2. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს საქონლის გადაზიდვას, გამყიდველს შეუძლია იგი გაგზავნოს იმ პირობების გათვალისწინებით, რომელთა ძალითაც საქონელი ან საქონლის განმკარგულებელი დოკუმენტები მყიდველს სხვაგვარად არ გადაეცემა თუ არა ფასის გადახდის სანაცვლოდ.
3. მყიდველი ვალდებული არ არის გადაიხადოს ფასი მანამ, სანამ შესაძლებლობა არ მიეცემა დაათვალიეროს საქონელი, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მხარეთა მიერ შეთანხმებული მიწოდების ან ფასის გადახდის წესი შეუთავსებელია ასეთი შესაძლებლობის მოლოდინთა