განცხადება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „გლდანის“ აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების თაობაზე
გაცნობებთ, რომ სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა კრება არ არის მოწვეული არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და არც საზოგადოების დირექტორის მიერ, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია არც აქციონერთა კრებას.
აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა შორის დაბნეულობის შემოტანას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმე N091011117007-ზე ბრალდებულთა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.
სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერებს ვაცნობებთ, რომ არანაირი კრება არ არის მოწვეული 2020 წლის 23 ოქტომბერს, მით უმეტეს მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. №2/9, რომელთანაც სს გლდანს არც იურიდიული და არც სახელშეკრულებო ურთიერთობა არ გააჩნია.
სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერებს განვუმარტავთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) დირექცია გაფრთხილებულია, რომ არ მოახდინოს პანდემიის პერიოდში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება.
მოვუწოდებთ ბატონ გიორგი ყავლაშვილსა და ბატონ ნუგზარ თომაშვილს, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისაგან.
მოვუწოდებთ ბატონ გიორგი ყავლაშვილსა და ბატონ ნუგზარ თომაშვილს საჯაროდ უარყონ ინფორმაცია, თითქოს აქციონერთა კრებამ 22 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის 23 ოქტომბერს აქციონერთა კრების გამართვის თაობაზე.
სს გლდანის გენერალური დირექტორი ზვიად გადელია