1. სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის 89-ე და 90-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

2. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად დანიშვნიდან არაუგვიანეს 30 დღისა  კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე  კრედიტორების 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს ახალი რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი. ახალი რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის არჩევისთანავე სასამართლოს მიერ დანიშნულ რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლებამოსილება უწყდება.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მართვაში მყოფ მოვალეზ