„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№94/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.017953
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №94/ნ

2020 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/08/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016634) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ით („ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა I-IV კლასებისთვის“) გათვალისწინებულ ჟურნალის წარმოების წესის:

ა.ა) 2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1. ჟურნალის წარმოება ხორციელდება კონკრეტული კლასისთვის „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებითა და 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების მიხედვით.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების პერიოდში გათავისუფლებულნი არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისაგან, თუმცა ვალდებულნი არიან ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ით გათვალისწინებული ჟურნალის წარმოების წესის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი.“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ით („ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა I-IV კლასებისთვის“) გათვალისწინებულ ჟურნალის წარმოების წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 – მე-7 პუნქტები:

„5. 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ყველა საჯარო სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი).

6. ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ჟურნალში არსებულ ინფორმაციას.

7. 2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება გახდეს სავალდებულო და გაუქმებულ იქნეს ჟურნალების წარმოება.“.

გ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა V-XII კლასებისათვის) გათვალისწინებულ ჟურნალის წარმოების წესის:

გ.ა) 2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2. ჟურნალის წარმოება ხორციელდება კონკრეტული კლასისთვის „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებითა და 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით   დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების მიხედვით.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების პერიოდში გათავისუფლებულნი არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისაგან, თუმცა ვალდებულნი არიან ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით გათვალისწინებული ჟურნალის წარმოების წესის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი.“;

დ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა V-XII კლასებისათვის) გათვალისწინებულ ჟურნალის წარმოების წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 – მე-7 პუნქტები:

„5. 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ყველა საჯარო სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი).

6. ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ჟურნალში არსებულ ინფორმაციას.

7. 2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება გახდეს სავალდებულო და გაუქმებულ იქნეს ჟურნალების წარმოება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.09.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.09.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №94/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.017953.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №94/ნ, 04.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017953 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4985094/