⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.12.2023)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.10.2020
ძალის დაკარგვა 28.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016836
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,037 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2020 მიღება
28.12.2023 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება  №94 2020 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 7 ნოემბრის №86 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. დეპარტამენტის უფროსი  (პირველი რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი). 2. აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. სასურველია საჯარო შიდა/გარე აუდიტის ან რისკის მართვის მიმართულებით, სამართლებრივ აქტებზე (ექსპერტიზა, ანალიზი ან შემუშავება) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან ან დონორებთან მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება; ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება; თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება; კ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework). 4. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა. 5. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი (CIA, CGAP). 6. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე (სასურველია ინგლისური ენის გარდა, დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე). 7.  კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი). 2. აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში მუშაობის 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. სასურველია საჯარო შიდა/გარე აუდიტის ან რისკის მართვის მიმართულებით, სამართლებრივ აქტებზე (ექსპერტიზა, ანალიზი ან შემუშავება) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან ან დონორებთან მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება; ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება; თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება; კ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework). 4. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების და ადმინისტრაციული სამართლის, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა. 5. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი (CIA, CGAP). 6. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე (სასურველია ინგლისური ენის გარდა, დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე). 7.  კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა. მუხლი 3🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის და ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით). 2. აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის, სამართლის, ორგანიზაციის პოლიტიკის შემუშავების ან საქმისწარმოების სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება. სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება; ზ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; თ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება. 4. სასურველია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს  (International Professional Practices Framework) და საქმისწარმოების პრინციპების ცოდნა. 5. სასურველია ინგლისური ენის (B1 დონე) ცოდნა. 6. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა. მუხლი 4🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის და ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით). 2. აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართალის სფეროში მუშაობის 1 წლის გამოცდილება. სასურველია საჯარო შიდა აუდიტორად, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება; ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება; თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება; კ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework). 4. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა. 5. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი (CIA, CGAP). 6. ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე. 7. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.