ა) თუ ხელშეკრულებით ან ამ კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების მყიდველის მიერ შეუსრულებლობა მნიშვნელოვნად არღვევს ხელშეკრულებას; ან
ბ) თუ მყიდველი, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გამყიდველის მიერ დადგენილ დამატებით ვადაში, არ ასრულებს თავის ვალდებულებას - გადაიხადოს ფასი ან მიიღოს მიწოდებული საქონელი, ანდა აცხადებს, რომ აღნიშნულს ვერ შეასრულებს ამ წესით დადგენილ ვადაში.
2. მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც მყიდველმა გადაიხადა ფასი, გამყიდველი კარგავს უფლებას ხელშეკრულება გამოაცხადოს გაუქმებულად, თუ იგი აღნიშნულს არ განახორციელებს:
ა) მყიდველის მხრივ შესრულების ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით იქამდე, სანამ გამყიდველი შეიტყობს, რომ ვალდებულება შესრულდა; ან
ბ) ხელშეკრულების სხვა ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გარდა - გონივრული ვადის განმავლობაში;
i) მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან უნდა შეეტყო ასეთი დარღვევის შესახებ; ან
ii) 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამყიდველის მიერ დადგენილი დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ, ან მას შემდეგ, რაც მყიდველი განაცხადებს, რომ ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს ასეთ დამატებით ვადაშ