📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №590
სარეგისტრაციო კოდი 120160040.10.003.022310
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2020
matsne.gov.ge 555 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 06.10.2017 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ 78% 04.03.2024 ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 78% 28.02.2024 დმანისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ 77% 24.12.2025 სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი 77% 27.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №590 2020 წლის 23 სექტემბერი    ქ. თბილისი ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესი“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №68 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციას და მის შესაბამისად ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კოდირების წესს. 2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაცია 1. ინციდენტი და საგანგებო სიტუაცია, მათი წარმოქმნის ხასიათიდან გამომდინარე, იყოფა შემდეგ სახეებად: ა) ბუნებრივი; ბ) ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური). 2. ინციდენტი/საგანგებო სიტუაცია ბუნებრივი წარმოშობისაა, თუ მისი გამომწვევი წყარო საშიში ბუნებრივი მოვლენა ან პროცესია. ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ ინციდენტს/საგანგებო სიტუაციას წარმოადგენს ყველა ის შემთხვევა, რომელიც წარმოიშობა და ვითარდება ადამიანის საქმიანობის შედეგად. 3. საგანგებო სიტუაცია, მისი შედეგების, მისი ლიკვიდაციისათვის საჭირო რეაგირების ძალებისა და მატერიალური რესურსების რაოდენობის გათვალისწინებით, მისი ხასიათის, ადგილისა და საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მასშტაბის მიხედვით, შეიძლება იყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ან ეროვნული მნიშვნელობის. 4. საგანგებო სიტუაცია ადგილობრივი მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები. 5. საგანგებო სიტუაცია ეროვნული მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია: ა) რომლის მართვა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალებითა და საშუალებებით ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალებითა და საშუალებებით; ბ) რომლის ზეგავლენა შეიძლება გავრცელდეს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; გ) რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებას, საქართველოს „წითელ წიგნში“ ან „წითელ ნუსხაში“ შეტანილ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობებს; დ) რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკას ან გარემოს; ე) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია ხანგრძლივად გრძელდება; ვ) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია საერთაშორისო დახმარებას საჭიროებს. მუხლი 3🔗. ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის კოდის სტრუქტურა 1. ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ინციდენტი/საგანგებო სიტუაცია იყოფა კლასებად, ჯგუფებად და სახეობებად, წესის დანართ №1-ის შესაბამისად. 2. ინციდენტს და ადგილობრივი ან ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციას ენიჭება სათანადო კოდები, წესის დანართ №2-ის შესაბამისად. 3. ინციდენტის კლასიფიკაციის კოდის სტრუქტურა შედგება ოთხი ელემენტისგან: ინციდენტის კოდი (III), ინციდენტის კლასი, ინციდენტის ჯგუფი და ინციდენტის სახეობა, რაც ქმნის ინციდენტის კლასიფიკაციის ექვსნიშნა კოდს. 4. საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის კოდის სტრუქტურა შედგება ოთხი ელემენტისგან: საგანგებო სიტუაციის კოდი: ეროვნული დონე (I) ან ადგილობრივი დონე (II), საგანგებო სიტუაციის კლასი, საგანგებო სიტუაციის ჯგუფი და საგანგებო სიტუაციის სახეობა, რაც მთლიანობაში ქმნის საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის ექვსნიშნა კოდს. შენიშვნა: კოდირების მაგალითები ა) ინციდენტის კოდი: III – 10112: „III“ − ინციდენტის აღმნიშვნელი; „1“ − კლასის აღმნიშვნელი: ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ინციდენტი; „01“ − ჯგუფის აღმნიშვნელი: სატრანსპორტო ავარიები; „12“ − სახეობის აღმნიშვნელი: ავარიები შიდა სარეწ ნავთობსადენებზე; ბ) საგანგებო სიტუაციის კოდი: I – 10112: „I“ − საგანგებო სიტუაციის აღმნიშვნელი მისი დონის მიხედვით: ეროვნული დონე; „1“ − კლასის აღმნიშვნელი: ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაცია; „01“ − ჯგუფის აღმნიშვნელი: სატრანსპორტო ავარიები; „12“ − სახეობის აღმნიშვნელი: ავარიები შიდა სარეწ ნავთობსადენებზე.