„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№122/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №122/ნ

2015 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20.09.2012 წ., 430210000.22.022.016459) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული  წესის:

1.    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სწავლა დაიწყეს „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლის დაწყების თარიღზე გვიან.“.

2.     მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 მუხლი:

„მუხლი 31. მობილობისას განსახორციელებელი პროცედურები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში გათვალისწინებული სპეციალური მოდულის მეშვეობით,  ელექტრონულად ახორციელებენ მოსწავლეთა მობილობას.

2. მობილობის პროცესში მონაწილე მხარეები:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე;

ბ) მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

3. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, მობილობის  შესახებ წერილობით მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის მოსწავლე და მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

4. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის/განცხადების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში  ავსებს მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას თან ურთავს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  განცხადებას.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, ახდენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობაზე  შემოსული ელექტრონული მოთხოვნის დადასტურებას ან უარყოფას.

7. ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, სკოლაб რომლიდანაც გადადის მოსწავლე უზრუნველყოფს მოსწავლის ამორიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის  ბრძანების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო  სისტემაში  განთავსებას/ატვირთვას.

8. მობილობის  ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში,  პროცესი წყდება.

9. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს წერილობითი ფორმით აცნობოს დასაბუთებული უარი მოსწავლის მობილობის ფორმით  გადაყვანის თაობაზე.

10. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას და მობილობის პროცესის დასრულებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2015.
როდის იქნა მიღებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №122/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.017029.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №122/ნ, 18.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017029 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2976229/