საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 22.09.2020
ძალაში შესვლა 19.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №170/04
სარეგისტრაციო კოდი 240080000.18.011.016504
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,653 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.09.2020 მიღება
19.10.2020 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
განვითარებული ქვეყანა
„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყანა
მუხლი 2
არსებითი (ფაქტი, მოვლენა ან  ცვლილება)
ისეთი ფაქტი, მოვლენა ან ცვლილება, რომლის შეტყობის შემთხვევაში საღად მოაზროვნე  ინვესტორი, მნიშვნელოვანი ალბათობით, ხელახლა შეაფასებდა თავის გადაწყვეტილებას საინვესტიციო ფონდში ინვესტირების თაობაზე,  მათ შორის, იმ მიზეზით, რომ ამ ფაქტმა, მოვლენამ ან ცვლილებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს ინვესტიციასთან დაკავშირებით ინვესტორის მიერ უფლებების განხორციელებაზე ან სხვაგვარად დააზიანოს საინვესტიციო ფონდის ინვესტორის  ინტერესები
მუხლი 2
ჯგუფი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჯგუფი
მუხლი 2
ლევერიჯი
ფულადი სახსრების ან ფასიანი ქაღალდების სესხების გზით, დერივატივების  გამოყენებით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით აქტივების მმართველის/საინვესტიციო კომპანიის მიერ საინვესტიციო ფონდის პორტფელის ზომის გაზრდა. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონითა და საქართველოს  კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონი 95% 14.07.2020 სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 22.09.2020 საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 11.11.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 28.02.2025 საინვესტიციო ფონდების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 26.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება  №170/04 2020 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52​4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების,  „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2  პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 65-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 86-ე მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესი და დანართები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 19 ოქტომბრიდან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საინვესტიციო ფონდების საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ავტორიზაციის, რეგისტრაციისა და აღიარების პირობებსა და პროცედურას, აგრეთვე ადგენს საინვესტიციო ფონდების რეგულირებასთან დაკავშირებულ დამატებით მოთხოვნებს. 2. ამ წესით  განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი) და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები. 3. ეროვნული ბანკისათვის ამ წესის შესაბამისად წარსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, გარდა ამ წესის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უცხოენოვანი დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური ქართული თარგმანის სახით, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა. 4. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდებზე ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-4-მე-6, მე-10 და მე-11 პუნქტები, მე-4 მუხლი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი (გარდა „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა), იმავე მუხლის მე-2 პუნქტი, მე-9 და მე-10 მუხლები. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განვითარებული ქვეყანა„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყანა; ბ) არსებითი (ფაქტი, მოვლენა ან  ცვლილება) – ისეთი ფაქტი, მოვლენა ან ცვლილება, რომლის შეტყობის შემთხვევაში საღად მოაზროვნე  ინვესტორი, მნიშვნელოვანი ალბათობით, ხელახლა შეაფასებდა თავის გადაწყვეტილებას საინვესტიციო ფონდში ინვესტირების თაობაზე,  მათ შორის, იმ მიზეზით, რომ ამ ფაქტმა, მოვლენამ ან ცვლილებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს ინვესტიციასთან დაკავშირებით ინვესტორის მიერ უფლებების განხორციელებაზე ან სხვაგვარად დააზიანოს საინვესტიციო ფონდის ინვესტორის  ინტერესები; გ) ჯგუფი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჯგუფი; დ) ლევერიჯი – ფულადი სახსრების ან ფასიანი ქაღალდების სესხების გზით, დერივატივების  გამოყენებით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით აქტივების მმართველის/საინვესტიციო კომპანიის მიერ საინვესტიციო ფონდის პორტფელის ზომის გაზრდა. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონითა და საქართველოს  კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. საინვესტიციო ფონდების ავტორიზაციის, რეგისტრაციისა და აღიარების  პირობები 1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მიზნით, ლიცენზირებულმა ან აღიარებულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს წერილობით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1) და შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია: ა) კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ბ) კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სადამფუძნებლო დოკუმენტი; გ) კანონის 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროსპექტი; დ) კანონის 67-ე მუხლით გათვალისწინებული ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია; ე) ინფორმაცია სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ; ვ) კანონის 83-ე მუხლით განსაზღვრული ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი. 2. საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის მიზნით,  ავტორიზაციის მაძიებელმა კომპანიამ ან მის მიერ დანიშნულმა ლიცენზირებულმა ან აღიარებულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ  ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს წერილობით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1) და შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მაძიებელი კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა; ბ) კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  ავტორიზაციის მაძიებელი კომპანიის აქციონერთა  გადაწყვეტილება; გ) კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის მაძიებელი კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება) მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით; დ) კანონის 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროსპექტი; ე) კანონის 67-ე მუხლით გათვალისწინებული ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია; ვ) ინფორმაცია სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ; ზ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მაძიებელი კომპანიის კაპიტალის ოდენობა შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულ „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და საქმიანობის რეგულირების წესის“ (შემდომში – აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის რეგულირების წესი) მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნას,  აგრეთვე ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის წყაროების შესახებ; თ) ავტორიზაციის მაძიებელი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის რეგულირების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იმავე წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან აღნიშნული პირების შესაბამისობას; ი) საქმიანობის პროგრამა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ავტორიზაციის მაძიებელი კომპანია კანონითა და ამ წესით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას; კ) ინფორმაცია მესამე პირებთან კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად დადებულ დელეგირების შეთანხმებათა შესახებ (არსებობის შემთხვევაში); ლ) ინფორმაცია ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ; მ) ავტორიზაციის მაძიებელი კომპანიის მიმდინარე ბალანსი და შესაბამისი შენიშვნები უახლესი შესაძლო თარიღისთვის (არააუდიტირებული); ნ) ავტორიზაციის მაძიებელი კომპანიის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ან, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ავტორიზაციის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. აღნიშნული ფინანსური ანგარიშგება აუდიტირებული უნდა იყოს ისეთი აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის მაძიებელი კომპანია ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს მხოლოდ ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმდინარე ბალანსს და შესაბამის შენიშვნებს (არააუდიტირებულს); ო) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება საინვესტიციო კომპანია; პ) ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მაძიებელი კომპანიის რეგისტრაციისა და მართვის ადგილი მდებარეობს საქართველოში; ჟ) თუ ავტორიზაციის მაძიებელი კომპანია ჯგუფის წევრია, ინფორმაცია ჯგუფის სტრუქტურის შესახებ; რ) კანონის 83-ე მუხლით განსაზღვრული ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა არ მოითხოვება, თუ ავტორიზაციის მაძიებელ კომპანიას დანიშნული ჰყავს ლიცენზირებული ან აღიარებული აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში, აქტივების მმართველი კომპანია, კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, ეროვნულ ბანკს წარუდგენს ავტორიზაციის მაძიებელ კომპანიასთან დადებულ აქტივების მართვის ხელშეკრულებას. 4. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის მიზნით, აქტივების მმართველმა კომპანიამ ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს წერილობით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1) და შემდეგი დოკუმენტები: ა) აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილება კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ბ) კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სადამფუძნებლო დოკუმენტი; გ) სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის  1​1 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი. 5. საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის მიზნით,  რეგისტრაციის მსურველმა კომპანიამ ან მის მიერ დანიშნულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს წერილობით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1) და შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტები: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ რეგისტრაციის მსურველი კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებულია, როგორც სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან კომანდიტური საზოგადოება; ბ) კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის მსურველი კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილება; გ) კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის მსურველი კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება) მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით; დ) ამ მუხლის მეორე პუნქტის „თ“-„კ“ და „მ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები; ე) კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის რეგულირების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნული პირების შესაბამისობას იმავე წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან; ვ) სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის  1​1 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა არ მოითხოვება, თუ რეგისტრაციის მსურველ კომპანიას დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში, აქტივების მმართველი კომპანია, კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, ეროვნულ ბანკს წარუდგენს რეგისტრაციის მსურველ კომპანიასთან დადებულ აქტივების მართვის ხელშეკრულებას. 7. საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებაზე უფლებამოსილად აღიარების  მოსაპოვებლად  უცხოურმა საინვესტიციო ფონდმა ან მის მიერ დანიშნულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ ეროვნულ ბანკს  უნდა მიმართოს წერილობით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1) და შემდეგი ინფორმაცია / დოკუმენტები: ა) უცხოური საინვესტიციო ფონდის მმართველი ორგანოს / აქტივების მმართველი კომპანიის ან ერთეულის მფლობელთა გადაწყვეტილება   საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების შესახებ; ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, ნებადართულია მისი ერთეულების შეთავაზება განუსაზღვრელი რაოდენობის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისათვის; გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ უცხოური საინვესტიციო ფონდი ავტორიზებულია / ლიცენზირებულია / რეგისტრირებულია ან/და ექვემდებარება სულ მცირე ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს რეგულირებას/ზედამხედველობას; დ) დასტური  იმის შესახებ, რომ  უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომელსაც ექვემდებარება უცხოური საინვესტიციო ფონდი, სულ მცირე ადგენს საქართველოში არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს, კერძოდ, საჯარო შეთავაზების განხორციელებასთან, ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან, მათ შორის პროსპექტის შინაარსის, ფორმატისა და გავრცელების შესახებ, ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციასთან, წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებთან, აქტივის წმინდა ღირებულების გამოთვლასთან, დეპოზიტარის ფუნქციებთან და არსებობის შემთხვევაში ერთეულების შესყიდვა/გამოსყიდვასთან დაკავშირებულ პერიოდულობასთან და პირობებთან მიმართებით. 8. საქართველოში კერძო შეთავაზების განხორციელებამდე უცხოური საინვესტიციო ფონდი ან მის მიერ დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია შეთავაზების თაობაზე აცნობოს ეროვნულ ბანკს და წერილობით ან ელექტრონული სახით მიაწოდოს მას შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტები: ა) უცხოური საინვესტიციო ფონდის სახელწოდება, აგრეთვე მისი აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელწოდება (მათი არსებობის შემთხვევაში); ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ უცხოური საინვესტიციო ფონდი ავტორიზებულია, ლიცენზირებულია, რეგისტრირებულია ან/და ექვემდებარება უცხოური საზედამხედველო ორგანოს  რეგულირებას / ზედამხედველობას; გ) უცხოური საინვესტიციო ფონდის მმართველი ორგანოს/აქტივების მმართველი კომპანიის ან ერთეულის მფლობელების გადაწყვეტილება საქართველოში კერძო შეთავაზების განხორციელების შესახებ; დ) ინფორმაცია უცხოური საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზების ან აპოსტილით დამოწმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტები ეროვნულ ბანკს შეიძლება წარედგინოს ინგლისურ ენაზე.  10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების მსურველს, დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის გარდა, დამატებით მოსთხოვოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა. 11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის სისწორისა და შესაბამისობის დასადასტურებლად. მუხლი 4🔗. გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციაზე, რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე 1. ეროვნული ბანკი საინვესტიციო ფონდის  ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების   შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეისწავლის წარმოდგენილი  დოკუმენტაციისა  და ინფორმაციის შესაბამისობას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. 2. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციისას ან რეგისტრაციისას ეროვნული ბანკი ემიტენტის (საინვესტიციო ფონდის)  შესაბამისი კლასის ერთეულ(ებ)ს ანიჭებს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების, ემისიის დამტკიცებული პროსპექტის და საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციის წესის“ შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი წესით ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება აგრეთვე ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებულ ყოველი ახალი კლასის ერთეულს (ერთეულებს). 3. ეროვნული ბანკი არ დააკმაყოფილებს  საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) განაცხადი ან/და წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება კანონით ან ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) აქტივების მმართველი კომპანიის ან იმ საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებს, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, არ აქვთ საკმარისად კარგი რეპუტაცია ან არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება, მათ შორის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის მიერ შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგიის  განხორციელებისთვის; გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ გააჩნია საკმარისი რესურსი ან შესაძლებლობა, რათა მომსახურება გაუწიოს იმ საინვესტიციო ფონდს, რომლის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი წარედგინა ეროვნულ ბანკს; დ) უცხოურ საინვესტიციო ფონდს, რომლის აღიარებაც მოითხოვება, შესაბამისი განაცხადით, ერთეულების შეთავაზება სამართლებრივად აქვს შეზღუდული იმ ქვეყანაში, სადაც იგი არის დაფუძნებული; ე) განაცხადის წარმდგენი უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილი არ არის მართოს ის ფონდი, რომლის ავტორიზაციასაც იგი ითხოვს შესაბამისი განაცხადით; ვ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ  კომპანიას ან აქტივების მმართველ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლებელია შეაფერხოს ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; ზ) უცხო ქვეყანა, სადაც აღიარების მსურველი უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ  არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში; თ) უცხოური საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის არ არსებობს შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ; ი) არსებობს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე  უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 4. თუ განმცხადებელი  ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია განაცხადის განხილვისათვის, ეროვნული ბანკი   განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. 5. ეროვნული ბანკი საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტაციის ან აღიარების თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს განმცხადებელს. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეროვნული ბანკი განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. ეროვნული ბანკის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტაციის ან აღიარების შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში განაცხადი დაკმაყოფილებულად არ ჩაითვლება. მუხლი 5🔗. ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტის   შედგენასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ავტორიზებული, აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა შეიცავდეს შეთავაზებული ინვესტიციისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესაფასებლად ინვესტორისთვის საჭირო ინფორმაციას. პროსპექტში ნათლად და  გასაგები ენით უნდა იყოს ახსნილი საინვესტიციო ფონდის რისკის პროფილი. 2. პროსპექტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. პროსპექტი არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც ეროვნული ბანკის  რეკომენდაცია ან დასკვნა პროსპექტის შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ. 3. პროსპექტი უნდა შეიცავდეს დანართი №2-ით განსაზღვრულ ინფორმაციას. 4. პროსპექტში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის  მითითება აუცილებელი არ არის, თუ მას შეიცავს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, რომელიც თან ერთვის პროსპექტს. 5. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი პროსპექტის განუყოფელი ნაწილია და თან უნდა ერთოდეს მას. სადამფუძნებლო დოკუმენტის  პროსპექტზე თანდართვა სავალდებულო არ არის, თუ ინვესტორისათვის ცნობილია, რომ მოთხოვნის შემთხვევაში მას გაეგზავნება აღნიშნული დოკუმენტი ან ეცნობება ადგილი, სადაც შეუძლია გაეცნოს მას. 6. პროსპექტში ინფორმაცია შესაძლებელია ჩართული იქნეს მანამდე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ან ინფორმაციაზე მითითებით, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ჩართული ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა. კერძოდ, პროსპექტში აღნიშნული უნდა იყოს მითითებათა ჩამონათვალი, რათა ინვესტორებმა შეძლონ ინფორმაციის მარტივად იდენტიფიცირება, აგრეთვე უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წყარო (შესაბამისი ვებგვერდის მისამართების ჩათვლით), გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემი. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი. 7. პროსპექტში შეტანილი ძირითადი ინფორმაცია უნდა  განახლდეს. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტში ცვლილება უნდა განხორციელდეს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება 1.საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია წინასწარ წერილობით შეატყობინოს ეროვნულ ბანკს საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი  ცვლილების განხორციელების შესახებ, თუ ეს ცვლილება ეხება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს, მათ შორის: ა) სადამფუძნებლო დოკუმენტის ცვლილებას; ბ) პროსპექტის ან ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის  ცვლილებას; გ) აქტივების მმართველი კომპანიის დანიშვნას ან გათავისუფლებას;  დ) სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნას ან გათავისუფლებას; ე) სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ცვლილებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება საჭიროებს ეროვნული ბანკის წინასწარ თანხმობას. ეროვნული ბანკი ცვლილების განხორციელების შესახებ თანხმობას ან უარს გასცემს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე. გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც ეროვნული ბანკის პირდაპირი თანხმობა აუცილებელია საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ცვლილების განსახორციელებლად, თანხმობა გაცემულად ჩაითვლება, თუ ეროვნული ბანკი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელს არ აცნობებს ცვლილების განხორციელებაზე უარს. 3. ეროვნული ბანკისგან მიღებული თანხმობის შემთხვევაში, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს სადამფუძნებლო დოკუმენტსა და პროსპექტში  განსახორციელებელი ცვლილების გამოქვეყნება წინასწარ საჯაროდ, რა შემთხვევაშიც იგი ძალაში შეიძლება შევიდეს გამოქვეყნებიდან არაუადრეს ორი თვის გასვლისა. გამოქვეყნება სავალდებულო არ არის, თუ ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ყველა ერთეულის მფლობელს ხანგრძლივი მატარებლის საშუალებით მიეწოდება. ასეთ შემთხვევაში, ეს ცვლილება ძალაში შეიძლება შევიდეს ყველა ერთეულის მფლობელისათვის შეტყობინებიდან არაუადრეს 30 დღის გასვლისა. მუხლი 7🔗. UCITS-ის მიერ საქმიანობის განხორციელების დამატებითი მოთხოვნები კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, UCITS-ის მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებისა და მასთან დაკავშირებული რისკების მართვის დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის დანართი №3-ით დადგენილი  მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 8🔗. ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის მიერ ანგარიშგებების მომზადებასთან, წარდგენასთან და ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებები 1. ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ან აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებულია შეადგინოს, ეროვნულ ბანკში წარადგინოს და გამოაქვეყნოს საინვესტიციო ფონდის წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.  2. წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებში, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ასახული უნდა იყოს: ა) მიმოქცევაში არსებული ერთეულების რაოდენობა; ბ) ერთეულის წმინდა ღირებულება; გ) პორტფელთან დაკავშირებული სრული ან შემოკლებული ანგარიში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საინვესტიციო ფონდის წმინდა აქტივების 5 პროცენტზე მეტი სიდიდის რისკის პოზიციების შესახებ და განასხვავებს ერთმანეთისგან სხვადასხვა ტიპის ინვესტიციებს და თითოეულ ინვესტიციას აანალიზებს ყველაზე უფრო შესაფერისი კრიტერიუმების გამოყენებით, საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის გათვალისწინებით (მაგ., გეოგრაფიული, ეკონომიკური ან სავალუტო კრიტერიუმებით)  პროცენტულ ხვედრით წილს წმინდა აქტივებიდან; განცხადებაში მითითებული უნდა იყოს თითოეული ინვესტიციის ხვედრითი წილი მთლიანი წმინდა აქტივებიდან; დ) საანგარიშო პერიოდის მიხედვით პორტფელის ცვლილებების ანგარიში. იმისათვის, რათა ერთეულის მფლობელებმა ადვილად შეძლონ საინვეტიციო ფონდის აქტივების განკარგვით გამოწვეული ცვლილებები, ანგარიშში მხოლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა იქნეს ასახული. მნიშვნელოვანია ისეთი ცვლილება, როდესაც ფასიანი ქაღალდ(ებ)ის (შესყიდვის ჯამური ფასი  აღემატება შესაბამის პერიოდში განხორციელებული შესყიდვების ჯამური ღირებულების 1%-ს, აგრეთვე როდესაც გასხვისების ჯამური ფასი აღემატება შესაბამის პერიოდში განხორციელებული გაყიდვების 1%-ს. ანგარიშში მოცემული უნდა იყოს სულ მცირე 20 ყველაზე მაღალი ფასის შესყიდვისა და გაყიდვის ტრანზაქციები; ე) საბაზრო ღირებულებით გაანგარიშებული ღია პოზიციები დერივატივებში; ვ) საინვესტიციო ფონდის რისკის პროფილი; ზ) ყველაზე რელევანტურ რისკებთან მიმართებით საინვესტიციო ფონდის პორტფელის მგრძნობელობის შეფასების გზები; თ) დაირღვა თუ არა, ან მოსალოდნელია თუ არა დაირღვეს რისკის ლიმიტები; თუ საანგარიშო პერიოდში რისკის ლიმიტები დაირღვა, შესაბამისი გარემოებებისა და გატარებული საპასუხო ღონისძიებების აღწერა. 3. ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს მიმდინარე ანგარიშგება (შეტყობინება) არაუგვიანეს შესაბამისი მოვლენის დადგომიდან 3 სამუშაო  დღისა (თუ კანონით შეტყობინების განხორციელების სხვა ვადა არ არის განსაზღვრული), თუ: ა) საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია გადაწყვეტს შეაჩეროს ერთეულების გამოსყიდვა;  ბ) საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია გადაწყვეტს განაახლოს ერთეულების გამოსყიდვა; გ) დადგინდა, რომ საინვესტიციო ფონდის აქტივების/წმინდა აქტივების ან ერთეულების ღირებულების გამოთვლისას ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ხარვეზს/შეცდომას;  დ) დადგინდა, რომ პროსპექტი, სადამფუძნებლო დოკუმენტი ან ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია მნიშვნელოვან ხარვეზს/შეცდომას შეიცავს; ე) საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია გადაწყვეტს გაზარდოს საინვესტიციო ფონდის დასაშვები მაქსიმალური ლევერიჯის დონე; ვ) საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია გადაწყვეტს გაათავისუფლოს ან შეცვალოს გარე შემფასებელი. 4. ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მოამზადოს და შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით ეროვნულ ბანკში წარადგინოს მიმდინარე შეტყობინება  საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებით ერთ-ერთი შემდეგი  გადაწყვეტილების მიღებამდე გონივრულ ვადით ადრე: ა) საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია გადაწყვეტს განახორციელოს შერწყმა; ბ) საინვესტიციო ფონდი, როგორც ინვესტორი ფონდი, ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია გადაწყვეტს განახორციელოს ინვესტიცია ინვესტიციის მიმღებ ფონდში; გ) საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია გადაწყვეტს დანიშნოს გარე შემფასებელი. მუხლი 9🔗. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების ანგარიშგებების მომზადების და წარდგენის ვალდებულება 1. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ეროვნულ ბანკს წელიწადში ორჯერ, 31 დეკემბრისა და 30 ივნისის მდგომარეობით შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 დღისა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რაოდენობის შესახებ განახლებული ინფორმაცია, იმის მითითებით, თუ ინვესტორთა რომელ კატეგორიას (გაუთვითცნობიერებელ თუ გათვითცნობიერებულ ინვესტორებს) მიეკუთვნებიან ისინი; ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო სტრატეგიაში განხორციელებული ცვლილების (ასეთის არსებობისას) შესახებ ინფორმაცია; გ) იმ ინსტრუმენტების, აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, რომლებითაც საინვესტიციო ფონდი ძირითადად ახორციელებს ვაჭრობას/საქმიანობას და საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ძირითადი სფეროებისა და კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია. 2. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია შეადგინოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს მიმდინარე ანგარიშგება (შეტყობინება) არაუგვიანეს შესაბამისი მოვლენის დადგომიდან 3 სამუშაო დღის გასვლისა იმ შემთხვევაში, თუ: ა) საინვესტიციო ფონდის გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთა რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს; ბ) საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია დანიშნავს სპეციალიზებულ დეპოზიტარს. მუხლი 10🔗. ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება ეროვნული ბანკი უფლებამოსილია  საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას: ა) ამოიწურა საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად; ბ) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნულ ბანკს წარუდგინა თხოვნა საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმების შესახებ; გ) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება მოიპოვა ეროვნული ბანკისათვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე; დ) საინვესტიციო ფონდი აღარ აკმაყოფილებს ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს; ე) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები); ვ) ავტორიზაციის მიღებიდან, რეგისტრაციიდან ან აღიარებიდან 12 თვის განმავლობაში საინვესტიციო ფონდი არ ახორციელებს საქმიანობას ან მან საქმიანობა შეწყვიტა 6 თვეზე მეტი ვადით; ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ დანიშნული არ იქნა  სათანადო შემცვლელი  კანონის შესაბამისად; თ) საინვესტიციო ფონდი გახდა გადახდისუუნარო; ი) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; კ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ; ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევა. დანართი №1: ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარების განაცხადის ფორმა [თანდართული დანართი] დანართი №2: პროსპექტს უნდა ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა და თანმიმდევრობა: 1. თავფურცელი / ზოგადი მიმოხილვის ნაწილი ა) საინვესტიციო ფონდის და არსებობის შემთხვევაში – აქტივების მმართველის სახელწოდება, მითითება ერთობლივი ფონდია თუ საინვესტიციო კომპანია,  სამართლებრივი ფორმა (საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში)  და საიდენტიფიკაციო ნომერი (საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში); ასევე, ინფორმაცია ლიკვიდურობის პროფილის შესახებ; ბ) პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირების დასახელება, მათ მიერ დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი ხელმოწერები; გ) საინვესტიციო ფონდის ერთეულების ძირითადი მახასიათებლები; დ) პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირების მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ პროსპექტში წარმოდგენილ ინფორმაციაში შესულია მათთვის ცნობილი ყველა არსებითი ფაქტი და ადგილი არ ჰქონია ისეთი ინფორმაციის გამოტოვებას, რაც გავლენას მოახდენდა პროსპექტის შინაარსზე; ე) მითითება, რომ ინვესტორმა შესაძლოა დაკარგოს მთლიანი ინვესტირებული თანხა ან მისი ნაწილი; ვ) მითითება, რომ საინვესტიციო ფონდს შესაძლებელია დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ პროსპექტი შეცდომაში შემყვანია ან არაზუსტი, ან თუ არ იძლევა ძირითად ინფორმაციას, რათა დაეხმაროს ინვესტორებს მიიღონ გადაწყვეტილება, განახორციელონ თუ არა სახსრების ინვესტირება საინვესტიციო ფონდის ერთეულებში; ზ) შესაბამის შემთხვევაში გაფრთხილება, რომ პროსპექტის საფუძველზე შეთავაზებული პროდუქტი (ერთეულები) არ არის მარტივი და შესაძლებელია ინვესტორისთვის რთული იყოს მისი სწორად აღქმა და შეფასება; თ) შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია/აღიარება  არ შეიძლება იქნეს მიჩნეული პროსპექტის  შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ რეკომენდაციად ან დასკვნად “; ი) პროსპექტის ძალაში შესვლის თარიღი ან განახლების ბოლო თარიღი. 2.  დეტალური სარჩევი 3. რისკის ფაქტორები საინვესტიციო ფონდთან და მის ერთეულის ფლობასთან დაკავშირებული რისკის ფაქტორები. 4. ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის შესახებ ა) საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელწოდება, დაფუძნების თარიღი და ხანგრძლივობა (თუ საინვესტიციო ფონდი ან აქტივების მმართველი კომპანია შეზღუდული ხანგრძლივობით არის დაფუძნებული); ბ) ქოლგისებრი ფონდის შემთხვევაში, შესაბამის ქვეფონდებზე მითითება; გ) მითითება, თუ სად შეიძლება გაეცნოს ინვესტორი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტს, თუ იგი არ ერთვის პროსპექტს, და პერიოდულ ანგარიშებს; დ) ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ; ე) საინვესტიციო ფონდის აუდიტორ(ებ)ის და პროსპექტის მომზადებაში ჩართული მესამე პირების  ან ექსპერტების დასახელება, მისამართი, კვალიფიკაცია და არსებობის შემთხვევაში, მათი ინტერესი საინვესტიციო საქმიანობასთან მიმართებით; ვ) აქტივების მმართველი კომპანიის ან/და საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრთა ვინაობა, დაკავებული თანამდებობების მითითებით; ზ) ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანიის ან/და საინვესტიციო კომპანიის კაპიტალის შესახებ; თ) ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის მიერ აქტივების მმართველი კომპანიისათვის, სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ან მესამე პირებისათვის გასაცემი ანაზღაურების გაანგარიშებისა და ოდენობის, აგრეთვე მათთვის ასანაზღაურებელი ხარჯების შესახებ; საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში – ასევე ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრებისათვის გასაცემი ანაზღაურების გაანგარიშებისა და ოდენობის, აგრეთვე მათთვის ასანაზღაურებელი ხარჯების შესახებ; ი) ინფორმაცია სპეციალიზებული დეპოზიტარისა და იმ პირების შესახებ, რომლებიც დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ასრულებენ საინვესტიციო ფონდის ფინანსური ინსტრუმენტების შენახვისა და აღრიცხვის ფუნქციას; კ) ინფორმაცია წარსულში საინვესტიციო ფონდის შემოსავლიანობის შესახებ  (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) მარეგულირებელი ჩარჩოს მიმოხილვა,  რომელიც ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე და მის მიერ განსახორციელებელ ინვესტიციებზე; მ) ინფორმაცია თითოეული მნიშვნელოვანი ხელშეკრულების შესახებ, რომელიც უკავშირდება არსებით ფაქტს და რომლის მხარეცაა საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია; ნ) ინფორმაცია პროფესიული დაზღვევის შესახებ (არსებობის შემთხვევაში); ო) ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის გარეშემფასებლის (არსებობის შემთხვევაში) და აუდიტორის შესახებ. 5. ინფორმაცია საინვესტიციო მიზნების, პოლიტიკისა და შეზღუდვების შესახებ ა) საინვესტიციო ფონდის მოგების განსაზღვრისა და გამოყენების წესები; ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო მიზნებისა და პოლიტიკის აღწერა (მათ შორის, იმის მითითება, არის თუ არა საინვესტიციო ფონდი რომელიმე ეკონომიკურ სექტორში ან გეოგრაფიულ რეგიონში ინვესტიციის განხორციელებაზე კონცენტრირებული), აგრეთვე საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებული შეზღუდვები და იმ ტექნიკაზე, ინსტრუმენტებზე ან სესხის აღების უფლებაზე მითითება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საინვესტიციო ფონდის მართვისას; ასევე: ბ.ა) იმ აქტივების/ფინანსური ინსტრუმენტების აღწერა (კატეგორია), რომლებშიც საინვესტიციო ფონდმა შეიძლება განახორციელოს ინვესტირება; ბ.ბ) საინვესტიციო ფონდის აქტივების წილი, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია ინვესტირება შესაბამისი აღწერილობის (კატეგორიის) აქტივებში/ფინანსურ ინსტრუმენტებში; ბ.გ) ნებადართული ტრანზაქციების აღწერა; ბ.დ)  საინვესტიციო ფონდის მაქსიმალური რისკის პოზიცია თითოეულ პირთან/პირთა ჯგუფთან მიმართებით; ბ.ე)  საინვესტიციო ფონდისთვის პირზე/პირთა ჯგუფზე საკუთრების/ფლობის ან კონტროლის მაქსიმალური ნებადართული კონცენტრაცია; ბ.ვ)  მოთხოვნები საინვესტიციო ფონდთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირებთან (მათ შორის, აქტივების მმართველი კომპანიის მართვის ქვეშ მყოფ საინვესტიციო ფონდებთან) დადებული გარიგებებისათვის; ბ.ზ) რისკების მართვასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები; ბ.თ) დერივატივში ინვესტირების მიზნობრიობა და დერივატივის ხელშეკრულებაში კონტრაჰენტის მიმართ აღებული რისკის პოზიციის ლიმიტი; ბ.ი) საინვესტიციო ფონდის ლევერიჯის ხარისხობრივი და რაოდენობრივი პარამეტრები, ასევე, ლევერიჯის გამოთვლის წესის/მეთოდოლოგიის ნებისმიერი საბოლოო ცვლილება; გ) საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების შეფასების წესები, პროცედურები, სიხშირე და ინვესტორთათვის ინფორმაციის მიწოდების არხები/საშუალებები; დ) საინვესტიციო ფონდის რისკების შეფასების, მათ შორის საინვესტიციო ფონდის რისკის პოზიციის (კონცენტრაციის ლიმიტების) დაანგარიშების სიხშირე, წესები და პროცედურები. 6. ერთეულებთან დაკავშირებული ინფორმაცია ა) საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული დაბეგვრის სისტემის მოქმედების რელევანტურ მოკლე მიმოხილვას ერთეულის მფლობელებისთვის; ბ) ერთეულების ტიპების და ძირითადი მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია, აგრეთვე, მითითება იმ საფონდო ბირჟაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ, ან სადაც იგეგმება მათი დაშვება; გ) ერთეულების გამოშვებისა და განთავსების პირობები და პროცედურა; დ) ერთეულების გამოსყიდვის პირობები და პროცედურა, ასევე იმ გარემოებათა შესახებ ინფორმაცია, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოსყიდვის პროცესი შეჩერებულ იქნეს; აგრეთვე, ქოლგისებრი ფონდის შემთხვევაში – ერთეულის მფლობელის მიერ ერთი ქვეფონდიდან სხვა ქვეფონდში გადასვლის პირობები და პროცედურა; ე) ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების/განთავსებისა და გამოსყიდვის ფასების განსაზღვრის შესახებ, მათ შორის, მათთან დაკავშირებული საკომისიოები და ხარჯები; ვ) ტიპური ინვესტორების პროფილის აღწერილობა, რომელთათვისაც განკუთვნილია საინვესტიციო ფონდი; ზ) ინფორმაცია შესაძლო საკომისიოებისა და ხარჯების (ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა) შესახებ, რომელთა გადახდა შესაძლებელია დაეკისროს, ერთი მხრივ, ერთეულის მფლობელებსა და, მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდს. დანართი №3: UCITS-ისთვის ნებადართული ინვესტიცია და დაკავშირებული მოთხოვნები UCITS-ის მიერ ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები 1. UCITS-ს ეკრძალება განახორციელოს საკუთარი აქტივების 5 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ერთისა და იმავე ემიტენტის მიერ გამოშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში. ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტები არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის აქტივების 20%-ს. 2. UCITS-ის მიერ არასაბირჟო დერივატივის ხელშეკრულებაში კონტრაჰენტის მიმართ აღებული რისკის პოზიცია არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს, თუ კონტრაჰენტი კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკია, ხოლო სხვა  შემთხვევებში - UCITS-ის აქტივების 5 პროცენტს. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი ინდივიდუალური შეზღუდვების მიუხედავად, UCITS-ს არა აქვს უფლება, გააერთიანოს ინვესტიციები მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, დეპოზიტებსა და არასაბირჟო დერივატივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკის პოზიციებში იმგვარად, რომ აღნიშნულმა გამოიწვიოს მისი აქტივების 20 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტირება ერთ პირში. 4. მიუხედავად ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, UCITS-ს შეუძლია განახორციელოს საკუთარი აქტივების 100 პროცენტამდე ოდენობის ინვესტიცია სხვადასხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებსა და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, რომლებიც გამოშვებული ან გარანტირებულია საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, უცხო ქვეყნის ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრიცაა საქართველო. ასეთ შემთხვევაში UCITS-ის ერთეულის მფლობელები იმ UCITS-ის ერთეულის მფლობელების ეკვივალენტურად უნდა იყვნენ დაცული, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული UCITS-ის პორტფელი უნდა შედგებოდეს სულ მცირე ექვსი სხვადასხვა ემისიის ფარგლებში გამოშვებული მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდებისგან, თითოეული ემისიის მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში განხორციელებული ინვესტიცია კი არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის საერთო აქტივების 30 პროცენტს. 5. UCITS-ს უფლება აქვს შეიძინოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული UCITS-ის ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეულები, თუ თითოეულ ფონდში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა არ აჭარბებს მისი აქტივების 20 პროცენტს. საინვესტიციო ფონდის ერთეულებში (გარდა UCITS-ის ერთეულებისა) განხორციელებული ინვესტიციის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საკუთარი აქტივების 30%-ს. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის, კომპანიები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ ჯგუფს და რომლებთან დაკავშირებითაც მზადდება კონსოლიდირებული ანგარიშგება, ჩაითვლებიან ერთ ემიტენტად. 7. UCITS-მა არ უნდა შეიძინოს ხმის უფლების მქონე აქციები, რომლებიც შესაძლებელს მისცემს მას, რომ  მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ემიტენტის მმართველ ორგანოზე. 8. UCITS-ს უფლება აქვს ფლობდეს არაუმეტეს: ა) ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული ხმის უფლების არმქონე აქციების 10 პროცენტს; ბ) ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების 10 პროცენტს; გ) თითოეული UCITS-ის ან სხვა კოლექტიური საინვესტიციო სქემის ერთეულების 25 პროცენტს; დ) ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების 10 პროცენტს. 9. ამ დანართის მე-8 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებში დადგენილი ზღვრული ოდენობები შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული შეძენის დროს, თუ ამ დროისათვის სავალო ფასიანი ქაღალდების, ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების საერთო რაოდენობის, ან შესაბამისი ფასიანი ქაღალდების წმინდა ღირებულების გამოთვლა შეუძლებელია. 10. ამ დანართის მე-7-მე-9  პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ გავრცელდება შემდეგ ინსტრუმენტებზე: ა) მიმოქცევად ფასიან ქაღალდებზე და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებზე, რომლებიც გამოშვებულია ან გარანტირებულია საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის  ან მუნიციპალიტეტის, უცხო ქვეყნის ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრიცაა სახელმწიფო; ბ) UCITS-ის მფლობელობაში არსებულ იმ კომპანიის აქციებზე, რომელიც  დაფუძნებულია უცხო ქვეყანაში და რომელიც თავისი აქტივების ინვესტირებას ძირითადად ახდენს იმავე ქვეყანაში დაფუძნებული  ემიტენტების ფასიან ქაღალდებში, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად UCITS-ის მიერ აქციების ამგვარად ფლობა წარმოადგენს ერთადერთ გზას აღნიშნულ ქვეყანაში დაფუძნებულ ემიტენტებში ინვესტიციის განსახორციელებლად; გ) აქციებზე, რომელთაც ფლობს საინვესტიციო კომპანია  შვილობილი საწარმოების კაპიტალში,  რომელთა საქმიანობა მხოლოდ მართვა, რჩევის მიცემა ან შეთავაზებაა იმ ქვეყანაში, რომელშიც დაფუძნებულია შვილობილი საწარმო, ერთეულების გამოსყიდვასთან მიმართებით ერთეულის მფლობელების მოთხოვნით, მხოლოდ აღნიშნული საწარმოს ან საწარმოების სახელით.