მოვალე უფლებამოსილია შეცვალოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი − ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით შეარჩიოს რეგულირებული შეთანხმების ახალი ზედამხედველი, თუ:

ა) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა მოვალეს ამ თავით დადგენილი წესით არ წარუდგინა ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიში;

ბ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი გარდაიცვალა;

გ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვეღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს ან აღმოჩნდა ისეთი გარემოება, რომელიც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში მის შეყვანაზე უარის თქმის საფუძველი იქნება;

დ) არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული აცილების საფუძველ