომია იგი შესაბამისი პერსონალისათვის
5.2.
დაწესებულებას აქვს ცალკე სათავსი („სასტერილიზაციო“), სადაც წარმოებს ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექცია/სტერილიზაცია/ან აღნიშნულ სერვისს უზრუნველყოფს სხვა დაწესებულებასთან ხელშეკრულების საფუძველზე
ფასდება ასეთი სათავსის დათვალიერებით და დადებითი პასუხი ჩაიწერება ასეთი ცალკე სათავსის არსებობის შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
იმ შემთხვევაში, როცა სტერილიზაცია დაწესებულების ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში ხორციელდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არაცენტრალიზებულად (ანუ თითოეულ სტრუქტურულ ერთეულს აქვს საკუთარი შესაბამისი სასტერილიზაციო), ეს კრიტერიუმი ასევე ფასდება დადებითად, თუ თითოეული მათგანი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ასევე, შესაძლებელია, დაწესებულება ხსენებულ სერვისს უზრუნველყოფდეს სხვა პროვაიდერისაგან შესყიდვის საშუალებით - ამ შემთხვევაში არ ივსება არცერთი („კი“ ან „არა“) ველი, გარდა შენიშვნის ველისა, სადაც კეთდება სათანადო ჩანაწერი.
5.3.
სასტერილიზაციოს დაგეგმარება უზრუნველყოფს მის სივრცობრივ ზონირებას „ჭუჭყიან“ ანუ დეკონტამინაციის, „სუფთა“ ანუ შეფუთვის და „სტერილურ“ ზონებად, ან წინასასტერილიზაციო დამუშავებისა და შეფუთვის (მათ შორის სატრანსპორტო კონტეინერებში განთავსების) ეტაპების თანმიმდევრობა უზრუნველყოფს „ჭუჭყიანი“ და „სუფთა“ ზონების გადაკვეთის პრევენციას
ფასდება დათვალიერებით და პროცესზე დაკვირვებით. სასტერილიზაციოს დაგეგმარების შეფასებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი („სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში დეზინფექციისა და სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №185 დადგენილება). იმ შემთხვევაში, თუ სათავსის ზონირება დარღვეულია და/ან პერსონალი არ იცავს ტექნიკურ რეგლამენტს, კრიტერიუმი ფასდება უარყოფითად. შესაძლებელია დაწესებულება ხსენებულ სერვისს უზრუნველყოფდეს სხვა პროვაიდერისაგან შესყიდვის საშუალებით, ამ შემთხვევაში არ ივსება არცერთი („კი“ ან „არა“) ველი, გარდა შენიშვნის ველისა, სადაც კეთდება სათანადო ჩანაწერი.
5.4.
დაწესებულებაში არის სპეციალური თავდახურული კონტეინერ(ებ)ი, რომლითაც ხორციელდება ინსტრუმენტების/ სამედიცინო დანიშნულების საგნების ტრანსპორტირება
სასტერილიზაციომდე
დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ასეთი კონტეინერები. ამასთან, არსებობს ამ კონტეინერების დიფერენცირების საშუალება: მარკირებით (მაგ.: „სტერილური იარაღებისთვის“ და „ჭუჭყიანი იარაღებისთვის“), ფერით (სხვადასხვა ფერისაა „გასასტერილებელი“ და „სტერილური“ იარაღების კონტეინერები), ან ფორმით (განსხვავებული ფორმისაა „გასასტერილებელი“ და „სტერილური“ იარაღების კონტეინერები).
შენიშვნა: იმ დაწესებულებებში, რომლებიც სტერილიზაციას ახორციელებენ ხელშეკრულების ფარგლებში, შეფასებული უნდა იქნეს ინსტრუქცია-ში/სოპ-ში არის თუ არა გათვალისწინებული სტერილიზაციის პროცესის სტანდარტულობის ორგანიზაციული ასპექტები, კერძოდ:
გასასტერილებელი ინსტრუმენტების შეკრება და ტრანსპორტირება სასტერილიზაციომდე;
მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების წინასასტერილიზაციო დამუშავების პროცედურის ოპერირების წესის არსებობა;
სტერილული ინსტრუმენტების ბაქტერიოლოგიური კონტროლის წესი/პროცედურა;
სპეციალური ჟურნალი, რომელშიც დაფიქსირებულია გასასტერილებელი საგნების/შეფუთვების ჩამონათვალი და რაოდენობა, სასტერილიზაციოში გაგზავნის თარიღი, გასტერილებული მასალის მიღების თარიღი და პასუხისმგებელი პირების ხელმოწერა.
5.5.
სტერილური ინსტრუმენტები/სამედიცინო დანიშნულების საგნები ინახება შესაბამის შეფუთვებში (მ.შ. ბიქსებში) და სტერილური ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნებისათვის განკუთვნილ კარადებში/ თაროებზე არ არის განთავსებული შეუფუთავი ინსტრუმენტები
შეფასებისათვის გამოიყენება დათვალიერების, პროცესზე დაკვირვების მეთოდი (ინსტრუმენტები ინახება შეფუთულ მდგომარეობაში (მ.შ. ბიქსებში). დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა არ იქნება არცერთი შეუფუთავი ინსტრუმენტი ნანახი.
5.6.
სტერილური ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების შესანახ კარადას/თაროებს გააჩნიათ რეცხვისა და დეზინფექციის მიმართ მდგრადი და მოსახერხებელი ზედაპირები
ფასდება დათვალიერებით. შესაძლებელია, ასევე, დაწესებულებაში არსებობდეს ამ ზედაპირების მასალის სერტიფიკატი, რომელშიც მითითებულია აღნიშნული. დადებითი პასუხი მოინიშნება, თუ დათვალიერებითა ან ზედაპირების მასალის სერტიფიკატის საფუძველზე დასტურდება ზედაპირების რეცხვისა და დეზინფექციის მიმართ მდგრადობა.
5.7.
სტერილიზაციის ყოველდღიური კონტროლისათვის გამოიყენება ქიმიური ინდიკატორები, იმპრეგნირებული ზოლები, გრანულები, სპეციალური აბები, მექანიკური ინდიკატორები
ფასდება შესაბამისი წესის/სტანდარტული ოპერაციული პროცედურის (სოპ-ის) /პროტოკოლის გაცნობით, ასევე, შესაბამის ჟურნალებში (სასტერილიზაციოს ჟურნალი) სათანადო მტკიცებულების (მაგალითად, ჩაკრული ინდიკატორი) არსებობით.
დადებითი პასუხი მოინიშნება, თუ სტერილიზაციის აღრიცხვის ჟურნალში ან გასტერილებული მასალის თითეულ შეფუთვაზე არის ჩაკრული ინდიკატორი. იმ შემთხვევაში, როდესაც არცერთი ხსენებული პირობა არ არის დაცული მოინიშნება უარყოფითი პასუხი.
5.8.
დაწესებულებას აქვს გაწერილი წესი/პროცედურა სტერილიზაციის ბაქტერიოლოგიური კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
შეფასებისათვის მოთხოვნილ უნდა იქნეს გაწერილი წესი/პროცედურა სტერილიზაციის ბაქტერიოლოგიური კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით და მხოლოდ მისი შესრულების დამამტკიცებელი დოკუმენტების (მაგ., ლაბორატორიული კვლევის დაკვნები) წარმოდგენის შემთხვევაში გაკეთდეს დადებითი ჩანაწერი.
აღნიშნული მოეთხოვება იმ დაწესებულებებსაც, რომლებიც სტერილიზაციას უზრუნველყოფენ ხელშეკრულების ფარგლებში
5.9.
დაწესებულებაში სასტერილიზაციო დანადგარების (ან ქიმიური სტერილიზაციის) მუშაობის აღრიცხვა ხდება სპეციალურ ჟურნალში, რომელშიც ყველა ჩანაწერი სრულყოფილია ან სტერილიზაციის ხელშეკრულებით უზრუნველყოფის პირობისთვის აწარმოებს სპეციალური ჟურნალს, რომელშიც დაფიქსირებულია გასასტერილებელი საგნების/შეფუთვების ჩამონათვალი და რაოდენობა, სასტერილიზაციოში გაგზავნის თარიღი, გასტერილებული მასალის მიღების თარიღი და პასუხისმგებელი პირების ხელმოწერა.
შეფასების მიზნით გულდასმით უნდა დათვალიერდეს სტერილიზაციის აღრიცხვის ჟურნალი, მასში არსებული ჩანაწერები. დადებითი პასუხი იწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჟურნალში ჩანაწერები არის სრულყოფილი და ზუსტი (თერმული სტერილიზაციის მეთოდის გამოყენებისას ექსპოზიციის დრო/წნევა/ტემპერატურა ფასდება სასტერილიზაციო აპარატის ინსტრუქციის შესაბამისად).
შენიშვნა: სტერილიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველყოფის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს სპეციალური აღრიცხვის ჟურნალი/ფორმა (შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც), რომელშიც დაფიქსირებულია გასასტერილებელი საგნების ჩამონათვალი და რაოდენობა, სასტერილიზაციოში გაგზავნის თარიღი, გასტერილებული მასალის მიღების თარიღი და პასუხისმგებელი პირების ხელმოწერა.
იმ შემთხვევაში, როცა სასტერილიზაციოში გაგზავნამდე ხორციელდება სამედიცინო საგნების წინასასტერილიზაციო დამუშავება, აღნიშნულ ჟურნალში შესაძლებელია დამატებითი ველის გათვალისწინება, რომელშიც მიეთითება წინასასტერილიზაციო დამუშავების თარიღი.
5.10
დაწესებულებაში თეთრეულის სანიტარიული რეჟიმის დაცვა ხორციელდება რეცხვისას „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ თეთრეულის ნაკადების გადაკვეთის პრევენციის უზრუნველყოფით
დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა:
არსებობს ამ ნაკადების ფიზიკურად გამიჯვნის შესაძლებლობა (მისაღები და გასაცემი ადგილები იზოლირებულია) ან არსებობს სპეციალურად გაწერილი პროცედურა (მაგ., დროით დაცვა – როცა აღნიშნული ნაკადების გადაადგილება ხდება მკაცრად გაწერილი დროის მიხედვით), ან გამოიყენება შესაბამისი შეფუთვა (დახურული კონტეინერები), რაც, ასევე, თეთრეულის „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ნაკადების გადაკვეთის პრევენციას ახდენს. ამასთან, სამრეცხაოს დათვალიერებით ფიქსირდება, რომ სამედიცინო დაწესებულების თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) არსებობს დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზი.
ან
დაწესებულებებს, რომელთაც საკუთარი სამრეცხაო არ გააჩნიათ, აქვთ ხელშეკრულება სხვა სამრეცხაოსთან გაფორმებული და ხელშეკრულების, აგრეთვე, ყველა იმ დოკუმენტით, რომელიც აღწერს თეთრეულის რეცხვის რეჟიმს. არის გათვალისწინებული თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზისა და თეთრეულის „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ნაკადების გადაკვეთის პრევენციის უზრუნველყოფა, თეთრეულის რეცხვის რეჟიმის შეფასებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, მიზანშეწონილია ჩაიწეროს „შენიშვნის“ ველში.
5.11
გამოცვლილი თეთრეულის შეგროვება ხდება სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში
ფასდება დათვალიერებით და შესაბამისი ინსტრუქციის არსებობობით თეთრეულის რეცხვის რეჟიმთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში /პროტოკოლში/წესში.
დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს სათანადო ინვენტარი (ტომარა/მოცულობა) და არსებობს სპეციალურად გაწერილი ინსტრუქცია შესაბამის დოკუმენტაციაში
5.12
ჩვილ ბავშვთა თეთრეული ირეცხება სხვა თეთრეულისაგან დამოუკიდებელად და გამოიყენება სპეციალური (არასინთეზური) საშუალებები
ფასდება დაწესებულებაში სამრეცხაოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დათვალირებითა და პერსონალის გამოკითხვით, ასევე შესაბამისი წესის/პროტოკოლის გაცნობით. აუცილებლად უნდა იყოს სამრეცხაოში გაწერილი წესი, რომელშიც აღწერილი იქნება ჩვილ ბავშვთა თეთრეულის რეცხვის რეჟიმი, შესაბამისი სარეცხი საშუალებების არსებობა და მათი გამოყენების ინსტრუქცია. დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა ნანახი იქნება სათანადო ინვენტარი/საშუალებები და არსებობს სპეციალურად გაწერილი დოკუმენტი.
იმ დაწესებულებებში, რომელთაც საკუთარი სამრეცხაო არ გააჩნიათ, მიზანშეწონილია, სამრეცხაოსთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ყველა იმ დოკუმენტის შეფასება, რომელიც აღწერს თეთრეულის რეცხვის რეჟიმს. თუ ამ დოკუმენტებით არ არის გათვალისწინებული ჩვილ ბავშვთა თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზისა და თეთრეულის „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ნაკადების გადაკვეთის პრევენციის უზრუნველყოფა, ასევე არასინთეზური სარეცხი საშუალებების გამოყენების ვალდებულება, მოინიშნება უარყოფითი პასუხი.
6.
პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
6.1.
დაწესებულებას აქვს პანდემიის პერიოდისთვის პერსონალის მართვის გეგმა, რომლითაც განსაზღვრულია მუშაობის /დასვენების/ ჩანაცვლების გრაფიკი
კრიტერიუმი ფასდება დადებითად ასეთი გეგმის არსებობისას, თუ იგი მოიცავს კრიტერიუმით განსაზღვრულ ყველა პუნქტს
6.2
დაწესებულების ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელ მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული აქვს მინიმუმ ერთი ტრენინგი ინფექციის კონტროლის ძირითად საკითხებზე და მის მნიშვნელობაზე
ფასდება ტრენინგის ჩატარებისა და სასწავლო მასალის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის (მაგ., ჟურნალი, ჩანაწერები ტრენინგის თაობაზე) შემოწმების საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული, შესაძლებელია, მოიცავდეს დაწესებულების მიერ ჩატარებულ შიდა ტრენინგს. თუ დოკუმენტაციის საფუძველზე არ დადასტურდება ტრენინგის ჩატარება, კრიტერიუმი ფასდება უარყოფითად.
6.3
დაწესებულების სხვადასხვა ზონებში დასაქმებულ ჯანდაცვის პერსონალს ჩატარებული აქვს მინიმუმ ერთი ტრენინგი დასუფთავება/დეზინფექციის წესების შესახებ
ფასდება ტრენინგის ჩატარებისა და სასწავლო მასალის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის (მაგ., ჟურნალი, ჩანაწერები ტრენინგის თაობაზე) შემოწმების საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული, შესაძლებელია, მოიცავდეს დაწესებულების მიერ ჩატარებულ შიდა ტრენინგს. თუ დოკუმენტაციის საფუძველზე არ დადასტურდება ტრენინგის ჩატარება, კრიტერიუმი ფასდება უარყოფითად.
6.4
დაწესებულების ჯანდაცვის პერსონალს ჩაუტარდა მინიმუმ ერთი ტრენინგი ხელების ჰიგიენის საკითხებზე
ფასდება ტრენინგის ჩატარებისა და სასწავლო მასალის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის (მაგ., ჟურნალი, ჩანაწერები ტრენინგის თაობაზე) შემოწმების საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული, შესაძლებელია, მოიცავდეს დაწესებულების მიერ ჩატარებულ შიდა ტრენინგს. თუ დოკუმენტაციის საფუძველზე არ დადასტურდება ტრენინგის ჩატარება, კრიტერიუმი ფასდება უარყოფითად.
6.5.
დაწესებულების პერსონალს უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ჩაუტარდა მინიმუმ ერთი ტრენინგი სტანდარტული და გადაცემის გზებზე დაფუძნებული (წვეთოვანი, კონტაქტური და ჰაეროვანი) უსაფრთხოების ზომების შესახებ
ფასდება ტრენინგის ჩატარებისა და სასწავლო მასალის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის (მაგ., ჟურნალი, ჩანაწერები ტრენინგის თაობაზე) შემოწმების საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული, შესაძლებელია, მოიცავდეს დაწესებულების მიერ ჩატარებულ შიდა ტრენინგს. თუ დოკუმენტაციის (ტრენინგის თემატიკის, ჩატარების თარიღის, ტრენერის მითითებით და სამიზნე კონტიგენტის ხელმოწერებით დადასტურებული)საფუძველზე არ დადასტურდება ტრენინგის ჩატარება, კრიტერიუმი ფასდება უარყოფითად.
6.6
ექიმი- ეპიდემიოლოგი უფროს ექთანთან ერთად ახორციელებს ხელის ჰიგიენის დანერგვას და მონიტორინგს
კრიტერიუმი ფასდება მონიტორინგის თაობაზე სათანადო ანგარიშის/ჩანაწერების არსებობის გათვალისწინებით.
„კი“ პასუხი მოინიშნება, თუ ჩანაწერები სახეზეა.
6.7
პერსონალი დატრენინგებულია იდს-ს ჩაცმა-გახდასა და გამოყენებაში და იცავს მას
ფასდება ტრენინგის ჩატარებისა და სასწავლო მასალის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის (მაგ., ჟურნალი, ჩანაწერები ტრენინგის თაობაზე) შემოწმების საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული, შესაძლებელია, მოიცავდეს დაწესებულების მიერ ჩატარებულ შიდა ტრენინგს. თუ დოკუმენტაციის (ტრენინგის თემატიკის, ჩატარების თარიღის, ტრენერის მითითებით და სამიზნე კონტიგენტის ხელმოწერებით დადასტურებული) საფუძველზე არ დადასტურდება ტრენინგის ჩატარება, კრიტერიუმი ფასდება უარყოფითად.
6.8
უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დაწესებულების ჯანდაცვის შესაბამის პერსონალს ჩაუტარდა სულ მცირე ერთი ტრენინგი უსაფრთხო ინექციების საკითხებზე
ფასდება ტრენინგის ჩატარებისა და სასწავლო მასალის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის (მაგ., ჟურნალი, ჩანაწერები ტრენინგის თაობაზე) შემოწმების საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული, შესაძლებელია, მოიცავდეს დაწესებულების მიერ ჩატარებულ შიდა ტრენინგს. თუ დოკუმენტაციის (ტრენინგის თემატიკის, ჩატარების თარიღის, ტრენერის მითითებით და სამიზნე კონტიგენტის ხელმოწერებით დადასტურებული) საფუძველზე არ დადასტურდება ტრენინგის ჩატარება, კრიტერიუმი ფასდება უარყოფითად.
6.9.
დაწესებულებაში ხორციელდება პერსონალის სავალდებულო იმუნიზაცია კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად
კრიტერიუმის შეფასებისათვის გამოითხოვება შესაბამისი დოკუმენტაცია, ჟურნალი, რომელშიც დაფიქსირებულია ინფორმაცია ჩატარების შესახებ.
1.B ჰეპატიტის ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვის პერსონალისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან:
ძალიან მაღალი და მაღალი რისკისზონებში („მაღალი“ რისკის სათავსებია: საიზოლაციო (ბოქსი, ნახევრადბოქსი, ბოქსირებული პალატა) და კრიტიკული, ინტენსიური მოვლის სათავსები /განყოფილებები. „ძალიან მაღალი“ რისკის სათავსია საოპერაციო ბლოკი)
პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში/განყოფილებებში
გადაუდებელი დახმარების სერვისების მიმწოდებელ განყოფილებებში;
სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვება/ შეკრება/გატანაზე დასაქმებული პერსონალისთვის.
2. გრიპი წელიწადში ერთხელ სეზონურად სავალდებულოა ყველა პერსონალისთვის
3. წითელა/წითურა სავალდებულოა 1978 წლის შემდეგ დაბადებული არავაქცინირებული კონტინგენტისთვის
4. ტეტანუსი, დიფთერია სავალდებულოა სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიების (მ.შ. ანატომიური, პათოლოგანატომიური, ბიოქიმიური, მიკრობიოლოგიური,) პერსონალისთვის.
დადებითი პასუხი მონიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულებულია კანონმდებლობის მოთხოვნა პერსონალის იმუნიზაციის თაობაზე,
თუ აცრები არ არის სრულად ჩატარებული, ფასდება აღნიშნულის უზრუნველმყოფი ორგანიზაციული პროცესი; დადებითი პასუხი მოინიშნება მაშინ, როცა დაკმაყოფილებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:
იდენტიფიცირებულია ასაცრელი კონტიგენტი (არსებობს სია),
და
შეფასებულია პერსონალის აცრის სტატუსი (არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე),
და
დაგეგმილია და დაწყებულია იმუნიზაციის სტატუსის შესაფასებელი სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში),
და
დაგეგმილია/დაწყებულია ვაქცინაციის პროცესი (არსებობს ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ან ხელშეკრულება ვაქცინაციის განმახორციელებელ დაწესებულებასთან).
6.10
დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ჩატარებული აქვს სკრინინგი B და C ჰეპატიტზე ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით.
კრიტერიუმი ფასდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესების მე-12 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცნობით (გასათვალისწიენებელია ბრძანებით განსაზღვრული გამონაკლისები)
დაკმაყოფილებულია:
I თავის ---- კრიტერიუმი
II თავის ---- კრიტერიუმი
III თავის ---- კრიტერიუმი
IV თავის ---- კრიტერიუმი
V თავის ---- კრიტერიუმი
VI თავის ---- კრიტერიუმი
დაკმაყოფილებული არ არის:
I თავის ---- კრიტერიუმი
II თავის ---- კრიტერიუმი
III თავის ---- კრიტერიუმი
IV თავის ---- კრიტერიუმი
V თავის ---- კრიტერიუმი
VI თავის ---- კრიტერიუმი
ხელმოწერები:
სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლები:
ცენტრის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომელი:
დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირები:
COVID - 19-ზე რეაგირებისთვის დაწესებულების მზაობის შეფასება
კითხვარი №2
№
კრიტერიუმი
კი
არა
მითითებები მონიტორისთვის
მონიტორის შენიშვნა/
კომენტარი
დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა
1.
დაწესებულების შენობის დაგეგმარება იძლევა შესასვლელიდან კლინიკური სერვისების მიწოდებამდე ე.წ. ტრიაჟის/ მოსაცდელ სივრცემდე ცხელებიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტთა ნაკადის გადაადგილებას ისე, რომ გამოირიცხოს მისი გადაკვეთა რესპირატორული ინფექციის სიმპტომების არ მქონე პაციენტების ნაკადთან
კრიტერიუმი ფასდება დათვალიერებით;
„პასუხი კი“ მოინიშნება იმ შემთხვევაში, თუ:
ცხელებიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტების კლინიკაში შესვლა ხორციელდება სხვა პაციენტებისთვის განკუთვნილი შესასვლელი კარისგან დამოუკიდებლად, რაც დასტურდება შესაბამისი აღნიშვნით (აბრით, სტიკერებით) და პრეჰოსპიტალური სერვისის მიწოდების სივრცეები (ტრიაჟი და განთავსება მოსაცდელ სივრცეში) გამიჯნულია ერთმანეთისგან და არ ხდება პაციენტთა ნაკადების გადაკვეთა
ან
დაწესებულების შენობის შესასვლელიდან ხორციელდება რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტიების ნაკადის მიმართვა ისე, რომ არ მოხდეს გადაკვეთა სხვა ნაკადებთან, რაც დასტურდება შესაბამისი აღნიშვნებით (აბრებით, სტიკერებით); ამასთან, პაციენტთა ნაკადის მართვა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილი სამედიცინო პერსონალის მიერ (პაციენტის თანხლებით, მარშრუტის მინიშნებით, სხვა მიმართულებით გადადგილების შეზღუდვით, მაგ. არსებობს ლიფტის კარების შესაბამის სივრცეში გახსნის შემზღუდავი პირობები და სხვა) და არსებობს სპეციალური წესი (სოპ-ი) პაციენტების მოძრაობის მარშრუტების კვეთის სივრცეში დროით და/ან დამატებითი დაცვის საშუალებების (პაციენტისთვის ნიღაბის, ხალათის და ა.შ.) გამოყენებით. აღნიშნული პროცესის განმსაზღვრელი დოკუმენტი (წესი/ინსტრუქცის/სოპი) დამტკიცებული უნდა იყოს კლინიკის ხელმძღვანელის ბრძანებით და ტვალსაჩინოდ ხელმისაწვდომი ყველა შესაბამის სივრცეში.
ან
დაწესებულებას აქვს სხვა სერვისებისაგან იზოლირებული (გამიჯნული) ინფექციური სერვისი/ერთეული,დამოუკიდებელი შესასვლელით (შესასვლელი - შესაბამისი აღნიშვნით)
2.
სტაციონარის ყველა შესასვლელთან მოწყობილია სპეციალური სივრცე ხელის ჰიგიენის ჩატარების პროცედურის შესაძლებლობით (ხელის დეზინფექტანტით-სანიტაიზერით)
„კი“ პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამ სივრცეში არის ხელის სანიტაიზერი, რომელიც ხელმისაწვდომია დაწესებულებაში შემომსვლელი ყველა პირისთვის
3.
სტაციონარის ყველა შესასვლელთან სპეციალური სივრცეში განთავსებულია ნიღბები პაციენტებისათვის
„კი“ პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა ნიღბები ხელმისაწვდომია დაწესებულებაში შემომსვლელი ყველა პირისთვის შეფასების მომენტში
4.
სტაციონარის ყველა შესასვლელთან მოწყობილ სპეციალური სივრცეში განთავსებულია ხელის ჰიგიენის, რესპირატორული ჰიგიენის და/ან კორონავირუსული ინფექციის გადაცემის თავიდან აცილების სხვა თვალსაჩინოებები
„კი“ პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელი წესით ხელისა და რესპირატორული ჰიგიენის თვალსაჩინოებებიარის შესასვლელში გამოკრული პაციენტებისთვის ხილულ და თვალსაჩინო ადგილას
5.
პაციენტების მოძრაობის ტრაექტორია ნაჩვენებია ისრებით შესასვლელსა და ტრიაჟის სივრცეში
„კი“ პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა ასეთი ისრები სახეზეა და შეესაბამება დაგეგმილი ტრაექტორიის მიმართულებას
6.
რეგისტრატურაში პერსონალის დაცულობის უზრუნველსაყოფად არის გამჭვირვალე ბარიერი
„კი“ პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა ასეთი ბარიერი სახეზეა და უზრუნველყოფს პერსონალის დაცულობას
7.
დაწესებულებას აქვს რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი ტრიაჟის სივრცე, რომელიც შედგება ერთმანეთისგან იზოლირებული, ერთი ან რამდენიმე, ინდივიდუალური მოსაცდელი ოთახების/სივრცეებისგან
დადებითი პასუხი მოინიშნება, როცა სახეზეა განცალკევებული სივრცე მწვავე რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ერთადგილიანი ოთახი, ან რამოდენიმე ადგილიანი დარბაზი, სადაც საწოლებს /სკამებს შორის დაშორება არანაკლებ 2მ-ია, ხოლო სივრცეები იზოლირებულია ისეთი მოძრავი კედლების/შირმის გამოყენებით, რომელიც ექვემდებარება რეცხვა/დეზინფექციას.
8.
დაწესებულებაში რესპირატორული სიმპტომების მქონე და/ან ცხელებიანი პაციენტების ტრიაჟის დროს პერსონალი იყენებს ტრიაჟის ალგორითმს/კითხვარს თითოეული პაციენტისთვის
კრიტერიუმი დადებითად ფასდება იმ შემთხვევაში, როცა ასეთი კითხვარი არსებობს და შევსებული კითხვარების რაოდენობა შეესაბამება ბოლო 1 თვის (შემოწმების დღისთვის) განმავლობაში რეგისტრირებულ რესპიორატორული სიმპტომების მქონე პაციენტთა რაოდენობას (შევსებული კითხვარები ინახება ეპიდემიოლოგთან/ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელ პირთან ან კლინიკის მიერ სპეციალურად ამ მიზნისთვის (კითხვარების შევსებისა და შენახვისთვის) გამოყოფილ პერსონალთან
9.
დაწესებულების რესპირატორული სიმპტომების პაციენტებისათვის განკუთვნილი ტრიაჟის/ მოსაცდელი სივრცე მოწყობილია ვენტილირებულ (გარეთ გამავალი ფანჯარა ან კარი) ოთახში/დარბაზში
დადებითი პასუხი მოინიშნება, როცა სახეზეა:
განცალკევებული სივრცე მწვავე რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის, სადაც:
პაციენტისთვის განკუთვნილ საწოლებს/ტახტსა და სკამებს/სავარძლებს შორის დაშორება არანაკლებ 2მ-ია, ხოლო სივრცეები იზოლირებულია ისეთი მოძრავი კედლების/შირმის გამოყენებით, რომელიც ექვემდებარება რეცხვა/დეზინფექციას.
მოსაცდელი ადგილების (სკამების,
ტახტის, საწოლის ჩათვლით) საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1-ს ყოველ ≤30 საწოლზე, მაგრამ თითოეული დაწესებულებისთვის სავალდებულოა არანაკლებ 2 საწოლის არსებობა.
შენიშვნა:
„ტრიაჟის“ სივრცის არსებობის ვალდებულება არ ვრცელდება დაწესებულებაზე, რომელსაც აქვს სხვა სერვისებისაგან იზოლირებული (გამიჯნული) ინფექციური განყოფილება/ერთეული დამოუკიდებელი შესასვლელით.
10.
რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტების ტრიაჟის/მოსაცდელ სივრცეს აქვს სველი წერტილი (ტუალეტი, ხელსაბანი) პაციენტებისათვის
კრიტერიუმი დადებითად ფასდება, როდესაც სახეზეა სანიტარიული კვანძი, რომელიც უზრუნველყოფილია ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონითა და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცებით, ხელის სანიტაიზერით) და აქვს შესაბამისი აღნიშვნა
11.
დაწესებულებაში რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტების განთავსება ხდება ერთსაწოლიან პალატებში, რომლებსაც აქვს საკუთარი სანიტარიული კვანძი (იმ შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე პალატას აქვს საერთო სანიტარიული კვანძი, რომელშიც მოსახვედრად პაციენტებს უწევთ დერეფანში გამოსვლა, სხვა პაციენტებთან დერეფანში შეხვედრისა და კონტაქტის გამორიცხვის მიზნით, უზრუნველყოფილია მუდმივი მონიტორინგი სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილი პერსონალის პოსტის/ან ვიდეოკონტროლის საშუალებით)
დადებითი პასუხი მოინიშნება, თუ დაწესებულებას აქვს კარგად ვენტილირებული (სულ მცირე ბუნებრივი ვენტილაცია) სპეციალური პალატა, სადაც ხორციელდება COVID-19-ზე საეჭვო პაციენტების განთავსება გამოკვლევის შედეგების მიღებამდე. ჩვეულებრივ, პალატაში თავსდება ერთი პაციენტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შესაძლებელია პაციენტების კოჰორტულად განთავსება (მაგალითად, ერთი ოჯახის ორი ან მეტი წევრი)
ამ მიზნით შესაძლებელია საიზოლაციო პალატების (მათ შორის, ინფექციური სერვისი ერთეულის ბოქსი, ნახევრად ბოქსი და ბოქსირებული პალატა) გამოყენებაც.
შენიშნა: ასეთი პალატების რაოდენობა განსაზღვრულია დაწესებულების საგანგებო სიტუაციებზე რეგირების გეგმით.
კრიტერიუმი დადებითად ფასდება, თუ პალატების 100%-ს აქვს საკუთარი სანიტარიული კვანძი;
ან
საერთო სანიტარიული კვანძის არსებობის შემთხვევაში, პაციენტების დერეფანში შეხვედრისა და კონტაქტის გამორიცხვის მიზნით, მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს პერსონალი და ყოველი პაციენტის პალატიდან გამოსვლა, საპირფარეშოში შესვლა და პალატაში დაბრუნება ხორციელდება მისი მეთვალყურეობით ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული სხვა პაციენტებთან დერეფანში კონტაქტი. ამასთან, ყოველი გამოყენების შემდეგ სანიტარიულ კვანძი ექვემდებარება დასუფთავებასა და დეზინფექციას.
12.
დაწესებულებაში ხელმისაწვდომია/ დანერგილია კორონავირუსული ინფექციის შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრება, დადასტურების და განთავსების კრიტერიუმები
დაწესებულებაში არსებობს პროტოკოლი, რომელიც შესაბამისობაშია უახლეს კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციებთან.
13.
დაწესებულებაში განსაზღვრულია პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია კორონავირუსული ინფექციის დიაგნოსტიკისთვის ცხვირ-ხახის ნაცხის აღებაზე
კრიტერიუმი ფასდება დადებითად, როდესაც ასეთი პერსონალის დაწესებულებაში არსებობა მტკიცდება შესაბამისი ჩანაწერით ინსტრუქციაში/წესსა თუ სოპ-ში და/ან თანამშრომლის დანიშვნის ბრძანებით/ ხელშეკრულებით. ასევე, შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობა (არსებობის შემთხვევაში)
14.
დაწესებულებაში არსებობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, COVID-19- პანდემიასთან დაკავშირებული რისკების მართვის გათვალისწინებით
დადებითი პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა განახლებული გეგმა და მასში ადაპტირებულია პანდემიის პირობებში მოსალოდნელ რისკებზე რეაგირების მექანიზმები
შენიშვნა: დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული გეგმა მიწოდებულ უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ბრძანების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში
15.
დაწესებულებაში არსებობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კომიტეტი/ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში განიხილავს COVID-19-თან დაკავშირებული დაგეგმვის და/ან რეაგირების საკითხებს
კრიტერიუმი ფასდება დადებითად, თუ სახეზეა სხდომის ოქმები, ან მათი ჩატარების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები (ვიდეო, აუდიოჩანაწერები)
16.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კომიტეტის/ჯგუფის შემადგენლობაში მონაწილეობას რებულობენ ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელი პირები
კრიტერიუმი ფასდება დადებითად, როცა სახეზეა დაწესებულების დირექტორის ბრძანება კომიტეტის/ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით და მასში შეყვანილია ეპიდემიოლოგი, ინფექციის კონტროლის სპეციალისტი და ინფექციის კონტროლის მედდა და სხდომის ოქმებით, ჩანაწერებით მრკიცდება მათი მონაწილეობა კომიტეტის/ჯგუფის მუშაობაში
17.
დაწესებულებას ჰყავს გაპიროვნებული საკონტაქტო პირ(ებ)ი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას COVID-19-ის შესაძლო ან დადასტურებულ შემთხვევებზე
კრიტერიუმი მოინიშნება დადებითად, თუ სახეზეა რაიმე ტიპის ადმინისტრაციული დოკუმენტი (ბრძანება, ინსტრუქცია)
18.
დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალისთვის ხელმისაწვდომია საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომრები, რათა უწყვეტ რეჟიმში შეატყობინონ ინფორმაცია COVID-19-ის შესაძლო ან დადასტურებულ შემთხვევებზე
დადებითად ფასდება კრიტერიუმი, როცა ყველა სამორიგეო პოსტზე მითითითებულია ასეთი საკონტაქტო ტელეფონი
19.
COVID-19-ის საკონტაქტო პირმა, დაწესებულების ხელმძღვანელობამ და/ან საგანგებო კომიტეტის წევრებმა იციან ვის უნდა გადასცენ ინფორმაცია ეროვნულ და რეგიონულ დონეზე COVID-19-ის შესაძლო ან დადასტურებული შემთხვევების თაობაზე
კრიტერიუმი დადებითად ფასდება, როცა დაწესებულებაში არსებობს რაიმე ტიპის ადმინისტრაციული დოკუმენტი (ბრძანება, ინსტრუქცია, წესი), რომელშიც აღწერილია შეტყობინების პროცედურა და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები
20.
COVID-19-ის საკონტაქტო პირ(ებ)ი და დაწესებულების ხელმძღვანელობა იცნობს ეროვნულ რეკომენდაციებს/ ინსტრუქციებს COVID-19-ის შესაძლო ან დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტების რეფერირების შესახებ (ონლაინ კლინიკა, ცხელების ცენტრი, COVID-კლინიკა, და ა.შ.)
კრიტერიუმი ფასდება დადებითად, როცა შესაბამისი პირის მიერ წარმოდგენილი იქნება ამ ინსტრუქციების/რეკომენდაციების ნაბეჭდი, ან ელექტრონული ვერსიები (მაგ, კომპიუტერში)
21.
დაწესებულებაში არის იდს-ს სათანადო მარაგი (ნიღაბი, ერთჯერადი ხალათი, სათვალე/სახის ფარი, ხელთათმანები და სხვ.) და პერსონალი უზრუნველყოფილია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით რისკის ზონების შესაბამისად
კრიტერიუმი ფასდება სხვადასხვა სივრცეში დასაქმებული პერსონალის იდს-ებით აღჭურვის შეფასებით, აგრეთვე მარაგების დათვალიერებით.
კრიტერიუმი ფასდება დადებითად, როდესაც დაწესებულებას აქვს მარაგში იდს-ს სტანდარტული კომპლექტების (1 ქირურგიული ხალათი, 1 ნიღაბი, 3 წყვილი ხელთათმანი) მინიმუმ ერთი თვის მარაგი:
50≥ საწოლფონდის შემთხვევაში – 1000 50≤საწოლფონდის შემთხვევაში – 2000
22.
დაწესებულება განსაზღვრავს მოხმარების დონეს (კვირის განმავლობაში საჭირო სახარჯი მასალები) კრიტიკული სახარჯი მასალებისათვის იდს-ს, ხელის ჰიგიენის და დეზინფექტანტების ჩათვლით
კრიტერიუმი ფასდება დადებითად, თუ დაწესებულებაში არსებობს იდს-ების, ხელის სანიტაიზერისა და თხევადი საპონის მოხმარების აღრიცხვის სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განისაზღვროს ჩამოთვლილი საშუალებების ხარჯი დროის მოთხოვნილი პერიოდისათვის(კვირის, თვის და ა.შ.)
23.
დაწესებულებაში იდს-ს მარაგების ინვენტარიზაცია ტარდება თვეში ერთხელ მაინც პასუხისმგებელი პირის მიერ
დადებითად ფასდება, როცა სახეზეა ინვენტარიზაციის ჩანაწერები და უკანასკნელი ინვენტარიზაციით დაფიქსირებული რაოდენობა შეესაბამება შემოწმების პერიოდისათვის არსებულ რაოდენობას ( გატარებული პაციენტებზე გაწეული ხარჯის გათვალისწინებით)
24.
აეროზოლწარმომქნელი პროცედურების განმახორციელებელი პერსონალი უზრუნველყოფილია რესპირატორებით
დადებითი პასუხი მოინიშნებ იმ შემთხვევაში, როცა დაწესებულებაში არსებობს რესპირატორების მინიმუმ 1 თვის მარაგი შემდეგი ანგარიშით:
50≥ საწოლფონდის შემთხვევაში –100 ც 50≤საწოლფონდის შემთხვევაში – 200 ც
25.
დაწესებულებაში ხორციელდება სავალდებულო პჯრ-ტესტირებას დაქვემდებარებული სამედიცინო პერსონალის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ტესტირება
დადებითი პასუხი მონიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც იდენტიფიცირებულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პერსონალი (არსებობს სრული სია), აღრიცხულია მათი ტესტირების სტატუსი და ტესტირების შედეგი
დაკმაყოფილებულია ------ კრიტერიუმი
დაკმაყოფილებული არ არის ------ კრიტერიუმი
ხელმოწერები:
სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლები:
ცენტრის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომელი:
დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირები: