ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.10.2020
გამომცემი ორგანო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
ნომერი №ნ-12
სარეგისტრაციო კოდი 070010040.64.076.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 331 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იური დოლიძე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 01.10.2021 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 25.05.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 31.03.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 03.04.2023 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 30.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-12 2020 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,  27-ე მუხლის მე-8 პუნქტის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ პუნქტისა და 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე       დანართი №1 ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობებს. მუხლი 2🔗. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი 1.  სააღსრულებო ფურცელი არის სამსახურის უფროსის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის საშუალებით ხდება ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ სამსახურის უფროსის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულება. 2. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამსახურის მიერ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 3. კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ სააღსრულებო ფურცელს ხელს აწერს სამსახურის უფროსი. 4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს სამსახურის უფროსის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერითა და ბეჭდით. დანართი №2 ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური სააღსრულებო ფურცელი №            --/--/---- წელი                                                                                                         ქ. თბილისი     სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანო: ------------------------------------------------- აღსასრულებელი ბრძანების გამოცემის თარიღი: ------------------------------------------ ბრძანების ნომერი, რომლის აღსასრულებლადაც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი ----------------------------------------------------------------------------------------------------- კრედიტორის დასახელება--------------------------------------------------------------------- კრედიტორის მისამართი:----------------------------------------------------------------------- კრედიტორის საკონტაქტო ნომერი:------------------------------------------------------------ მოვალის დასახელება:-------------------------------------------------------------------------- მოვალის საიდენტიფიკაციო ნომერი:---------------------------------------------------------- მოვალის მისამართი:----------------------------------------------------------------------------- მოვალის საკონტაქტო ნომერი:----------------------------------------------------------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა:------------------------------ სახაზინო კოდი/ ანგარიშის ნომერი:-----------------------------------------------------------