,, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2025 წლის 24 თებერვალი სოფ. წეროვანი |
„მუხლი 351. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით აღნიშნული უწყებიდან მიიღოს პერსონალური მონაცემები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) სქესი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;
თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;
ი) ფოტოსურათი.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით“.
|