სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება № ს-44
2020 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადები დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეწარმეობის დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).
სსიპ – „აწარმოე საქართველოში“
დირექტორი მიხეილ ხიდურელი
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტოვობები და განხორციელების ვადები
|
№ |
განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი |
ღონისძიებების /აქტივობების |
|
1 |
განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება |
05.10.2020-18.10.2020 |
|
2 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა |
05.10.2020-08.11.2020 |
|
3 |
ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში |
12.11.2020-29.11.2020 |
|
4 |
ბიზნეს გეგმების მიღება |
12.11.2020-02.12.2020 |
|
5 |
ბიზნეს გეგმების შეფასება |
16.11.2020-06.12.2020 |
|
6 |
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან |
26.11.2020-16.12.2020 |
|
7 |
დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან |
21.12.2020-25.01.2021 |
|
8 |
ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება |
25.12.2020-29.01.2021 |
|
9 |
ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი |
04.01.2021-04.02.2021 |
|
10 |
ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა |
06.01.2021-10.02.2021 |
|
11 |
თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი |
25.02.2021-25.04.2021 |
|
12 |
დამატებითი ტრენინგები |
26.04.2021-30.05.2021 |
|
13 |
ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი |
01.09.2021-30.11.2021 |
|
14 |
ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი |
21.12.2020-30.11.2021
|