იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№640
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.017134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №640

2020 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას


მუხლი 1
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – იუსტიციის სამინისტრო) სამართლებრივ დასკვნას არ საჭიროებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტების პროექტები.

2. იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ნორმატიული აქტების პროექტებისა, აგრეთვე, არ საჭიროებს:

ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტი;

ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტის პროექტი;

გ) საქართველოს გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტის პროექტი;

დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტის პროექტი;

ე) სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტის პროექტი;

ვ) საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტის პროექტი;

ზ) ერთობლივი ბრძანების პროექტი;

თ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტის პროექტი;

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტის პროექტი;

კ) მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ნორმატიული აქტის პროექტი.

მუხლი 2
იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას საჭიროებს იმ ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც წესრიგდება შემდეგი საკითხები:

ა) სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა;

ბ) ნორმატიული აქტები, რომელიც შეეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას, აგრეთვე, ამ მოქმედებისა და ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას;

გ) საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობის და მათი საექსპერტო კვლევის წესები;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესი;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესი;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირთა მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების განხორციელების წესი;

თ) პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმის ფორმები;

ი) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები, რომლითაც წესრიგდება პოლიციის მიერ იძულების ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები;

კ) უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი; თავშესაფრის პროცედურა; თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი; თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი;

ლ) შესაბამის სამინისტროთა შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესი;

მ) დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესი; მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი;

ნ) საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესი;

ო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები;

პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი;

ჟ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი;

რ) ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქცია;

ს) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის წესი (მეთოდიკა);

ტ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი;

უ) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესი;

ფ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები;

ქ) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესი;

ღ) ბავშვის უფლებათა კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბავშვის უფლებათა საკითხების მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 3

 

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა ლორთქიფანიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2020.
როდის იქნა მიღებული „იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“?
„იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ მიღებულია 09.10.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №640. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.027.017134.
რამდენი მუხლისგან შედგება „იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“, №640, 09.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.017134 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5013702/