1. ცენტრალური სისტემა – სისტემა, რომელიც აგროვებს ინფორმაციას მეტრებისა (ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, რომელიც მოიცავს მონაცემებს მიღებული და გაცემული ფსონების შესახებ) და მოვლენების შესახებ. ცენტრალურ სისტემას შეიძლება ასევე ერქვას სათამაშო აპარატების ანგარიშგების სისტემა, სამორინეს მენეჯმენტის სისტემა ან ბრძანებისა და კონტროლის სისტემა.
2. ელექტრონული სამაგიდო თამაში – სათამაშო მოწყობილობის ტიპი, რომელიც იმიტირებს ტრადიციულ სამაგიდო თამაშებს (როგორიცაა მაგ. რულეტი და სხვა).
3. GAT – თამაშის ავთენტიფიკაციის ტერმინალის (GAT) პროტოკოლი, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო სათამაშო სტანდარტების ასოციაციის მიერ. GAT ახორციელებს სათამაშო მოწყობილობის ავთენტიკაციას GAT პორტში (შეერთების წყარო) შეერთებული კომპიუტერის მეშვეობით. ტესტის შედეგად მიღებული ჰეშის(ტრანზაქციის იდენტიფიკატორი) ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სატესტო ლაბორატორიის მონაცემებს.
4. ჯეკპოტის პლატფორმა – გარე მოწყობილობა, რომლიც შეერთებულია ერთ ან მეტ სათამაშო აპარატზე და ათავსებს მათზე საერთო ჯეკპოტს. ჯეკპოტი ივსება შეერთებულ სათამაშო აპარატზე განთავსებული ფსონების გარკვეული პროცენტით. ჯეკპოტი შეიძლება გაიცეს გარკვეული სიმბოლოების თანხვედრით ან შემთხვევითობის პრინციპით.
5. ლოგიკის დაფა – კომპიუტერული მოწყობილობა, რომელიც შედგება ცენტრალური გადამუშავების ელემენტით (CPU), შემთხვევითი წვდომის მეხსიერებით (RAM), გრაფიკის გადამუშავების ელემენტით (GPU) და მონაცემთა შენახვის საშუალებით (EPROM, მყარი დისკი, SD ბარათი და სხვა).
6. SAS – სათამაშო აპარატის ანგარიშგების სისტემა – სერიული საკომუნიკაციო პროტოკოლი, რომელიც გამოიყენება სათამაშო მოწყობილობების მიერ მეტრებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაციის ცენტრალურ სისტემაში მისაწოდებლად.