საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.11.2020 ძალადაკარგული 26.01.2024
ნომერი
№275
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.017394
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №275

2020 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე


მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“ თანდართული რედაქციით (დანართი №1);

ბ) „საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რიგი საქონლის „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2017 წლის რედაქციის საფუძველზე მომზადებულ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურასთან (სეს ესნ)“ კორელაციის ცხრილი“ თანდართული რედაქციით (დანართი №2).

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი