ა) განახორციელოს 62-65 მუხლებით გათვალისწინებული თავისი უფლებები;

ბ) მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, როგორც ეს გათვალისწინებულია 74-77 მუხლებში.

2. გამყიდველის მიერ თავისი უფლებების განხორციელება სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებებზე არ ართმევს მას უფლებას მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.

3. არავითარი გადავადება არ შეიძლება მყიდველს მისცეს სასამართლომ ან არბიტრაჟმა, როდესაც გამყიდველი ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით მიმართავს სამართლებრივი დაცვის საშუალება