რკ ,,პირველი საკრედიტო კავშირის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ კრედიტორებს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 11 თებერვლის №323 განკარგულებით ლიკვიდატორად დაინიშნა თამარ ნოდია, პ/ნ 19001010717.
ლიკვიდატორი რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“კრედიტორებს იწვევს კრედიტორთა კრებაზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის 13 ნოემბერს 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის 1-ლი შესახვევი, №10, მე-3 სართული, ოფისი 5. კრება შესაძლოა გაიმართოს დისტანციურად, რის შესახებაც კრედიტორებს გაეგზავნებათ შეტყობინება.
კრების დღის წესრიგი:
1. ლიკვიდატორის ანგარიში ლიკვიდაციის პროცესში გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების სავარაუდო გეგმის განხილვა/დამტკიცება;
3. „საკრედიტო სამომხმარებლო კოოპერატივი შემნახველი სალარო-პირველი საკრედიტო კავშირზე“ გაცემული სესხის ამოღების მიზნით „რუსეთის ფედერაციაში“ დავის წარმოება და რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ ანგარიშზე არსებული თანხების გამოყენება დავასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით.
ლიკვიდატორი თამარ ნოდია
27.10.2020წ.