აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 22.09.2020
ძალაში შესვლა 19.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №167/04
სარეგისტრაციო კოდი 240090000.18.011.016501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,485 სიტყვა · ~22 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.09.2020 მიღება
19.10.2020 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
ლევერიჯი
ფულადი სახსრების ან ფასიანი ქაღალდების სესხების გზით, დერივატივების  გამოყენებით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით აქტივების მმართველის მიერ საინვესტიციო ფონდის პორტფელის ზომის გაზრდა
მუხლი 2
განვითარებული ქვეყანა
„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყანა
მუხლი 2
ჯგუფი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჯგუფი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს  კანონით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 29.03.2024 საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 27.08.2018 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 01.05.2023 საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი 92% 09.02.2023 სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 22.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №167/04 2020 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52​4 მუხლის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-20 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-13 პუნქტის, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 86-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესი და დანართები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 19 ოქტომბრიდან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ აქტივების მმართველი კომპანიის (შემდგომში – აქტივების მმართველი) ლიცენზირებასთან, რეგისტრაციასთან, აღიარებასა და რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის: ა) აქტივების მმართველის ლიცენზირების, რეგისტრაციისა და აღიარების განხორციელების, აგრეთვე აქტივების მმართველის ლიცენზიის, რეგისტრაციისა და აღიარების გაუქმების პირობებსა და პროცედურას; ბ) ფინანსურ  მოთხოვნებს აქტივების მმართველის მიმართ, მათ შორის, მოთხოვნებს საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ; გ) აქტივების მმართველის მიერ ანგარიშგების შედგენისა  და ეროვნულ ბანკში წარდგენის პერიოდულობასა და პროცედურებს; დ) მოთხოვნებს აქტივების მმართველის ორგანიზაციული სტრუქტურის, მმართველი ორგანოს წევრთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების მიმართ; ე) დამატებით მოთხოვნებს აქტივების მმართველის მიმართ. 2. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები აქტივების მმართველთან, მისი მმართველი ორგანოს წევრებთან და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან დაკავშირებით ვრცელდება შესაბამისად ლიცენზირებულ აქტივების მმართველზე, მისი მმართველი ორგანოს წევრებსა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებზე. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები აქტივების მმართველთან და მისი მმართველი ორგანოს წევრებთან დაკავშირებით აგრეთვე, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება აღიარებული აქტივების მმართველის საქართველოში რეგისტრირებულ ფილიალზე და ფილიალის ხელმძღვანელ/წარმომადგენელ პირებზე.  რეგისტრირებულ აქტივების მმართველზე,  მისი მმართველი ორგანოს წევრებსა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებზე ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 და მე-4–მე-6 პუნქტების,  მე-4–მე-5 მუხლებითა და მე-10–მე-12 მუხლებით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები . 3. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-3-მე-5 პუნქტებით, მე-6-მე-10 მუხლებით, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-4, მე-7–მე-8 პუნქტებით  განსაზღვრული მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება შესაბამისად ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაზე, მისი მმართველი ორგანოს წევრებზე და ამავე კომპანიაში დასაქმებულ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სხვა პირებზე, თუ საინვესტიციო კომპანიას დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი. რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც არ დაუნიშნავს აქტივების მმართველი, მისი მმართველი ორგანოს წევრებზე, ამავე კომპანიაში დასაქმებულ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სხვა პირებზე და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებზე  ვრცელდება ამ წესის მე-5 და მე-10 მუხლებითა და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-4–მე-8 პუნქტებით  დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები. 4. ლიცენზირებულმა აქტივების მმართველმა შეიძლება მართოს როგორც საქართველოში დაფუძნებული, ავტორიზებული და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდები, ისე უცხოური საინვესტიციო ფონდები. რეგისტრირებულ აქტივების მმართველს შეუძლია მართოს მხოლოდ რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უცხოური აქტივების მმართველის აღიარებისას განსაზღვროს იმ საინვესტიციო ფონდების კატეგორიები, რომელთა მართვაც შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველს საქართველოში, მათ შორის მიანიჭოს უცხოურ აქტივების მმართველს ავტორიზებული ან/და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების მართვის უფლებამოსილება უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული საქმიანობის ნებართვის პირობების გათვალისწინებით. 5. ამ წესით  განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი)  და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები. 6. ეროვნული ბანკისათვის ამ წესის შესაბამისად წარსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უცხოენოვანი დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური ქართული თარგმანის სახით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ლევერიჯი – ფულადი სახსრების ან ფასიანი ქაღალდების სესხების გზით, დერივატივების  გამოყენებით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით აქტივების მმართველის მიერ საინვესტიციო ფონდის პორტფელის ზომის გაზრდა; ბ) განვითარებული ქვეყანა„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყანა; გ) ჯგუფი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჯგუფი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს  კანონით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. აქტივების მმართველის ლიცენზირება, რეგისტრაცია, აღიარება 1. ლიცენზიის მაძიებელმა აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის   მოსაპოვებლად ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს წერილობით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1) და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი დარეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება; ბ) ლიცენზიის მაძიებლის წესდება, მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით; გ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, მათ შორის, შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების  შესახებ და ადასტურებდეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: გ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გ.ა.ა) ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად შევსებულ დეკლარაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; გ.ა.ბ) ინფორმაციას მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ; გ.ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას; გ.ა.დ) ცნობას ნასამართლობის შესახებ; გ.ა.ე) მონაცემებს ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლის წარმომავლობის შესახებ; გ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: გ.ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; გ.ბ.ბ) ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას; იმ შემთხვევაში, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ეროვნული ბანკისათვის წერილობითი მიმართვის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას (არსებობის შემთხვევაში აუდიტირებულს); გ.ბ.გ) ცნობას ნასამართლობის შესახებ; დ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს ყველა წევრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-3-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: დ.ა) ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად შევსებულ დეკლარაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; დ.ბ) ინფორმაციას ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის განათლებისა და გამოცდილების შესახებ (მათ შორის, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლს და პირად რეზიუმეს; დ.გ) ცნობას ნასამართლობის შესახებ; დ.დ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის განცხადებას, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-3-მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია; დ.ე) ლიცენზიის მაძიებლის წერილობით დასტურს, რომ მის მიერ შემოწმებულია მმართველი ორგანოს წევრის შესახებ ინფორმაცია, რომ ის აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და რომ ეს ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია; დ.ვ) აღმასრულებელი ფუნქციების მქონე მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, სამუშაოს აღწერილობასა და ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ; დ.ზ) ყველა იმ გარემოების აღწერას, რომლებიც შესაძლოა გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი და საფრთხე შეუქმნას მმართველი ორგანოს წევრის დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას; ე) კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალი (დანართი №3-ის შესაბამისად), რომელთა განხორციელებაც სურს ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში; ვ) საქმიანობის პროგრამა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, მათ შორის, იმის შესახებ თუ როგორ აპირებს ლიცენზიის მაძიებელი ამ წესით და კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას; ზ) ინფორმაცია მესამე პირებთან კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად დადებული დელეგირების შეთანხმებათა შესახებ (არსებობის შემთხვევაში); თ) დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებლის კაპიტალის ოდენობა შეესაბამება ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის წყაროების შესახებ; ი) ლიცენზიის მაძიებლის მიმდინარე ბალანსი და შესაბამისი შენიშვნები უახლესი შესაძლო თარიღისთვის (არააუდიტირებული); კ)  ლიცენზიის მაძიებლის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ან ნახევარი წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ლიცენზიის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული. აღნიშნული ფინანსური ანგარიშგება მომზადებული უნდა იყოს ისეთი აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნტით განსაზღვრულ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსს და შესაბამის შენიშვნებს; ლ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება აქტივების მმართველი; მ) თუ ლიცენზიის მაძიებელი ჯგუფის წევრია, ინფორმაცია ჯგუფის სტრუქტურის შესახებ; ნ) ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებლის რეგისტრაციისა და მართვის ადგილი მდებარეობს საქართველოში; ო)  ინფორმაცია ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ; პ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2.   აქტივების მმართველის რეგისტრაციის მიზნით, რეგისტრაციის მსურველმა კომპანიამ  ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს წერილობით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1), „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის  1​1 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი  და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები (გარდა იმავე პუნქტის „ე“, „თ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა/დოკუმენტებისა). 3. აღიარების მოსაპოვებლად უცხოურმა აქტივების მმართველმა ეროვნულ ბანკს  უნდა მიმართოს წერილობით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1) და შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტები: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელს საქართველოში  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე  დაარსებული აქვს ფილიალი; ბ) განმცხადებლის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის მიერ საქართველოში აქტივების მართვის საქმიანობისა და, შესაბამის შემთხვევაში,  კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შესახებ; გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელს განვითარებული ქვეყნის უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ აქვს მინიჭებული შესაბამისი საქმიანობის ნებართვა; დ) უცხოური საზედამხედველო ორგანოს დასტური განმცხადებლის მიერ საქართველოში ფილიალის გახსნისა და ფილიალის საშუალებით აქტივების მართვის საქმიანობისა და, შესაბამის შემთხვევაში, კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობის წარმართვის თაობაზე; ე) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ფილიალისათვის ხელმისაწვდომია საკმარისი ოდენობის საკუთარი კაპიტალი (თუ უცხოური აქტივების მმართველი გეგმავს საქართველოში ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს გაუწიოს აქტივების მართვის მომსახურება ან/და განახორციელოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობა); ვ) ფილიალის ხელმძღვანელი და წარმომადგენელი პირების შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან აღნიშნული პირების შესაბამისობას; ზ) კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალი (დანართი №3-ის შესაბამისად), რომელთა განხორციელებაც სურს განმცხადებელს აღიარების მოპოვების შემთხვევაში, თუ ამ საქმიანობებს მოიცავს უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ განმცხადებელზე გაცემული საქმიანობის ნებართვა; თ) საქმიანობის პროგრამა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, მათ შორის, იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს განმცხადებელი ამ წესითა და კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას; ი) ინფორმაცია ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ. 4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ლიცენზიის, რეგისტრაციის, აღიარების მსურველს  დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის გარდა დამატებით მოსთხოვოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სისწორისა და შესაბამისობის დასადასტურებლად. მუხლი 4🔗. გადაწყვეტილება აქტივების მმართველის  ლიცენზირებაზე, რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე 1. ეროვნული ბანკი აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, აქტივების მმართველის რეგისტრაციის ან აღიარების   შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეისწავლის წარმოდგენილი  დოკუმენტებისა  და ინფორმაციის შესაბამისობას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. 2. ეროვნული ბანკი არ დააკმაყოფილებს განაცხადს  აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე, აქტივების მმართველის რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში: ა) განაცხადი ან/და წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება კანონით ან ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელს და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლოა შეაფერხოს ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; გ) უცხო ქვეყანა, სადაც აღიარების მსურველი უცხოური აქტივების მმართველი არის დაფუძნებული, შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში; დ) უცხოური აქტივების მმართველის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის არ არსებობს შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ; ე) არსებობს აქტივების მმართველის ლიცენზირებაზე, რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 3. თუ განმცხადებელი ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია განაცხადის განხილვისათვის, ეროვნული ბანკი  განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. 4. ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაცემის, რეგისტაციის, აღიარების ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას  იღებს განაცხადის მიღებიდან 1 თვის  ვადაში, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს განმცხადებელს. უარის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებულია განმცხადებელს  დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული პასუხი. თუ ეროვნული ბანკი ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია გაცემულად ჩაითვლება. თუ  ეროვნული ბანკი ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის/აღიარების ან მასზე უარის თქმის შესახებ, რეგისტრაციის/აღიარების შესახებ განაცხადი დაკმაყოფილებულად არ ჩაითვლება. მუხლი 5🔗. მმართველი ორგანოს წევრებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაფერისობის კრიტერიუმები 1. აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საკმარისად კარგი რეპუტაცია და საკმარისი გამოცდილება. ივარაუდება, რომ აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრს აქვს საკმარისად კარგი რეპუტაცია და საკმარისი გამოცდილება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს კვალიფიციურობასთან, პროფესიულ გამოცდილებასთან, კომპეტენტურობასა და საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან მიმართებით.  2. აქტივების მმართველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პირებს უნდა ჰქონდეთ საკმარისად კარგი რეპუტაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აქტივების მმართველის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვა. ივარაუდება, რომ აქტივების მმართველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელს აქვს საკმარისად კარგი რეპუტაცია, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან მიმართებით. 3. აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება. 4. პირს ეკრძალება იყოს აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრი ან აქტივების მმართველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ: ა)  აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, მას ჩამორთმეული აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; ბ) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აქტივების მმართველს ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა აქტივების მმართველის კლიენტების უფლებები, ან/და გამოიწვია აქტივების მმართველის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; გ) აქტივების მმართველში ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები; დ) წარსულში იყო აქტივების მმართველის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მმართველი ორგანოს წევრი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და მისი საქმიანობის შედეგად აქტივების მმართველი/ფინანსური ინსტიტუტი  გადახდისუუნარო გახდა; ე) აქტივების მმართველის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მიმართ არ შეასრულა ერთი ან მეტი ფინანსური ვალდებულება; ვ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის; ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის   უხეში დარღვევისთვის; თ) აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, სასამართლომ იგი ცნო მხარდაჭერის მიმღებად. 5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები მმართველი ორგანოს წევრების მიმართ აგრეთვე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საქმიანობის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. მუხლი 6🔗. აქტივების მმართველის ფინანსური მოთხოვნები 1. აქტივების მმართველის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა შეადგენს 300,000 (სამასი ათასი) ლარს. საკუთრი კაპიტალის პირველადი შენატანი (მინიმუმ 50 პროცენტს) ფულადი სახსრებით უნდა განხორციელდეს. 2. თუ აქტივების მმართველის მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის პორტფელ(ებ)ის ჯამური ღირებულება  250,000,000 (ორას ორმოცდაათი მილიონი) ლარს აღემატება, აქტივების მმართველს უნდა ჰქონდეს დამატებითი საკუთარი კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება ნამეტი პორტფელის   (პორტფელის მიმდინარე ღირებულებას გამოკლებული 250,000,000 (ორას ორმოცდაათი მილიონი ლარი)) 0.02 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტით განსაზღვრული აქტივების მმართველის დამატებითი საკუთარი კაპიტალი შევსებული უნდა იყოს ლიკვიდური აქტივებით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, აქტივების მმართველის მიერ მართული პორტფელ(ებ)ის ჯამურ ღირებულებაში აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ საინვესტიციო ფონდების პორტფელების ღირებულება, რომლებთან დაკავშირებითაც აქტივების მმართველმა განახორციელა მესამე პირზე თავისი ფუნქცი(ებ)ის დელეგირება. ამასთან, პორტფელ(ებ)ის ჯამურ ღირებულებაში  არ გაითვალისწინება იმ საინვესტიციო ფონდების პორტფელების ღირებულება, რომლებსაც მართავს აქტივების მმართველი სხვა აქტივების მმართველის მიერ განხორციელებული დელეგირების საფუძველზე. 5. აქტივების მმართველი  ვალდებულია საქმიანობის ყველა ეტაპზე უზრუნველყოს პირველ და, შესაბამის შემთხვევაში, მე-2 პუნქტში მითითებული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის დაცვა, მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის პორტფელ(ებ)ის მოცულობის მიხედვით. 6. აქტივების მმართველი ვალდებულია ჰქონდეს დამატებითი საკუთარი კაპიტალი, რომლის ოდენობაც უნდა იყოს ადეკვატური პროფესიული დაუდევრობით გამოწვეული პოტენციური პასუხისმგებლობის რისკების დასაფარად. ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი კაპიტალის ოდენობა სულ მცირე აქტივების მმართველის მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის პორტფელ(ებ)ის ჯამური ღირებულების 0,01 პროცენტს უნდა შეადგენდეს. 7. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტით განსაზღვრული პორტფელის ღირებულება გაანგარიშებული უნდა იქნეს ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, აქტივების მმართველს უფლება აქვს იქონიოს პროფესიული დაუდევრობით გამოწვეული პოტენციური პასუხისმგებლობის რისკების დასაფარად ადეკვატური პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ. ამ პუნქტის მიზნებისათვის, პროფესიული პასუხისმგებლობის რისკები გულისხმობს ქვემოთ ჩამოთვლილ რისკებს, რომელთა განხორციელებას შეიძლება მოჰყვეს ზიანის დადგომა ან ქონებრივი დანაკლისი: ა) საინვესტიციო ფონდის აქტივზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვა; ბ) საინვესტიციო ფონდის ან მისი ერთეულის მფლობელების მიმართ გაკეთებული შეცდომაში შემყვანი ან არასწორი განცხადებები; გ) ქმედებები (მოქმედება, უმოქმედობა) ან შეცდომები, რაც იწვევს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების, საინვესტიციო ფონდის ან მისი ერთეულის მფლობელების მიმართ არსებული ფიდუციური ვალდებულებების, კონფიდენციალობასთან დაკავშირებული ვალდებულებების, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და აქტივების მართვის ხელშეკრულების პირობების დარღვევას; დ) არაკეთილსინდისიერი ან თაღლითური ქმედებების აღსაკვეთად სათანადო ღონისძიებების გაუტარებლობა; ე) აქტივების ღირებულების შეფასების ან ერთეულების ფასის გამოთვლის არასწორად განხორციელება; ვ)  ბიზნესპროცესების უწყვეტობის რღვევით გამოწვეული ზიანის დადგომა. მუხლი 7🔗. ორგანიზაციული მოთხოვნები 1. აქტივების მმართველს უნდა გააჩნდეს ადეკვატური და მისი ზომის პროპორციული ორგანიზაციული სტრუქტურა (თითოეული სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი ფუნქციებითა და მოვალეობებით), სისტემები, რესურსები და პროცედურები, რათა უზრუნველყოს გამართული ფუნქციონირება,  საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება. 2. აქტივების მმართველი უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, პროფესიონალურად  და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ინვესტორების საუკეთესო ინტერესებისათვის. 3. აქტივების მმართველმა უნდა დანერგოს და განახორციელოს პროცედურები, რომელთა მეშვეობითაც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს მისი მართვის ქვეშ მყოფი აქტივების ჯამურ ღირებულებას. მონიტორინგი უნდა მოიცავდეს აქტივების პერიოდულ მიმოხილვას, მათ შორის ერთეულების განთავსებაზე და გამოსყიდვაზე ან, შესაბამის შემთხვევაში, კაპიტალის შემცირებაზე, კაპიტალის განაწილებაზე და თითოეულ საინვესტიციო ფონდში  ინვესტირებული აქტივების ღირებულებაზე დაკვირვებას. 4. აქტივების მმართველმა უნდა უზრუნველყოს პროგრამული უზრუნველყოფის, ინფორმაციის დამუშავების სისტემების და სხვა ტექნიკური საშუალებების  გამართული და საიმედო ფუნქციონირება. 5. აქტივების მმართველს უნდა გააჩნდეს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კონტროლის, მათ შორის, ინვესტორების/კლიენტების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ეფექტური მექანიზმები. 6. აქტივების მმართველმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა ინტერესთა კონფლიქტის ასარიდებლად და თუ მისი არიდება შეუძლებელია, გამოავლინოს, მართოს, გააკონტროლოს და თუ საჭიროა, გაამჟღავნოს ასეთი ინტერესთა კონფლიქტი, საინვესტიციო ფონდსა და მისი ერთეულის მფლობელებზე ინტერესთა კონფლიქტის უარყოფითი ზეგავლენის პრევენციის მიზნით. 7. აქტივების მმართველს უნდა ჰქონდეს: ა) მმართველი ორგანოს მიერ დამტკიცებული ორგანიზაციული სტრუქტურა და მმართველი ორგანოს წევრების სამუშაო აღწერილობები; ბ) გამართული სააღრიცხვო პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც მას საშუალებას მისცემს  ეროვნულ ბანკს დროულად მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია; გ) კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურების პოლიტიკა; დ) თანამშრომელთა ქცევისა და ეთიკის კოდექსი, რომლითაც უნდა უზრუნველყონ პოტენციურად დაუშვებელი ქცევისა და პრაქტიკის იდენტიფიცირება და მართვა; ე) ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვის პოლიტიკა და პროცედურები; ვ) საჩივრების მიღების ეფექტური სისტემა და მექანიზმები, რომელიც, მათ შორის, უზრუნველყოფს განცხადების/საჩივრის ავტორის ანონიმურობას (განცხადების/საჩივრის ავტორის მოთხოვნის შემთხვევაში); ზ) საქმიანობის უწყვეტობის გეგმა; თ) რისკების მართვის პოლიტიკა და პროცედურები ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად; ი) დავალებების მართვისა და  აღსრულების პოლიტიკა და პროცედურები; კ) მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების საკუთარი გარიგებების განხორციელების/ვაჭრობის პოლიტიკა და შესაბამისი კონტროლი; ლ) პოლიტიკა და პროცედურები საინვესტიციო გადაწყვეტილებების საინვესტიციო ფონდის მიზნებთან, საინვესტიციო სტრატეგიასა და რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; მ) საინვესტიციო ფონდის აქტივებისა და ვალდებულებების სათანადოდ და სწორად შეფასების უზრუნველმყოფი პროცედურები; ნ) მის მიერ მართულ პორტფელ(ებ)სა და ამ პორტფელ(ებ)ის შემადგენლობაში შემავალ ფასიან ქაღალდებთან/ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ხმის უფლების გამოყენების პოლიტიკა და პროცედურები; ო) ჩანაწერების წარმოების პოლიტიკა, რათა საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს ჩანაწერების წარმოება იმ სახით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი სიზუსტე და სისრულე. 8. აქტივების მმართველს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა/პროცედურებისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის მექანიზმები და უნდა უზრუნველყოს მათი შესრულების კონტროლი საქმიანობის ყოველ ეტაპზე. მუხლი 8🔗. მოთხოვნები რისკების მართვასთან დაკავშირებით 1. აქტივების მმართველმა უნდა ჩამოაყალიბოს, დანერგოს და შეინარჩუნოს ადეკვატური რისკების მართვის პოლიტიკა, რათა დაადგინოს, შეაფასოს, მართოს და აკონტროლოს თავის საქმიანობასთან და საინვესტიციო ფონდის მართვასთან დაკავშირებული რისკები. რისკების მართვის პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს აქტივების მმართველის და მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის ზომის, კომპლექსურობისა  და ბიზნესსაქმიანობის გათვალისწინებით. 2. აქტივების მმართველმა ფუნქციურად და იერარქიულად უნდა განაცალკევოს რისკების მართვის ფუნქცია საოპერაციო ფუნქციისგან, მათ შორის, საინვესტიციო ფონდ(ებ)ის პორტფელის მართვის ფუნქციისგან. 3. საინვესტიციო ფონდის რისკის პროფილი უნდა შეესაბამებოდეს მის ზომას, პორტფელის სტრუქტურას, საინვესტიციო სტრატეგიას და მიზნებს. 4. აქტივების მმართველმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი რისკის ლიმიტების (კონცენტრაციის ლიმიტების) არსებობა მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული საინვესტიციო ფონდისათვის. აღნიშნული ლიმიტები უნდა მოიცავდეს სულ მცირე საბაზრო, საკრედიტო, ლიკვიდობის და საოპერაციო რისკებს. 5. აქტივების მმართველმა უნდა უზრუნველყოს რისკის ლიმიტების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რისკის ლიმიტების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შემთხვევაში. 6. საკრედიტო რისკის შეფასებისას, აქტივების მმართველმა არ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგით.  7. აქტივების მმართველმა უნდა განსაზღვროს მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული საინვესტიციო ფონდისათვის  ლევერიჯის მაქსიმალური დასაშვები დონე, საინვესტიციო ფონდის ტიპის  (ღია, დახურული, ინტერვალური), საინვესტიციო სტრატეგიისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. 8. აქტივების მმართველმა უნდა უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდების ტიპების მიხედვით ლიკვიდობის მართვის სისტემის, პოლიტიკისა და პროცედურების არსებობა. 9.    აქტივების მმართველმა, საინვესტიციო პორტფელის ზომისა და რისკის პროფილის გათვალისწიებით,  რეგულარულად უნდა განახორციელოს სტრეს-ტესტები.  სტრეს-ტესტების საფუძველზე, როგორც მინიმუმ, უნდა შეფასდეს საინვესტიციო ფონდის  ლიკვიდობის პროფილის (ღია ან ინტერვალური ტიპის ფონდისთვის) და წმინდა აქტივების ღირებულების სენსიტიურობა სხვადასხვა სტრესული სცენარების/დაშვებების მიმართ. 10. აქტივების მმართველმა უნდა უზრუნველყოს რისკის ლიმიტების და ლევერიჯის გამოთვლის წესების/პოლიტიკის არსებობა. 11. აქტივების მმართველი ვალდებულია პერიოდულად, მაგრამ მინიმუმ წელიწადში ერთხელ, გადახედოს რისკების მართვის ფუნქციის შესრულების ხარისხს, ადეკვატურობას და ეფექტურობას. მუხლი 9🔗. საინვესტიციო ფონდების აქტივებისა და ერთეულების შეფასების მოთხოვნები 1. აქტივების მმართველს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი გარე შემფასებელი ან შიდა შეფასების ერთეული,  რომელიც ფუნქციურად და იერარქიულად დამოუკიდებელი იქნება პორტფელის მართვისა  და რისკების მართვის ფუნქციისა და ერთეულისგან.   შიდა შეფასების ერთეულის არსებობისას ანაზღაურების პოლიტიკა და სხვა ღონისძიებები უნდა უზრუნველყოფდნენ ინტერესთა კონფლიქტის შემცირებასა და თანამშრომლებზე არასათანადო ზეგავლენის პრევენციას. 2. აქტივების მმართველი ვალდებულია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული  საინვესტიციო ფონდისათვის უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდის აქტივების დამოუკიდებელი შეფასებისა და საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულების გამოთვლისთვის   შესაფერისი და თანმიმდევრული პროცედურების არსებობა ამ წესისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად. 3.  საინვესტიციო ფონდების აქტივებისა და ერთეულების შეფასების პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებთან, როგორებიცაა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, აგრეთვე სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ შემუშავებული, საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობასთან დაკავშირებული გლობალური სტანდარტებით (GIPS) განსაზღვრული შეფასების პრინციპები. 4. შეფასების პოლიტიკა და პროცედურები, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ასახავდეს შეფასებაში გამოყენებული ძირითადი დაშვებებისა და მოდელების მახასიათებლებს, მათი გამოყენების საფუძვლებს და შესაბამის წყაროებს. 5. შეფასების პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ აქტივების შეფასება და  ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლა განხორციელდეს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პერიოდულობით. 6. აქტივების მმართველმა შეფასების პროცესის გარე შემფასებელზე დელეგირების შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონის 26-ე და 71-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 7. აქტივების მმართველმა  უნდა უზრუნველყოს ერთეულის მფლობელთათვის საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულების გამჟღავნება საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად. მუხლი 10🔗. დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების ვალდებულება 1. საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე აქტივების მმართველმა  უნდა განახორციელოს ჩანაწერების  და დოკუმენტების წარმოება იმ სახით, რომ უზრუნველყოს მათი სიზუსტე და სისრულე. 2. აქტივების მმართველმა  ინფორმაცია დროულად უნდა განაახლოს და შესაბამისი ჩანაწერები აწარმოოს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული საინვესტიციო ფონდის პორტფელთან დაკავშირებული დავალებისა და ტრანზაქციის სრული რეკონსტრუქცია (აღდგენა). 3. აქტივების მმართველმა საინვესტიციო ფონდის ტრანზაქციების და დავალებების მიხედვით უნდა უზრუნველყოს შემდეგი ჩანაწერების არსებობა: ა) საინვესტიციო ფონდის და მისი სახელით მოქმედი პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია; ბ) ტრანზაქციის საგანი (აქტივი); გ)  რაოდენობა და ფასი; დ) დავალების ან ტრანზაქციის ტიპი; ე) ტრანზაციის თარიღი და დრო; ვ) დავალების გადამცემი ან ტრანზაქციის შემსრულებელი პირის საიდენტიფიკაციო  ინფორმაცია; ზ) დავალების გაუქმების შემთხვევაში, გაუქმების მიზეზი; თ) შესრულებული ტრანზაქციის მხარე და ადგილი (საფონდო ბირჟა). 4. იმ შემთხვევაში, თუ აქტივების მმართველი თავად აწარმოებს ერთეულის მფლობელების რეგისტრაციასა და შესაბამის რეესტრს, მან უნდა იხელმძღვანელოს „საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესით.  რეესტრი უნდა ასახავდეს ერთეულის მფლობელების სტატუსს (გათვითცნობიერებული/ გაუთვითცნობიერებელი). 5. აქტივების მმართველმა საინვესტიციო რჩევის მიცემისა და საინვესტიციო ფონდების ერთეულების შენახვის და ადმინისტრირების საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში  უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, მათ შორის, სატელეფონო საუბრებისა და ელექტრონული კომუნიკაციის ჩანაწერების წარმოება. 6. ჩანაწერები და დოკუმენტები უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდელი ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა. 7. ამ მუხლში განსაზღვრული დოკუმენტაცია და ჩანაწერები შესაძლებელია არსებობდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და აქტივების მმართველმა მათი შენახვა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 6 წლის ვადით. 8. აქტივების მმართველის დოკუმენტაცია და ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის მის მიერ მოთხოვნის  შემთხვევაში. მუხლი 11🔗. ანგარიშგებების მომზადების ვალდებულება 1. აქტივების მმართველი ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, კალენდარული წლის  დასრულებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ზემოაღნიშნული ფინანსური ანგარიშგება დადასტურებული უნდა იყოს ისეთი აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აქტივების მმართველი ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული კვარტალური  ფინანსური ანგარიშგება კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო 30 კალენდარული დღისა. 3. აქტივების მმართველი ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს მიმდინარე შეტყობინება არაუგვიანეს შესაბამისი მოვლენის დადგომიდან 3 სამუშაო  დღისა (თუ კანონით შეტყობინების განხორციელების სხვა ვადა არ არის განსაზღვრული), თუ: ა) აქტივების მმართველი  აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ ფინანსურ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში აქტივების მმართველი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად მიღებული ან/და მისაღები ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კორექტირებები შეიტანოს წარმოდგენილ ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკში. აქტივების მმართველის მიერ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ეროვნული ბანკისათვის ამგვარი ინფორმაციის წარუდგენლობისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აქტივების მმართველს გაუუქმოს საქმიანობის ლიცენზია; ბ) აქტივების მმართველის მიერ მართული აქტივების ჯამური ღირებულება გადააჭარბებს ამ წესის მე-6 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ზღვარს; გ) აქტივების მმართველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირები,  მათ შორის, შუალედური მფლობელები  და  ბენეფიციარი მესაკუთრეები და მმართველი ორგანოს წევრები აღარ აკმაყოფილებენ  ამ წესით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებსა და სალიცენზიო მოთხოვნებს; დ) განხორციელდა ცვლილებები (გარდა ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებებისა) აქტივების მმართველის სალიცენზიო /სარეგისტრაციო დოკუმენტებში; ე) განახორციელებს საკუთარი ერთი ან რამდენიმე ფუნქციის მესამე პირზე დელეგირებას კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად. 4. აქტივების მმართველი ვალდებულია წინასწარ აცნობოს და მოიპოვოს თანხმობა საქართველოს ეროვნული ბანკისგან, თუ გადაწყვეტს: ა) რეორგანიზაციას; ბ)  ფილიალის გახსნას ან დახურვას; გ) საფირმო სახელწოდების შეცვლას; დ) წესდების ცვლილებას; ე) რეგისტრაციის ან/და მართვის ადგილის შეცვლას; ვ) ცვლილებების განხორციელებას საქმიანობის პროგრამაში; ზ) მმართველი ორგანოს წევრის შეცვლას. ასეთ შემთხვევაში, აქტივების მმართველმა  ეროვნულ ბანკში უნდა წარმოადგინოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია წევრობის კანდიდატის შესახებ. 5. პირი ან ერთობლივად მოქმედ პირთა ჯგუფი, რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს მნიშვნელოვანი წილი აქტივების მმართველში ან გაზარდოს არსებული წილი იმ ოდენობით, რომ აღნიშნულის შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ მის მფლობელობაში არსებული აქტივების მმართველის ხმის უფლებები ან კაპიტალში წილი 10, 25  ან 50 პროცენტს მიაღწევს ან გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს: ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების, მათ შორის, მათი შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; ბ) ინფორმაცია მის მფლობელობაში არსებული წილის ოდენობის შესახებ ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში; გ) ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ; დ) მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია იმ ბენეფიციარი მესაკუთრის საკუთრებაში აღმოჩენილი წილის რაოდენობის შესახებ, რომლის წილის ოდენობაც მიაღწევს ან გადააჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს. 6. აქტივების მმართველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს აქტივების მმართველის მნიშვნელოვანი წილი ან შეამციროს წილი იმ ოდენობით, რომ მის მფლობელობაში არსებული ამ აქტივების მმართველის კაპიტალის ან ხმის უფლებების წილი 10, 25 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე. 7. ეროვნული ბანკი განიხილავს ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით წარმოდგენილ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას მისი წარმოდგენიდან 1 თვის  ვადაში და შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე გასცემს თანხმობას ან დასაბუთებულ უარს. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე. გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც ეროვნული ბანკის პირდაპირი თანხმობა აუცილებელია შესაბამისი ოპერაციის განსახორციელებლად, თანხმობა გაცემულად ჩაითვლება, თუ ეროვნული ბანკი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელს არ აცნობებს ოპერაციის განხორციელებაზე უარს. 8. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, იგი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური. მუხლი 12🔗. ეროვნული ბანკის მიერ აქტივების მმართველის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება ეროვნული ბანკი  უფლებამოსილია აქტივების მმართველის ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას: ა) აქტივების მმართველმა ეროვნულ ბანკს წარუდგინა თხოვნა ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმების შესახებ; ბ) აქტივების მმართველმა ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება მოიპოვა ეროვნული ბანკისათვის  მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე; გ) აქტივების მმართველი აღარ აკმაყოფილებს ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს; დ) აქტივების მმართველმა  არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები); ე) ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების მოპოვებიდან 12 თვის განმავლობაში აქტივების მმართველი არ ახორციელებს საქმიანობას ან მან საქმიანობა შეწყვიტა 6 თვეზე მეტი ვადით; ვ) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ზ) აქტივების მმართველი გადახდისუუნარო გახდა; თ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველის ლიკვიდაციის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.