ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.128.016413
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2020 წლის 8 ოქტომბერი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ ქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის  №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016162).

1.შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით  დამტკიცებული დებულების  VI  თავში და დაემატოს 221  მუხლი:

„მუხლი 221    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის:  სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

ი) ფოტოსურათი;

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის ხარაგაულის მუნიციპლალიტეტის მერია  მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.’’

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.10.2020.
როდის იქნა მიღებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 08.10.2020. მიმღები ორგანო — ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.128.016413.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.10.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე“, №20, 08.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016413 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5012132/