სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №566 |
|
2025 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი |
2. უსაფრთხოების აკადემია განისაზღვროს სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელოს უსაფრთხოების აკადემიის სახელმწიფო კონტროლი.
4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, უსაფრთხოების აკადემიის წარდგინებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების აკადემიის წესდების დამტკიცება.
5. უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უსაფრთხოების აკადემიის წესდების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
6. უსაფრთხოების აკადემიას ენიჭება უფლებამოსილება, სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
7. სასწავლო ცენტრის საბალანსო მონაცემების მიხედვით, არსებული აქტივები, მათ შორის, სასწავლო ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონება, მიმდინარე ვალდებულებები და სამსახურებრივი დოკუმენტაცია გადაეცემა უსაფრთხოების აკადემიას, აგრეთვე სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრისთვის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან მოხდება უსაფრთხოების აკადემიის დაფინანსება.
8. სასწავლო ცენტრის უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები განხორციელდეს გონივრულ ვადებში.
9. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №644 დადგენილება.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ“?
- „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ“ მიღებულია 24.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №566. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.025459.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ“, №566, 24.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025459 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6716474/