„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.018033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №33/ნ

2021 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/08/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016634) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის:

1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ით („ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა I-IV კლასებისთვის“) გათვალისწინებულჟურნალის წარმოების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8  და მე-9 პუნქტები:

„8. 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებდნენ მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების შესახებ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ელექტრონულ ჟურნალში არსებული და მასწავლებლის მიერ დაწერილი ელექტრონულ ჟურნალში აღურიცხავი გაცდენების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციით.

9. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდნენ როგორც ჟურნალს, ასევე – ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების შესახებ ჟურნალში არსებული ინფორმაციით .“.

2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა V-XII კლასებისათვის) გათვალისწინებულჟურნალის წარმოების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 – მე-10 პუნქტები:

„8. 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებდნენ მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების/აკადემიური მოსწრების შესახებ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ელექტრონულ ჟურნალში არსებული და მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში აღურიცხავი ან შეცდომით შეტანილი დაკორექტირებული შეფასებებისა და გაცდენების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციით.

9. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით გათვალისწინებული „ჟურნალის წარმოების წესის“ მე-8 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი გაცდენებისა და სემესტრული და წლიური შეფასებების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება.

10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდნენ როგორც  ჟურნალს, ასევე – ელექტრონულ ჟურნალს, დასწრებისა და სემესტრული და წლიური შეფასებების გამოთვლას განახორციელებენ ჟურნალის მიხედვით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი