1. რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი მოვალის კრედიტორი ან პარტნიორი უფლებამოსილია სარჩელის შეტანით გაასაჩივროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ფარგლებში რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ განხორციელებული ქმედება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ახორციელებს ისეთ ქმედებას ან მან განახორციელა ისეთი ქმედება, რომელიც არსებით ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად;

ბ) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი მას ისეთი ქმედების განხორციელებას სთავაზობს, რომელიც არსებით ზიანს მიაყენებს მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად;

გ) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თავის უფლებამოსილებებს არაკეთილსინდისიერად ახორციელებს.

2. სასამართლო უფლებამოსილია  მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს დაავალოს კონკრეტული მოქმედების განხორციელება ან მისი განხორციელებისგან თავის შეკავება.

3. დაუშვებელია, სასამართლომ მიიღოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ ეს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდი