სს „გლდანის“ აქციონერთა განმეორებით საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „გლდანის“ აქციონერებს
მ ო ს ა წ ვ ე ვ ი
სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა განმეორებით საერთო კრებაზე
გაცნობებთ, რომ 2020 წლის 23 ოქტომბერს 14:00 საათზე მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. №2/9 -ში გაიმართება სს „გლდანის“ (ს/კ 209439099, შემდგომში „საზოგადოება“) აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრება.
გატყობინებთ, რომ აქციონერთა საერთო კრება გაიმართა 2020 წლის 22 სექტემბერს. კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, ასევე, ნოტარიუსის დაუსწრებლობის გამო ვერ გაიმართებოდა სხდომა და აქციონერებთან შეთანხმებით კრება გადაიდო 2020 წლის 23 ოქტომბერს 14:00 საათზე იმავე დღის წესრიგით, იმავე მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 2/9.
აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგია:
1. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება;
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და წევრთა ახალი შემადგენლობის არჩევა.
3. საზოგადოების ფინანსური ანგარიშგებისა და წლიური შედეგების განხილვა.
კრების თავმჯდომარე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი რეკომენდაციას გიწევთ, მონაწილეობა მიიღოთ საერთო კრებაში დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად.
აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ საერთო კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება ფასიანი ქალაღდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან სს „საქართველოს რეგისტრატორთან“ (სკ 205156374) კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, შესასვლელი მოსაშვილის ქ. №11-დან, სართული მე-7.
აქციონერებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ შემოთავაზებული წესდების ახალი რედაქციის პროექტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის №303, ტელ: 557 770 784.
კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად, ასევე წესდების ახალი რედაქციის პროექტის და რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, თან იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).
კრების თავმჯდომარე გიორგი ყავლაშვილი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნუგზარ თომაშვილი