„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7190-Iს
სარეგისტრაციო კოდი
120260020.05.001.020206
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2020

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „გ3“ ქვეპუნქტი:

„გ3) არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი − შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ მას არ უსარგებლია სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ამ პუნქტის „გ1“ ან „გ2“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“;

ბ) „ე5“ ქვეპუნქტი:

„ე5) არის აპლიკანტი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე;“.

2. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე იქნება დათხოვნილი ამ კანონის 29-ე მუხლით ან 30-ე მუხლით (გარდა 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“−„გ3“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული პირობის წარმოქმნისას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 სექტემბერი 2020 წ.

N7190-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.09.2020.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.09.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №7190-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 120260020.05.001.020206.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7190-Iს, 29.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.020206 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5003075/