წინა რედაქცია (05.10.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის პრინციპები 1. შრომის ინსპექციის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. შრომის ინსპექციის სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: ა) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ბ) კანონიერება; გ) პროფესიონალიზმი; დ) კონფიდენციალურობის დაცვა.
Law of Georgia „ON THE LABOUR INSPECTION SERVICE“, მუხლი 4, №7178-Iს, 29.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 270160000.05.001.020211 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5003057/muxli-4/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია