1. რეგულირებული შეთანხმების პროექტი უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს მორატორიუმის მოქმედების ვადის ბოლო დღისა, ხოლო რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების მორატორიუმის გარეშე განხორციელებისას − სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
2. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა რეგულირებული შეთანხმების დასამტკიცებლად კრედიტორთა კრებაზე დასასწრები მოსაწვევი უნდა გაუგზავნოს მისთვის და მოვალისთვის ცნობილ ყველა კრედიტორს ამ კრების თარიღამდე არაუგვიანეს 14 დღისა. აღნიშნული მოსაწვევი უნდა შეიცავდეს:
ა) რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების ასლს;
ბ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის ასლს, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) სასამართლოს შესაბამისი განჩინების ასლს;
დ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მიერ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შეთავაზებისა და მის, როგორც რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის, მიერ ამ ცვლილების გათვალისწინების თაობაზე;
ე) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მოთხოვნისა და მისი ხმის უფლების თაობაზე, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ვ) კრების თარიღს, დროსა და ადგილს.
3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია შესაბამის კრედიტორს კრედიტორთა კრებაზე დასასწრებ მოსაწვევში განუმარტოს მისი სტატუს