აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 17.09.2020
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/09/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი
საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება №7
2020 წლის 17 სექტემბერი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის დამტკიცებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციით გაუთვალისწინებელი გარკვეული სახის პროცედურების მოწესრიგების მიზნით, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის განისაზღვროს ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
1. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს.
2. საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით უსკოსთვის გადაცემას.
3. საოლქო საარჩევნო კომისია მოთხოვნის შემთხვევაში უსკოს აწვდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ასლებს, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ასლებს.
4. საოლქო საარჩევნო კომისია უსკოს აწვდის ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებთან დაკავშირებით, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას.
მუხლი 2🔗
1. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს.
2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ უსკოს წევრებსა და უსკოს წარმომადგენლებს.
3. საუბნო საარჩევნო კომისიები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დახარისხებას, დათვლას, დალუქვასა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემას ახდენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებისაგან განცალკევებით საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საუბნო საარჩევნო კომისია, უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით შედგენილ კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებს და ასევე შესწორების ოქმებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედგენისთანავე დაუყოვნებლივ გადაუგზავნის უსკოს.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონიაკომისიის მდივანისოფიო კახაძე