1. რეაბილიტაციის გეგმა ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულია მისი ძალაში შესვლის განსხვავებული თარიღი, რომელიც უნდა იყოს არაუგვიანეს სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებიდან 1 თვისა.
2. რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ მისი შესრულება სავალდებულოა:
ა) რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული ყველა მხარისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც ეს გეგმა ეხება;
ბ) იმ კრედიტორებისთვის, რომელთა მოთხოვნებიც ამ კანონის შესაბამისად არ იქნა აღიარებული;
გ) იმ კრედიტორებისთვის, რომლებმაც რეაბილიტაციის გეგმის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
3. ძალაში შესული რეაბილიტაციის გეგმა მოვალეს არ ათავისუფლებს:
ა) იმ ვალისგან, რომელიც რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე წარმოიშვა, თუ კრედიტორს ამ კანონით დადგენილი წესით არ გაეგზავნა შეტყობინება და სავარაუდოა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ან/და ვერ იქნებოდა მოვალის მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ;
ბ) იმ საგადასახადო ვალდებულებისგან, რომელთან დაკავშირებითაც მან საგადასახადო დეკლარაცია თაღლითურად, მოტყუებით ან გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით წარადგინ