მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.11.2017 ძალადაკარგული 28.05.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.159.016287
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2017 წლის 20 ნოემბერი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250050.35.159.016153, 18/07/2014 წ.).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე



დანართი №1

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის,

კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

 მუხლი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73.

3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.

 

 თავი II

სამსახურის საქმიანობ

მუხლი 2 . სამსახურის ფუნქციები  

სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა;

გ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვა;

დ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ე) წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

ვ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ზ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება;

თ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა;

ი) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

კ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ლ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფა;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 3 . სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – განყოფილება).

2. სამსახურის განყოფილებებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

ბ) ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის განყოფილება.

მუხლი 4 . განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვა;

დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა;

ზ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა;

კ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება;

მ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

ნ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა;

ო) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა, მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელების კონტროლი/პოლიტიკის შემუშავება;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 5. ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის განყოფილება

ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის განყოფილება:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება;

დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვა;

ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვა;

კ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფა;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

თავი IV

სამსახურის მართვა

მუხლ 6 . სამსახურის ხელმძღვანელობა

1.სამსახურს ხელმძღვანელობს , ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.

3 . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსს .

მუხლ 7 . განყოფილების უფროსი  

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი . 

2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.

3 . განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ -ერთ მოხელეს .

 

 თავი V

დასკვნითი დებულებანი

მუხლ 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა  

სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

 


მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე

დანართი №1
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება თავი

I

ზოგადი დებულებები  მუხლი

1.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73.

3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. თავი

II

სამსახურის საქმიანობ

 მუხლი

2

.
სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა; გ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვა; დ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ე) წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ვ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ზ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება; თ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა; ი) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა; კ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ლ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფა; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი

III

სამსახურის სტრუქტურა  მუხლი

3

.

სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – განყოფილება). 2. სამსახურის განყოფილებებია: ა) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; ბ) ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის განყოფილება.  მუხლი

4

.

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვა; დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა; ზ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა; კ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება; მ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ნ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა; ო) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა, მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელების კონტროლი/პოლიტიკის შემუშავება; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.  მუხლი

5.

ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის განყოფილება ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის განყოფილება: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება; დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვა; ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვა; კ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფა; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი

IV

სამსახურის მართვა მუხლ

6

.
სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს

, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი , რომელსაც

„საჯარო სამსახურის შესახებ

“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი

.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.

3

. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსს

.

მუხლ

7

.
განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი , რომელსაც

„საჯარო სამსახურის შესახებ

“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი

.

2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.

3

. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ -ერთ მოხელეს

.

თავი

V

დასკვნითი დებულებანი მუხლ

8.

სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.