უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
დირექტორის
ბრძანება №02-1527/ო
2020 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განხორციელდეს ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში:
შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა ს“ (ს/კ 211385767ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9, ნაკვეთი 01/066) ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ს/კ 211385767 ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9, ნაკვეთი 01/066) და გაიცეს ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია".
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი N6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკას“ გენერალური დირექტორის გ. ინგოროყვას განცხადება N94714, 10.09.2020წ., და თანდართული დოკუმენტაცია.
დირექტორი ზაალ კაპანაძე