ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №103/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017962
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,371 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 23.08.2023 პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 91% 25.09.2017 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 09.08.2022 განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 91% 18.08.2017 პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი 91% 20.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №103/ნ 2020 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24​3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესი“. მუხლი 2🔗 დაევალოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, 2020 წლის 31 დეკემბრამდე ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შესაქმნელად. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაციების ელექტრონულ რეესტრში შეტანილ იქნეს მხოლოდ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ საფუძველზე შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი კვალიფიკაციები. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესი          თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვაზე, განვითარებაზე, მონიტორინგზე, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნასა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ ორგანოს, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, ასევე კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესს. მუხლი 2🔗. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვაზე, განვითარებასა და მონიტორინგზე, ასევე კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი ორგანო სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს (შემდგომში – ჩარჩო) მართვაზე, განვითარებასა და მონიტორინგზე, ასევე კვალიფიკაციების ელექტრონული რეეტრის შექმნასა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი ორგანო. თავი II  ჩარჩოს მართვა და განვითარება მუხლი 3🔗.  ჩარჩოს მართვისა და განვითარების საკითხები ჩარჩოს მართვა და განვითარება მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ჩარჩოს სტრუქტურისა და შინაარსის შემდგომ განვითარებას; ბ) სწავლის შედეგებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაბამისი კვალიფიკაციების შემუშავების ხელშეწყობას; გ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კვალიფიკაცი(ებ)ის ელექტრონულ რეესტრში შეტანას, რითაც დასტურდება მისი ჩარჩოს ნაწილად აღიარება (ჩარჩოში ჩართვა); დ) საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე არსებული კვალიფიკაციების შესახებ; ე) უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA)  ან/და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) თავსებადობის დადგენის მიზნით, თვითშეფასების დოკუმენტის შემუშავებას დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით. მუხლი 4🔗. ჩარჩოს სტრუქტურასა და შინაარსში ცვლილების შეტანის წესი ჩარჩოს  სტრუქტურასა და შინაარსში ცვლილების შეტანა, მისი შემდგომი განვითარების მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს: ა) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს ჩარჩოს ტერმინოლოგიის/მიზნის ცვლილებას, აგრეთვე, ახალი კვალიფიკაცი(ებ)ის (მათ შორის, ტიპური კვალიფიკაცი(ებ)ის) შემოღებას ან არსებული კვალიფიკაციის (მათ შორის, ტიპური კვალიფიკაციის) შეცვლას ან გაუქმებას ან/და ჩარჩოს დონეების რაოდენობის ან/და ჩარჩოს აღმწერის ელემენტების ცვლილებას; ბ) ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრული  ჩარჩოს მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს ჩარჩოს დონეების აღმწერების ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასა და განახლებას; გ) უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს (QF-EHEA)  ან/და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოში (EQF-LLL) განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე. მუხლი 5🔗. სწავლის შედეგებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაბამისი კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობა 1. საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის საფუძველზეც ხდება კვალიფიკაციის მინიჭება, აღწერილი უნდა იყოს სწავლის შედეგებით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ჩარჩოს ერთ-ერთი დონის განზოგადებულ სწავლის შედეგებთან ან/და საგანმანათლებლო სტანდარტთან.  2. ამ წესის მიზნებისთვის საგანამანათლებლო სტანდარტს წარმოადგენს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი (არსებობის შემთხვევაში). 3. ჩარჩოს, საგანმანათლებლო სტანდარტისა და საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდება დეტალიზაციის ხარისხით. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები არის ყველაზე კონკრეტული და დაკავშირებულია სწავლის სფეროსთან. სწავლის სფეროს უკავშირდება ასევე საგანმანათლებლო სტანდარტი, თუმცა, მასში აღწერილი სწავლის შედეგები საგანმანათლებლო პროგრამაში აღწერილ სწავლის შედეგებზე ზოგადია. ამასთან, საგანმანათლებლო სტანდარტი აკონკრეტებს და აზუსტებს ჩარჩოს სწავლის შედეგებს. ჩარჩოს დონის აღმწერები  არის ზოგადი, ნეიტრალური და არ აღწერს სწავლის ან/და დასაქმების რომელიმე სფეროს. ჩარჩოთი  განისაზღვრება შესაბამისი დონის მინიმალური და განზოგადებული სწავლის შედეგები. 4. საგანმანათლებლო პროგრამის და მისი შესაბამისი კვალიფიკაციის სწავლის შედეგების შესაბამისობა ჩარჩოს დონის აღმწერთან, აგრეთვე, საგანმანათლებლო სტანდარტის სწავლის შედეგების შესაბამისობა ჩარჩოს დონის აღმწერთან განისაზღვრება ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მეთოდოლოგიის საფუძველზე. 5. სწავლის შედეგებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაბამისი კვალიფიკაციების შემდგომი განვითარებისათვის, ცენტრი: ა) ახორციელებს კოორდინირებულ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულირებადი პროგრამების მარეგულირებელ ორგანოებთან საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების, შემდგომი განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ახორციელებს კოორდინირებულ საქმიანობას საერთაშორისო დონეზე რეგულირებადი პროფესიების შესაბამის დარგობრივ სახელმწიფო უწყებებთან და არსებობის შემთხვევაში პროფესიულ ასოციაციებთან, საერთაშორისო დონეზე არსებული რეგულირებადი პროფესიებისთვის დადგენილი მინიმალური მომზადების პირობების გათავლისწინებით, ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების, შემდგომი განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით; გ) ხელს უწყობს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და  სწავლის შედეგებზე დაფუძნებული პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შემუშავებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) უმაღლესი/პროფესიული განათლების საგანმანათლებლო სტანდარტის (უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი) შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, ქმნის და ადმინისტრირებას უწევს უმაღლესი/პროფესიული განათლების დარგობრივ სამუშაო ჯგუფებს.  მუხლი 6🔗. კვალიფიკაციების ჩართვა ჩარჩოში 1. განათლების ქვესისტემის (ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება) საგანმანათლებლო პროგრამებისა და მათი შესაბამისი კვალიფიკაციების ზოგადი დასახელებების ჩარჩოს დონეებთან ურთიერთკავშირი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. კანონმდებლობით კვალიფიკაციების ზოგადი დასახელების განსაზღვრა ჩარჩოს დონეების მიხედვით, არ ნიშნავს კონკრეტული დასახელების მქონე კვალიფიკაციის ჩარჩოში ავტომატურ ჩართვას. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის ზოგადი დასახელება ქმნის საფუძველს საგანმანათლებლო პროგრამების და მისი შესაბამისი კონკრეტული დასახელების მქონე კვალიფიკაციების შესამუშავებლად. 3. საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების და ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესაბამისი კვალიფიკაციების ჩარჩოში ჩართვა ხორციელდება მხოლოდ გარე ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც შესაბამისობაშია 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული „ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ დოკუმენტითა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოთი (EQF-LLL) დადგენილ  ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებთან.  4. გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების პროცესში,  კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის და მისი შესაბამისი კვალიფიკაციის სწავლის შედეგის შესაბამისობა საგანმანათლებლო სტანდარტთან ან/და ჩარჩოს ერთ-ერთი დონის აღმწერთან, დგინდება ცენტრის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის საფუძველზე. 5. უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების კონკრეტული კვალიფიკაციების ჩარჩოში ჩართვა ხდება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად. მუხლი 7🔗. კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესი 1. კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, იქმნება კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრი. 2. კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრი წარმოადგენს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სერვერზე განთავსებულ მონაცემთა ბაზას, რომელიც აერთიანებს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას და მასში ინფორმაციის შეტანის/დამუშავების/ამოღების მიზნით ავტორიზებული მომხმარებლები იყენებენ სპეციალურად შექმნილ აპლიკაციებს. 3. კვალიფიკაციების ელექტრონულ რეესტრში კონკრეტული კვალიფიკაციის შეტანის მიზნით, ცენტრი მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს (EQF-LLL) მეექვსე დანართის მიხედვით და ეროვნული საჭიროებების გათვალისწინებით, შეიმუშავებს რეესტრში კვალიფიკაციების ასახვისთვის საჭირო სარეგისტრაციო ფორმას (შემდგომში –კვალიფიკაციის რეგისტრაციის ფორმა). კვალიფიკაციის რეგისტრაციის ფორმა საერთოა ყველა კონკრეტული კვალიფიკაციისთვის, თუმცა, ასარჩევი და საერთო ველები შესაძლებელია განსხვავებული იყოს განათლების ქვესისტემების (ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება) და ასევე, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების კვალიფიკაციებისათვის. კვალიფიკაციის რეგისტრაციის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ბრძანებით. 4. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი დაწესებულების მიერ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმის განხორციელების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, კვალიფიკაციების ელექტრონულ რეესტრში თითოეული კვალიფიკაციის შეტანის მიზნით, სრულყოფილად შევსებული, დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული კვალიფიკაციის რეგისტრაციის ფორმა ეგზავნება ცენტრს. 5. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს კვალიფიკაციის რეგისტრაციის ფორმაში ასახულ ინფორმაციას. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრი კვალიფიკაციების ელექტრონულ რეესტრში არეგისტრირებს კონკრეტულ კვალიფიკაციას/კვალიფიკაციებს. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ცენტრის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. მუხლი 8🔗. ინფორმაციის გავრცელება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე 1. ცენტრი ახორციელებს დაინტერესებული პირების ინფორმირებას ჩარჩოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით ცენტრი: ა)  ორგანიზებას უკეთებს ან/და ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს; ბ) გასცემს კონსულტაციებს; გ) შეიმუშავებს ჩარჩოს განვითარებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს; დ) შეიმუშავებს ჩარჩოს სახელმძღვანელოს და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას. 2. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) ან/და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA) შედარების მიზნით ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითშეფასება შესაბამისი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით და უზრუნველყოს ჩარჩოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო დონეზე. თავი III  ჩარჩოს მონიტორინგი მუხლი 9🔗.  მონიტორინგის განხორციელების ვადები და პირობები 1. ცენტრი ახორციელებს ჩარჩოს მონიტორინგს 5 წელიწადში ერთხელ. 2. მონიტორინგის მიზანია ჩარჩოს შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. მონიტორინგის მეშვეობით შესასწავლი საკითხები დეტალურად აღიწერება მონიტორინგის გეგმით, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩარჩოს მიზნებს, ჩარჩოს დონის აღმწერებს, ტერმინოლოგიას, კვალიფიკაციებს, კვალიფიკაციების შესაბამისი პროგრამების შემუშავებას, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის ფუნქციონირებას. მონიტორინგის განხორციელებისას შესწავლილ უნდა იქნას მიღწეული პროგრესი, დადგინდეს არსებული ხარვეზები, პრობლემები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები. 3. ჩარჩოს მონიტორინგის გეგმა განიხილება და თანხმდება ცენტრის დებულებით განსაზღვრულ მართვის ორგანოსთან. 4. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დგინდება მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები, მათ შორის, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებისაგან შემდგარი ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხი. 5. მონიტორინგის საფუძველზე, ჩარჩოს შემდგომი განვითარების მიზნით, შემუშავდება ჩარჩოს განვითარების აქტივობები, რომელიც აისახება  ცენტრის სამოქმედო გეგმაში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი