ა) იმის გამო, რომ იგი მნიშვნელოოვნად მოკლებულია ვალდებულების შესრულების უნარს ან მისი კრედიტუუნარობის შედეგად; ან
ბ) მისი მოქმედების გამო ხელშეკრულების შესრულების მოსამზადებლად ან განსახორციელებლად.
2. თუ გამყიდველმა უკვე გაგზავნა საქონელი მანამ, სანამ გამომჟღავნდებოდა წინა პუნქტში მოცემული საფუძვლები, მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს საქონლის მყიდველისათვის გადაცემას მაშინაც კი, როდესაც მყიდველს ხელთ აქვს დოკუმენტები, რომლებიც მას უფლებას აძლევს მიიღოს საქონელი. ეს პუნქტი ეხება მხოლოდ უფლებას საქონელზე მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთობაში.
3. მხარემ, რომელიც აჩერებს შესრულებას, მიუხედავად იმისა კეთდება ეს საქონლის გაგზავნამდე თუ მის შემდეგ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს და უნდა განაგრძოს ვალდებულებათა შესრულება თუ მეორე მხარე წარუდგენს საკმაო გარანტიებს, რომ იგი ასრულებს თავის ვალდებულებებ