1. შრომის ინსპექციის სამსახურს საკუთარი მიზნის მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება.
2. შრომის ინსპექციის სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონება, დაფინანსება და შემოსავლები სრულად ხმარდება შრომის ინსპექციის სამსახურის მიზნის მიღწევას და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განხორციელება