„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2020 წლის 6 ოქტომბერი ქ. მარნეული |
1. დადგენილების დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში -მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. ასევე ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების და ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას.“.
2. დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა;
გ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვა;
დ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
ვ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ზ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების შემუშავება;
თ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ი) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება;
კ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა;
ლ) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
მ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ნ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა;
ო) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის-მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება-მართვა და მათი განხორციელების კონტროლი, მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
3. დადგენილების დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება
განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვა;
დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა;
ზ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა;
კ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;
ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება;
მ) ახალგაზრდულ საკითხებზე მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კორდინაცია;
ნ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კორდინაცია;
ო) ახალგაზრდული საქმიანობის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან, ფიზიკურ პირებთან და ახალგაზრდული საქმიანობის სფეროში ჩართულ სხვა სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრობლობა;
პ) არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;
ჟ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
რ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა;
ს) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა, მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელების კონტროლი/პოლიტიკის შემუშავება;
ტ) მუნიციპალიტეტში ტურზიმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ტ) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა და უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების ინფორმირება;
უ) მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშუტების შემუშავება და მათი განხორციელება;
ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.10.2020.
- როდის იქნა მიღებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 06.10.2020. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.159.016431.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №26, 06.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016431 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5009938/