2. თუ ერთ-ერთი მხარის მიერ რომელიმე ვალდებულების ნებისმიერი პარტიის მიმართ შეუსრულებლობა მეორე მხარეს აძლევს იმის გამართლებულ საფუძველს, რომ ხელშეკრულების არსებითი დარღვევა იქნება მომავალი პარტიების მიმართ, მას შეუძლია გამოაცხადოს ხელშეკრულების მომავლისათვის გაუქმება იმ პირობით, რომ ამას გააკეთებს გონივრულ ვადაში.
3. მყიდველს, რომელიც აცხადებს ხელშეკრულების გაუქმებას საქონლის რომელიმე პარტიის მიმართ, შეუძლია იმავდროულად გამოაცხადოს მისი გაუქმება საქონლის უკვე მიწოდებული ან მისაწოდებელი პარტიების მიმართ, თუ მათი ურთიერთკავშირის გამო ისინი გამოუყენებელია იმ მიზნისათვის, რომელსაც მხარეები ითვალისწინებენ ხელშეკრულების დადების მომენტში.
კარი II
ზარა