თუ კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით არ მოიწონებს (უარყოფს) რეაბილიტაციის გეგმის პროექტს, სასამართლო უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიმართვის საფუძველზე, ამ კანონის 83-ე მუხლის შესაბამისად დაამტკიცოს რეაბილიტაციის გეგმა, თუკი ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) არაუზრუნველყოფილ ან უზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფმა  ამ კანონით დადგენილი უმრავლესობით მოიწონა შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი;

ბ) სასამართლოს მიაჩნია, რომ შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი განხორციელდება და კრედიტორთა უფლებები დაცულია ამ თავის შესაბამისა