საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2008 ძალადაკარგული 23.09.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№68
სარეგისტრაციო კოდი
120.160.040.10.003.001.012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 44, 24/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №68

2008 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ვ. გურგენიძე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღრავს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების (შემდგომში – საგანგებო სიტუაციები) შეფასებისა და საგანგებო სიტუაციების ზონის განსაზღვრის ერთიან წესებს.

    მუხლი 2. საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაცია

1. საგანებო სიტუაციების კლასიფიცირება დამოკიდებულია ამ სიტუაციებში დაზარალებული ხალხის რაოდენობაზე, მატერიალური დანაკარგების ოდენობაზე, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ფაქტორების გავრცელების საზღვრებზე. მისი სახეობა განისაზღვრება საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ზემდგომ ორგანოსთან შეთანხმებით და ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს.

2. საგანგებო სიტუაციები იყოფა შემდეგ სახეობებად: საობიექტო, ადგილობრივი, ტერიტორიული, ეროვნული და ტრანსსასაზღვრო. საგანგებო სიტუაციების კლასი, ჯგუფი და სახეობა განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების თანდართული კოდირების მიხედვით საგანებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიმდინარეობის პროცესში.

3. საობიექტო საგანგებო სიუტაციებს მიეკუთვნება სიტუაცია, რომლის გავრცელების ფარგლები არ სცდება საწარმოო და სოციალური დანიშნულების ობიექტის ტერიტორიის საზღვრებს, ან სატრანსპორტო ავარიები, რომელთა შედეგების ლიკვიდაციისათვის საკმარისია აღნიშნული ობიექტის სახანძრო-სამაშველო ძალები და საშუალებები, ხოლო დამხმარე ძალები ორ ეკიპაჟს არ აღემატება.

4. ადგილობრივი საგანგებო სიუტაციებს მიეკუთვნება სიტუაცია, რომლის გავრცელების ფარგლები არ სცდება დასახლებული პუნქტის (ქალაქის, მუნიციპალიტეტის) საზღვრებს, ხოლო მისი შედეგების ლიკვიდაციისავთის საკმარისია აღნიშნული დასახლებული პუნქტის (ქალაქის, რაიონის) სახანძრო-სამაშველო ძალები და საშუალებები, ხოლო დამხმარე ძალები ორ ეკიპაჟს არ აღემატება.

5. ტერიტორიულ საგანგებო სიტუაციებს მიეკუთვნება სიტუაცია, რომლის გავრცელების ფარგლები არ სცდება ავტონომიური რესპუბლიკის (ან რეგიონის) ადმინისტრაციულ საზღვრებს, ხოლო მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის საკმარისია აღნიშნული ავტონომიური რესპუბლიკის (ან რეგიონის) სახანძრო-სამაშველო ძალები და საშუალებები.

6. ეროვნულ საგანგებო სიტუაციებს მიეკუთვნება სიტუაცია, რომლის გავრცელების ფარგლები მოიცავს ორზე მეტი რეგიონის (ავტონომიური რესპუბლიკის და რეგიონის) საზღვრებს, ხოლო მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის გამოიყენება ქვეყნის სახანძრო-სამაშველო ძალები და საშუალებები.

7. ტრანსსასაზღვრო საგანგებო სიტუაციებს მიეკუთვნება საგანგებო სიტუაცია, რომლის დამაზიანებელი ფაქტორები სცდება საქართველოს საზღვრებს, ხოლო მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის გამოიყენება მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახანძრო-სამაშველო ძალები და საშუალებები.

    მუხლი 3. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის წესი

1. საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება შესაბამისი საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობით.

2. საობიექტო საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებითა და საშუალებებით, სადაც შექმნილია საგანგებო სიტუაცია, ხოლო სამუშაოთა წარმოების ხელმძღვანელობას ახორციელებს ამავე ორგანიზაციის მიერ შექმნილი საგანგებო შტაბი.

3. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ძალებითა და საშუალებებით, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია, ხოლო სამუშაოთა წარმოების ხელმძღვანელობას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფები.

4. ტერიტორიული საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება იმ ავტონომიური რესპუბლიკის ძალებითა და საშუალებებით, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია, ხოლო სამუშაოთა წარმოების ხელმძღვანელობას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული დანაყოფები.

5. ეროვნული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება ქვეყანაში არსებული ძალებითა და საშუალებებით, ხოლო სამუშაოთა წარმოების ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

6. საობიექტო, ადგილობრივი და ტერიტორიული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს, საკუთარი ძალებისა და საშუალებების უკმარისობის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შეუძლიათ დახმარებისათვის მიმართონ ზემდგომ შესაბამის ორგანოებს თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

7. ეროვნული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს, საკუთარი ძალებისა და საშუალებების უკმარისობის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დახმარებისათვის მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

8. ტრანსსასაზღვრო საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

9. საგანგებო სიტუაციების ზონაში საევაკუაციო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ზემდგომ ორგანოსთან შეთანხმებით.

10. სახანძრო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია ჩაითვლება დამთავრებულად.

11. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება მათი მონაწილე სამინისტროებისა და უწყებებისთვის წლიური საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

 

საგანგებო სიტუაციების კოდირება

საგანგებო ციტუაციების დასახელება

საგანგებო სიტუაციის

კოდი

კლასი

ჯგუფი

სახეობა

1

2

3

4

5

ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციები

 

1

 

 

სატრანსპორტო ავარიები (კატასტროფები)

 

 

01

 

სატვირთო მატარებლების ავარიები

10101

 

 

01

სამგზავრო მატარებლების ავარიები

10102

 

 

02

მეტროპოლიტენის მატარებლების ავარიები

10103

 

 

03

საზღვაო სატრანსპორტო გემებისა და თევზსარეწი გემების ავარიები

10104

 

 

04

სამდინარო სატრანსპორტო გემებისა და თევზსარეწი გემების ავარიები

10105

 

 

05

საზღვაო-სამგზავრო გემების ავარიები

10106

 

 

06

სამდინარო-სამგზავრო გემების ავარიები

10107

 

 

07

ავიაკატასტროფები აეროპორტებსა და დასახლებულ პუნქტებში

10108

 

 

08

ავიაკატასტროფები აეროპორტებისა და დასახლებული პუნქტების გარეთ

10109

 

 

09

სატრანსპორტო ავარიები ხიდებზე, სარკინიგზო გადასასვლელებსა და გვირაბებში

10110

 

 

10

ავარიები (კატასტროფები) საავტომობილო გზებზე (მსხვილი საავტომობილო კატასტროფები)

10111

 

 

11

ავარიები მაგისტრალურ მილსადენებზე

10112

 

 

12

ავარიები შიდასარეწ ნავთობსადენებზე

10113

 

 

13

ავარიები მცურავ საბურღ დანადგარებზე და საბურღ გემებზე

10114

 

 

14

ხანძრები, აფეთქებები, აფეთქების საფრთხეები

 

 

02

 

ხანძრები (აფეთქებები) შენობებში, კომუნიკაციებსა და სამრეწველო ობიექტების ტექნოლოგიურ აღჭურვილობებზე

10201

 

 

01

ხანძრები (აფეთქებები) ადვილად აალებადი, წვადი და ფეთქებადი ნივთიერებების დაზვერვის, მოპოვების, გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ობიექტებზე

10202

 

 

02

ხანძრები (აფეთქებები) ტრანსპორტზე

10203

 

 

03

ხანძრები (აფეთქებები) შახტებში, მაღაროებში, მიწისქვეშა და სამთო გამონამუშევრებში

10204

 

 

04

ხანძრები (აფეთქებები) მეტროპოლიტენის ობიექტებზე

10205

 

 

05

ხანძრები (აფეთქებები) საცხოვრებელ, საყოფაცხოვრებო და კულტურული დანიშნულების შენობებსა და ნაგებობებში

10206

 

 

06

ხანძრები (აფეთქებები) ბიოლოგიურად საშიშ ობიექტებზე

10207

 

 

07

ხანძრები (აფეთქებები) ქიმიურად საშიშ ობიექტებზე

10208

 

 

08

ხანძრები (აფეთქებები) რადიაციულად საშიშ ობიექტებზე

10209

 

 

09

აუფეთქებელი საბრძოლო მასალების აღმოჩენა

10210

 

 

10

ასაფეთქებელი ნივთიერებების, საბრძოლო მასალების აღმოჩენა (დაკარგვა)

10211

 

 

11

ხანძრები (აფეთქებები) ღია სივრცეში, ქუჩებში, ადამიანთა თავშეყრის ადგილებში (მიწისზედა ტრანსპორტის გაჩერებებზე, მეტროს სადგურების გამოსასვლელებში, ბაზრებში, პარკებში, სტადიონებსა და სხვა)

10212

 

 

12

ხანძრები (აფეთქებები) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე

10213

 

 

13

ხანძრები (აფეთქებები) მაგისტრალურ ნავთობ და გაზსადენებზე

10214

 

 

14

ხანძრები (აფეთქებები) მშენებარე ობიექტებზე

10215

 

 

15

ხანძრები (აფეთქებები) მსუბუქი ლითონის კონსტრუქციებით და წვადი თბოიზოლაციის გამოყენებით შესრულებულ შენობებსა და ნაგებობებში

10216

 

 

16

ხანძრები (აფეთქებები) ელექტროენერგეტიკულ სისტემებში

10217

 

 

17

ხანძრები (აფეთქებები) მიწისქვეშა გადასასვლელებში, საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების ქვეშ

10218

 

 

18

ხანძრები (აფეთქებები) საკულტო შენობებსა და დაწესებულებებში

10219

 

 

19

ტექნოგენური ხასიათის ტყის ხანძრები

10220

 

 

20

ავარიები ქიმიურად საშიში ნივთიერებების გაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით)

 

 

03

 

ავარიები ქიმიურად საშიში ნივთიერებების Gგაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით) მათი წარმოებისას, გადამუშავებისას ან შენახვისას (დამარხვისას)

10301

 

 

01

ავარიები ტრანსპორტზე ქიმიურად საშიში ნივთიერებების გაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით)

10302

 

 

02

ქიმიურად საშიში ნივთიერებების წარმოქმნა და გავრცელება ავარიის შედეგად დაწყებული ქიმიური რეაქციის შედეგად

10303

 

 

03

ავარიები საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებებით მათი წარმოებისას, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავებისას

10304

 

 

04

ქიმიურად საშიში ნივთიერებების წყაროების აღმოჩენა (დაკარგვა)

10305

 

 

05

მეთანისა და სხვა საშიში ნივთიერებების, გაზების მოულოდნელი გამოტყორცნა

10306

 

 

06

ნავთობისა და გაზის გამოთავისუფლება საბადოებზე (ნავთობისა და გაზის ღია შადრევნები)

10307

 

 

07

გარემოში მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება

 

 

04

 

მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება გრუნტში

10401

 

 

01

მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება ატმოსფეროში

10402

 

 

02

მიწისქვეშა და სამთო გამონამუშევრების ჰაერში

მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება

10403

 

 

03

მიწისქვეშა და სამთო გამონამუშევრების ჰაერში

რადიოაქტიური ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება

10404

 

 

04

მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება ზედაპირულ წყლებში

10405

 

 

05

მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება სასმელ წყალში

10406

 

 

06

მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება მიწისქვეშა წყლებში

10407

 

 

07

მიწისქვეშა წყლებში რადიოაქტიური ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება

10408

 

 

08

ავარიები რადიოაქტიური ნივთიერებების გამოტყორცნით (გამოტყორცნის საშიშროებით)

 

 

05

 

ავარიები რადიოაქტიური ნივთიერებების გამოტყორცნით (გამოტყორცნის საშიშროებით)

10501

 

 

01

ავარიები მაიონებელი გამოსხივების წყაროებით

10502

 

 

02

ავარიები ატომურ ელექტროსადგურებზე, საწარმოო და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების ატომურ ენერგეტიკულ დანადგარებზე რადიოაქტიური ნივთიერებების გამოტყორცნით (გამოტყორცნის საშიშროებით)

10503

 

 

03

ატომური დანადგარებიანი ან ბორტზე რადიოაქტიური ნივთიერების მქონე სატრანსპორტო საშუალებებისა და კოსმოსური აპარატების ავარიები

10504

 

 

04

ავარიები სამრეწველო და საცდელი ატომური აფეთქე-ბებისას, ავარიები რადიოაქტიური ნივთიერებების გამოტყორცნით (გამოტყორცნის საშიშროებით)

10505

 

 

05

ავარიები ატომური საბრძოლო მასალების შენახვის ადგილებში მათი ექსპლუატაციისას, განადგურებისას ან ტრანსპორტირებისას

10506

 

 

06

მაიონებელი გამოსხივების წყაროების აღმოჩენა (დაკარგვა)

10507

 

 

07

რადიოაქტიური ნარჩენების ავარიები

10508

 

 

08

ატომური ან რადიოლოგიური ავარიები სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, რომლებიც დაბინძურებით ემუქრება სახელმწიფოს ტერიტორიას

10509

 

 

09

ავარიები ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით)

 

 

06

 

ავარიები ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით) საწარმოებში და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში (ლაბორატორიებში)

10601

 

 

01

ავარიები ტრანსპორტზე ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით)

10602

 

 

02

ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების აღმოჩენა (დაკარგვა)

10603

 

 

03

შენობების, ნაგებობების, ქანების მოულოდნელი ჩამოქცევა

 

 

07

 

სატრანსპორტო კომუნიკაციების ელემენტების ჩამოქცევა

10701

 

 

01

საწარმოო დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების ჩამოქცევა

10702

 

 

02

საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო და კულტურული დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების ჩამოქცევა

10703

 

 

03

ქანებისა და სასარგებლო წიაღისეულის ჩამოქცევა სამთო გამონამუშევრებში, კარიერების ჩათვლით

10704

 

 

04

ავარიები მიწისქვეშა ნაგებობებზე

10705

 

 

05

ავარიები ელექტროენერგეტიკულ სისტემებში

 

 

08

 

ავარიები ჰიდროელექტროსადგურებზე

10801

 

 

01

ავარიები თბოელექტროსადგურებზე

10802

 

 

02

ავარიები ავტონომიურ ელექტროენერგეტიკულ სადგურებზე

10803

 

 

03

ავარიები სხვა ელექტროენერგეტიკულ სადგურებზე

10804

 

 

04

ავარიები ელექტროქსელებში

10805

 

 

05

სატრანსპორტო ელექტრული საკონტაქტო ქსელების მწყობრიდან გამოსვლა

10806

 

 

06

ქვეყნის ერთიანი ენერგოსისტემის მთლიანობის დარღვევა ან ნაწილებად დაყოფა

10807

 

 

07

ავარიები ავტონომიურ ელექტროსადგურებზე, ყველა მომხმარების ელექტრომომარაგების ხანგრძლივი შეწყვეტით

10808

 

 

08

ავარიები ელექტრო-ენერგეტიკულ სისტემებზე (ქსელებზე) ძირითადი მომხმარებლების ან ვრცელი ტერიტორიების ელექტრომომარაგების ხანგრძლივი შეწყვეტით

10809

 

 

09

ავარიები სასიცოცხლო უზრუნველყოფის კომუნალურ სისტემებში

 

 

09

 

ავარიები საკანალიზაციო სისტემებში, დამაბინძურებელი ნივთიერებების მასობრივი გამოთავისუფლებით

10901

 

 

01

ავარიები გათბობის (ცხელი წყლით მომარაგების) სისტემებში წელიწადის ცივ პერიოდში

10902

 

 

02

ავარია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემებზე

10903

 

 

03

ავარიები კომუნალურ გაზსადენებზე

10904

 

 

04

ავარიები კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სისტემებზე

 

 

10

 

ავარიები კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სისტემებზე

11001

 

 

01

ავარიები სამრეწველო გამწმენდ ნაგებობებზე

 

 

11

 

ავარიები სამრეწველო საწარმოების ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებში, რომლებიც მასობრივად გამოათავისუფლებენ დამაბინძურებელ ნივთიერებებს

11101

 

 

01

ავარიები სამრეწველო გაზების გამწმენდ დანადგარებზე, რომლებიც მასობრივ გამოათავისუფლებენ დამაბინძურებელ ნივთიერებებს

 

11102

 

 

02

ჰიდროდინამიკური ავარიები

 

 

12

 

კაშხლების (დამბების, ჩამკეტებისა და სხვა) გარღვევა დამანგრეველი ტალღისა და კატასტროფული დატბორვის წარმოქმნით

11201

 

 

01

კაშხლების (დამბების, ჩამკეტებისა და სხვა) გარღვევა დამანგრეველი წყალმოვარდნის წარმოქმნით

11202

 

 

02

წყლის ავარიული გაშვება ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავიდან ჰიდროკაშხლის გარღვევის საშიშროებასთან დაკავშირებით

11203

 

 

03

კაშხლების (დამბების, ჩამკეტებისა და სხვა) გარღვევა ვრცელ ტერიტორიაზე ნაყოფიერი მიწების ჩარეცხვით ან დაშლამვით

11204

 

 

04

მცურავი ქანების, პულპებისა და თიხოვანი მასის გარღვევა, აგრეთვე მოქმედი სამთო გამონამუშევრების დატბორვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას

11205

 

 

05

სანაპირო ზოლის გამორეცხვა შტორმული მოდენებით

11206

 

 

06

ავარიები ნავთობისა და გაზის სამრეწველო კომპლექსების სისტემებში

 

 

13

 

ავარიები საბურღ დანადგარებზე ნავთობისა და გაზის ღია შადრევნების წარმოქმნით

11301

 

 

01

ავარიები ჭაბურღილებზე ნავთობის, გაზის ან წყლის გამოთავისუფლებით

11302

 

 

02

ავარიები მოქმედ ჭაბურღილებზე ნავთობისა და გაზის ღია შადრევნების წარმოქმნით

11303

 

 

03

ავარიები დაკონსერვებულ ჭაბურღილებზე ნავთობისა და გაზის ღია შადრევნების წარმოქმნით

11304

 

 

04

ავარიები ნავთობბაზებსა და ნავთობსაცავებზე

11305

 

 

05

კოსმოსური ხასიათის საგანგებო სიტუაციები

 

 

14

 

უცხო სხეულის შეჯახება დედამიწასთან

11401

 

 

01

კოსმოსური მფრინავი აპარატებისა და მათი ნამსხვრევების ჩამოცვენა

11402

 

 

02

რადიაციული ვითარების გაუარესება დედამიწის სიახლოვეს კოსმოსურ სივრცეში

11403

 

 

03

ანომალიური ატმოსფერული მოვლენების წარმოქმნა

11404

 

 

04

ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციები

 

2

 

 

სახიფათო გეოფიზიკური მოვლენები

 

 

01

 

მიწისძვრები

20101

 

 

01

ვულკანის ამოფრქვევა

20102

 

 

02

სახიფათო გეოლოგიური მოვლენები

 

 

02

 

ტალახოვანი ვულკანის ამოფრქვევა

20201

 

 

01

მეწყერები

20202

 

 

02

ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა

20203

 

 

03

კარსტული ჩამოქცევა

20204

 

 

04

ღვარცოფი

20205

 

 

05

ფერდობული გამორეცხვა

20206

 

 

06

ლიოსისებრი ქანების დაჯდომა

20207

 

 

07

აბრაზია, ეროზია

20208

 

 

08

კურუმი

20209

 

 

09

სახიფათო მეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური მოვლენები

 

 

03

 

ქარიშხლები (9-11 ბალის)

20301

 

 

01

გრიგალები (12-15 ბალის)

20302

 

 

02

ქარიშხლები, ქარბორბალები

20303

 

 

03

გრიგალები

20304

 

 

04

ვერტიკალური გრიგალები

20305

 

 

05

მტვრის ქარიშხლები

20306

 

 

06

მსხვილი სეტყვა

20307

 

 

07

ძლიერი წვიმები (თავსხმა)

20308

 

 

08

კოკისპირული წვიმები

20309

 

 

09

ხანგრძლივი წვიმები

20310

 

 

10

ძლიერი თოვა

20311

 

 

11

თოვლის ძლიერი მიკვრა

20312

 

 

12

ძლიერი გაყინვა

20313

 

 

13

ძლიერი ქარბუქები

20314

 

 

14

ძლიერი მოყინულობა

20315

 

 

15

ძლიერი ყინვა

20316

 

 

16

ძლიერი სიცხე

20317

 

 

17

ძლიერი ნისლი

20318

 

 

18

გვალვა

20319

 

 

19

სუსხი

20320

 

 

20

ხორშაკი

20321

 

 

21

ძლიერი ჭექა-ქუხილი

20322

 

 

22

თოვლის ზვავები

20323

 

 

23

ტყის ხანძრების მომეტებული საფრთხე

20324

 

 

24

ზღვის სახიფათო ჰიდროლოგიური მოვლენები

 

 

04

 

ტროპიკული ციკლონი (ტაიფუნი)

20401

 

 

01

ცუნამები

20402

 

 

02

ძლიერი ღელვა

20403

 

 

03

ზღვის დონის ძლიერი ცვალებადობა

20404

 

 

04

ძლიერი მორევი პორტებში

20405

 

 

05

ადრეული ყინულსაფარი ან ნარჩილი

20406

 

 

06

ყინულების დაწნევა, ყინულების ინტენსიური დრეიფი

20407

 

 

07

გემებისა და საპორტო ნაგებობების შემოყინვა

20408

 

 

08

სანაპირო ყინულის მოწყვეტა

20409

 

 

09

გაუვალი (ძნელად გასავლელი) ყინული

20410

 

 

10

მცურავი საშუალებების შებოჭვა და მათი დაღუპვა ყინულის დაწნევით

20411

 

 

11

სახიფათო ჰიდროლოგიური მოვლენები

 

 

05

 

წყლის მაღალი დონე (წყალდიდობა)

20501

 

 

01

წყალდიდობა (წყალუხვობა)

20502

 

 

02

წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა

20503

 

 

03

ხერგილები

20504

 

 

04

წყალმცირობა

20505

 

 

05

წყლის დაბალი დონე

20506

 

 

06

ადრეული მოყინვა და ყინულის წარმოქმნა სანაოსნო წყალსაცავებსა და მდინარეებზე

20507

 

 

07

ინტენსიური ყინულსვლა

20508

 

 

08

სახიფათო ჰიდროგეოლოგიური მოვლენები

 

 

06

 

გრუნტის წყლების დაბალი დონე

20601

 

 

01

გრუნტის წყლების მაღალი დონე (შეტბორვა)

20602

 

 

02

ბუნებრივი ხანძრები

 

 

07

 

ტყის ხანძრები

20701

 

 

01

ველებისა და პურეულის მასივების ხანძრები

20702

 

 

02

ტორფული ხანძრები

20703

 

 

03

წვადი წიაღისეულის მიწისქვეშა ხანძრები

20704

 

 

04

ადამიანების გადამდები დაავადებები

 

 

08

 

ეგზოტიკური და განსაკუთრებით საშიში ინფექციების ერთეული შემთხვევები

20801

 

 

01

საშიში ინფექციების ჯგუფური შემთხვევები

20802

 

 

02

საშიში ინფექციების ეპიდემიური აფეთქებები

20803

 

 

03

ეპიდემიები

20804

 

 

04

პანდემიები

20805

 

 

05

ადამიანების საშიში ინფექციები დაუდგენელი ეტიოლოგიით

20806

 

 

06

ადამიანების მოშხამვა

 

 

09

 

ადამიანების მოშხამვა კვების პროდუქტების გამოყენების შედეგად

 

20901

 

 

01

ადამიანების მოშხამვა წყლის გამოყენების შედეგად

20902

 

 

02

ადამიანების მოშხამვა ტოქსიკური და სხვა ნივთიერებებით (შემთხვევითი ფაქტების გარდა)

20903

 

 

03

ადამიანების მოშხამვა ტოქსიკური და სხვა ნივთიერებებით (ჯგუფური შემთხვევები)

20904

 

 

04

ადამიანების მოშხამვა ტოქსიკური და სხვა ნივთიერებებით (მასობრივი შემთხვევები)

20905

 

 

05

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ინფექციური დაავადებები

 

 

10

 

ეგზოტიკური და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ერთეული შემთხვევები

21001

 

 

01

ენზოოტიები

21002

 

 

02

ეპიზოოტიები

21003

 

 

03

პანზოოტიები

21004

 

 

04

სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და წყლის ორგანიზმების (ჰიდრობიონტების) ინფექციური დაავადებები გამოუვლენი ეთიოლოგიებით

21005

 

 

05

წყლის ცხოველებისა და ჰიდრობიონტების ინფექციური დაავადებები

21006

 

 

06

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მასობრივი მოწამვლა

 

 

11

 

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მასობრივი მოწამვლა

21101

 

 

01

გარეული ცხოველების მასობრივი დაღუპვა

 

 

12

 

გარეული ცხოველების მასობრივი დაღუპვა

21201

 

 

01

სასოფლო-სამეურნეო მცენარეების დასნებოვნება დაავადებებითა და მავნებლებით

 

 

13

 

პანფიტოტია

 

 

 

 

პროგრესირებადი ეპიფიტოტია

21301

 

 

01

სასოფლო-სამეურნეო მცენარეების დაავადება გამოუვლენელი ეთიოლოგიებით

21302

 

 

02

მცენარეთა მავნებლების მასობრივი გავრცელება

21303

 

 

03

ხმელეთის (ნიადაგის, წიაღის, ლანდშაფტის) მდგომარეობის ცვლილებებთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციები

 

 

14

 

მიწის ზედაპირის კატასტროფული დაწევა, მეწყრები, ჩამოქცევები, რომლებიც გამოწვეულია წიაღისეულის მოპოვებისას წიაღის დამუშავებით და ადამიანის სხვა საქმიანობით

21401

 

 

01

ნიადაგის ინტენსიური დეგრადაცია, ნიადაგის ეროზიით, მარილიანობის მომატებით, დაჭაობებით გამოწვეული ვრცელი ტერიტორიების გაუდაბნოება

21402

 

 

01

სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების საცავების (ნაგავსაყრელების) გადავსებით და ამ მიზეზის გამო გარემოს დაბინძურებით გამოწვეული კრიტიკული სიტუაციები

 

21403

 

 

03

ატმოსფეროს (საჰაერო გარემოს) შემადგენლობისა და თვისებების ცვლილებასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციები

 

 

15

 

ანთროპოგენური საქმიანობის შედეგად გამოწვეული ამინდისა ან კლიმატის მკვეთრი ცვლილება

21501

 

 

01

ტემპერატურული ინვერსიები ქალაქების თავზე

21502

 

 

02

ჟანგბადის უკმარისობა ქალაქებში

21503

 

 

03

ქალაქის ხმაურის მაქსიმალურად დასაშვები დონის მნიშვნელოვანი გადაჭარბება

21504

 

 

04

მჟავური ნალექების მოსვლა

21505

 

 

05

ატმოსფეროს ოზონის ფენის დაშლა

21506

 

 

06

ატმოსფეროს გამჭვირვალობის მნიშვნელოვანი ცვლილება

21507

 

 

07

რადიაციის დონის მომატება

21508

 

 

08

ჰიდროსფეროს (წყლის გარემოს) მდგომარეობის ცვლილებებთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციები

 

 

16

 

წყლის მარაგების (წყაროების) გამოლევით, დაბინძურებით გამოწვეული სასმელი წყლის მკვეთრი უკმარისობა

21601

 

 

01

სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისა და ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველყოფისათვის საჭირო წყლის რესურსების გამოლევა

21602

 

 

02

ბიოსფეროს მდგომარეობის ცვლილებებთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციები

 

 

17

 

საცხოვრებელი გარემო პირობების ცვლილებებზე მგრძნობიარე ცხოველთა, მცენარეთა სახეობების გაქრობა

21701

 

 

01

მცენარეთა დაღუპვა ვრცელ ტერიტორიებზე

21702

 

 

02

განახლებადი რესურსების კვლავწარმოებაზე ბიოსფეროს უნარის მკვეთრი ცვლილება

21703

 

 

03

 

შენიშვნა:        

საგანგებო სიტუაციას ენიჭება ხუთციფრიანი კოდი (XXXXX), რომელიც ითვალისწინებს მის კლასს, ჯგუფსა და სახეობას.

საგანგებო სიტუაციის კოდის სტრუქტურა ყალიბდება შემდეგი სქემით:

                                X        XX     XX

 

                                                                        საგანგებო სიტუაციის სახეობა       

                                                                       

                                                                       საგანგებო სიტუაციის ჯგუფი

                                                                       

                                                                       საგანგებო სიტუაციის კლასი

 

მაგალითი:

საგანგებო სიტუაციის კოდი 10112.

1 – კლასი: ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაცია;

01 _ ჯგუფი: სატრანსპორტო ავარიები;

12 _ სახეობა: ავარიები მაგისტრალურ მილსადენებზე.