სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1878/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № 02-1878/ო

2020 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი 

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს  კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (V თავი, 22-ე მუხლი, მე-7 პუნქტი, „ბ“ ქვეპუნქტი) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03“-ზე (ფაქტიური მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქუჩა №108) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ – №002015, ბრძანება №1056/ო, 31.12.2010წ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:  სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სალიცენზიო და სანებართვო პირობების დაცვის კონტროლის ჯგუფის უფროსის, ტ. კაშიას მოხსენებითი ბარათი №02-2755 25.08.2020წ.; შპს „რეაბილიტაციას“ დირექტორის თ. მუმლაძის განცხადება №110269 27.10.2020წ.

 

დირექტორი                                                                                            ზაალ კაპანაძე