სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერებს
2020 წლის 23 ოქტომბერს, დღის 15 საათზე, ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. №119-ში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, კომახიძის ქ. №119, IV სართული, სააქტო დარბაზი) გაიმართება სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:

1. 2019 წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);

2. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2021 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემების (ბიზნესგეგმის) დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);

3. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2020 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის დანიშვნის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე).

სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2020 წლის 16 ოქტომბერი;

აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 14 საათიდან.

კრებაში მონაწილეობის უფლებისა და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის დადგენის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 74ა; ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 11 (საკონტაქტო პირი – ლუიზა ჩიკაშუა, ტელეფონის ნომერი: 599 15-88-06).

 

სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორს გააჩნიათ შემდეგი სახის რეკომენდაციები (გადაწყვეტილების პროექტები):

1. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

  • დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2019 წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილი სახით.
  • 2. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

  • დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2021 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები (ბიზნესგეგმა) წარმოდგენილი სახით;
  • სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2021 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები განისაზღვროს 7,566,080 (შვიდი მილიონ ხუთას სამოცდაექვსი ათას ოთხმოცი) ლარით;
  • საზოგადოების ბიზნეს-გეგმაში არსებითი ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულის განხორციელების უფლება დირექტორს ექნება მხოლოდ მისი სათანადო დასაბუთებისა და სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში.
  • 3. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

  • დაევალოს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორს 2020 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის არჩევა მოხდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ტენდერის გამოცხადების საშუალებით.
  •  

    სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორატი.