„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№621
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022342
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №621

2020 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2019, 470230000.10.003.021673) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სარეაბილიტაციო ინვენტარის შესყიდვა;

ი) COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/ რეაბილიტაცია.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ბ.ა“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​​​​​2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების გათვალისწინებით.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი, „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 52 984.8 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

422.4

2

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

11 852.9

 

2.1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

50.0

 

2.2. სპეციალიზებული ავტომანქანების (45 ერთეული მაღალი გამავლობის (მინივენის ტიპი), 15 ერთეული მაღალი გამავლობისა და 4 ერთეული საშუალო გამავლობის რეანიმობილი) შესყიდვა

11 802.9

3

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა

6 230.0

4

პროგრამის ადმინისტრირება

387.0

5

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ − სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ 2019 წელს შესყიდული 80 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების  ანაზღაურება (ნაწილობრივი)

3 397.0

6

NordDRG Grouper - პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი

237.7

7

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადი

407.8

8

შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სარეაბილიტაციო ინვენტარის შესყიდვა

50.0

9

COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია

30 000.0

 

სულ:

52 984.8

.“.           

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია