განცხადება სს „გლდანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა |
| სს „გლდანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ |
გაცნობებთ, რომ სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა კრება არ არის მოწვეული არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და არც საზოგადოების დირექტორის მიერ, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია არც აქციონერთა კრებას.
აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა შორის დაბნეულობის შემოტანას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმე №091011117007-ზე ბრალდებულთა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.
სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერებს ვაცნობებთ, რომ არანაირი კრება არ არის მოწვეული 2020 წლის 23 ოქტომბერს, მით უმეტეს მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. №2/9, რომელთანაც სს გლდანს არც იურიდიული და არც სახელშეკრულებო ურთიერთობა არ გააჩნია.
სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერებს განვუმარტავთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) დირექცია გაფრთხილებულია, რომ არ მოახდინოს პანდემიის პერიოდში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება.
მოვუწოდებთ ბატონ გიორგი ყავლაშვილსა და ბატონ ნუგზარ თომაშვილს, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისაგან.
მოვუწოდებთ ბატონ გიორგი ყავლაშვილსა და ბატონ ნუგზარ თომაშვილს საჯაროდ უარყონ ინფორმაცია, თითქოს აქციონერთა კრებამ 22 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის 23 ოქტომბერს აქციონერთა კრების გამართვის თაობაზე.
სს გლდანის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
როინი სებისკვერაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განცხადება სს „გლდანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „განცხადება სს „გლდანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.10.2020.
- როდის იქნა მიღებული „განცხადება სს „გლდანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ“?
- „განცხადება სს „გლდანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ“ მიღებულია 05.10.2020. მიმღები ორგანო — სს „გლდანი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „განცხადება სს „გლდანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „განცხადება სს „გლდანის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ“, №0, 05.10.2020 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5013683/