დებულების „მოვლითი ჭრის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
(ძალადაკარგულია - 13.08.2010, №241)
საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის
თავმჯდომარის
ბრძანება №10/161
1999 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
დებულების „მოვლითი ჭრის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის კოლეგია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა სატყეო-სამეურნეო კომპლექსის წინაშე დღის წესრიგში დააყენა საკითხი ტყეების მართვის სისტემის სრულყოფის შესახებ.
სახელმწიფო ტყეების მხოლოდ საბაზრო კანონებით მართვამ თანამედროვე ურბანიზაციის პირობებში შეიძლება გააუფასუროს ტყეების ის შეუფასებელი ღირებულებანი, როგორიცაა ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, სარეკრეაციო, სანიტარული-ჰიგიენური, კლიმატმარეგულირებელი და სხვა მრავალი სასარგებლო ფუნქცია.
სახელმწიფო ტყეების მდგრადი განვითარების საკითხი ყოველთვის ითვლებოდა დარგის მეცნიერთა და პრაქტიკოს მეტყევეთა მეურვეობის და ზრუნვის საგნად.
საქართველოს კანონში „საქართველოს ტყის კოდექსი“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატყეო-სამეურნეო კომპლექსის მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული კანონის მოთხოვნათა რეალიზაციის მიზნით და დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით სატყეო დარგის მეცნიერთა და პრაქტიკოს მეტყევეთა მიერ ანალიზისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა-გაზიარების საფუძველზე შემუშავებული იქნა სრულყოფილი „მოვლითი ჭრის წესი“, რომელიც მოწონებულია საქართველოს მეტყევეთა საზოგადოების პრეზიდიუმისა და სამეცნიერო ტექნიკური საბჭოს მიერ, ასევე საქართველოს ტყის კოდექსის მოთხოვნის თანახმად იგი შეთანხმებულია საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან.
საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსი“ მოთხოვნათა გათვალისწინებით სახელმწიფო ტყეების მდგრადი განვითარების ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „მოვლითი ჭრის წესი“.
2. დაევალოს ტყეთმოწყობის და ტყითსარგებლობის სამმართველოს დებულების „მოვლითი ჭრის წესის შესახებ“ პროექტის სარეგისტრაციოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა.
გ. ჯაფარიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დებულების „მოვლითი ჭრის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „დებულების „მოვლითი ჭრის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“?
- „დებულების „მოვლითი ჭრის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 07.12.1999. მიმღები ორგანო — სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი. დოკუმენტის ნომერი — №10/161. სარეგისტრაციო კოდი — 270.013.003.982.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დებულების „მოვლითი ჭრის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.08.2010-დან.
- სად არის „დებულების „მოვლითი ჭრის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება „დებულების „მოვლითი ჭრის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“, №10/161, 07.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 270.013.003.982 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/50212/