სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2020
ძალაში შესვლა 01.11.2020
ძალის დაკარგვა 01.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №644
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022364
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 138 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2020 მიღება
01.11.2020 ძალაში შესვლა
01.02.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №644 2020 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). 2. ცენტრი განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) უფლებამონაცვლედ. 3. ცენტრის უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 4. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 5.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა: ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს ცენტრისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა და სხვა ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია