„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№681
სარეგისტრაციო კოდი
190040000.10.003.022402
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №681

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში − „საკრედიტო საგარანტიო სქემა“:

1. მე-2 მუხლში:

ა) „ე“, „თ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რესტრუქტურიზებული სესხი – „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრედიტი, რომელიც გაცემულია კომერციული ბანკის მიერ; ასევე „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №142/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრედიტი, რომელიც გაცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ;“;

„თ) რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ საკუთარი, პროგრამის ფარგლებს გარეთ აღებული, მიმდინარე კრედიტის გაზრდა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან პროგრამის ფარგლებში მიღებული ახალი კრედიტით, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ საკუთარი, პროგრამის ფარგლებს გარეთ აღებული მიმდინარე კრედიტის გაზრდა იმავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული კრედიტით (ამასთან, დასაშვებია პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, თანხის დამატების გარეშე, როგორც კომერციული ბანკის მიერ, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ);“;

„რ) მიმართვის ფორმა – სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტი, ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი ახალი, ხოლო ბანკის შემთხვევაში – ასევე რესტრუქტურიზებული სესხის ძირითადი მახასიათებლების თაობაზე;

ს) კვალიფიციური პორტფელი:

− სქემის ფარგლებში ჩართულ კომერციულ ბანკებს შორის საგარანტიო თანხის გადანაწილების კრიტერიუმი, რომელიც დაითვლება თითოეული ბანკის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებისა და ლიმიტების შესაბამისად გაცემული სესხების შესაბამისად და რომლის პროპორციულად მოხდება კომერციული ბანკებისთვის გამოყოფილი საგარანტიო თანხის გადანაწილება;

− სქემის ფარგლებში ჩართულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის საგარანტიო თანხის გადანაწილების კრიტერიუმი, რომელიც დაითვლება თითოეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით არსებული სესხების შესაბამისად და რომლის პროპორციულად მოხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი საგარანტიო თანხის გადანაწილება;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„უ) რეფინანსირებული სესხი − კრედიტი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის და დაფარვის პირობების ცვლილება არ არის გამოწვეული მსესხებლის ფინანსური სირთულეებით;

ფ) განაცხადი − სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტი, სადეპოზიტო ანგარიშზე ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი ახალი/რეფინანსირებული, ხოლო ბანკის შემთხვევაში – ასევე რესტრუქტურიზებული სესხისთვის გათვალისწინებული საგარანტიო თანხის ჩარიცხვის თაობაზე, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში;

 ქ) სადეპოზიტო ანგარიში − სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში გახსნილი ანგარიში, რომელსაც კომერციული ბანკი ყოველდღიურად არიცხავს პროგრამით დადგენილ საპროცენტო სარგებელს, განკუთვნილია პროგრამით განსაზღვრული კონკრეტული მიზნისათვის და აღჭურვილია პროგრამით დადგენილი სხვა ფუნქციებით.“.

2. მე-3 მუხლში:

ა) მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს კომერციული ბანკების/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხებიდან ან/და რესტრუქტურიზაციის სესხებიდან გამომდინარე კომერციული ბანკ(ებ)ის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური რისკის გადანაწილებას, ამ პროგრამის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობებისა და ლიმიტების შესაბამისად.“.

„4. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ამ პროგრამისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია, ამ პროგრამის ფარგლებში გასცეს/დაარეფინანსიროს პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხი, ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში, მოახდინოს პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის რესტრუქტურიზებაც.

5. კომერციული ბანკი უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების შესაძლებლობა მისცეს მხოლოდ იმ მსესხებლებს, რომელთა მიმდინარე სესხი/სესხები გაცემულია დადგენილების დანართ №1-ით გათვალისწინებული მიზნობრიობით და რომლებიც, 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების შესაბამისად კლასიფიცირდება „სტანდარტული“ სესხის კატეგორიაში.

6. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის რეფინანსირება მოახდინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში ხდება თანხის დამატება, რომელიც პროგრამისათვის განიხილება ახალი სესხის აღებად და სავალდებულოა, აკმაყოფილებდეს ახალი სესხისთვის პროგრამით დადგენილ ლიმიტებსა და კრიტერიუმებს, გარდა ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

7. კომერციული ბანკი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზება არ მოახდინოს მიმდინარე სესხისთვის დაწესებულ საპროცენტო განაკვეთზე მაღალ განაკვეთში. ამასთან, თუ ხდება რამდენიმე განსხვავებული საპროცენტო განაკვეთის მქონე ადრე გაცემული სესხის რესტრუქტურიზება, ბანკი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებული სესხი არ გასცეს დასახელებული სესხების საშუალო შეწონილ საპროცენტო განაკვეთზე მაღალ განაკვეთში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევად არ მიიჩნევა კომერციული ბანკის მიერ რესტრუქტურიზებისას საპროცენტო განაკვეთის შესაძლო გაზრდა პროგრამის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სქემის საკომისიოს მოცულობის პროპორციულად.

9. რეფინანსირებისას თანხის დამატების შემთხვევაში, ნამეტი თანხა მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში გაცემულ ახალ სესხად და მასზე არ ვრცელდება საპროცენტო განაკვეთის ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა.

10. თითოეული კომერციული ბანკისთვის ჩარიცხული საგარანტიო თანხის არაუმეტეს 60%-ისა შეიძლება, მიმართულ იქნეს პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებული სესხებისთვის, კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

11. სააგენტო უფლებამოსილია, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში (მათ შორის, სექტორში შემავალ ცალკეულ საქმიანობის სახეებში) ან/და რეგიონში სესხების მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, მინიმუმ 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს კომერციულ ბანკებს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სამომავლოდ კონკრეტულ სექტორში (მათ შორის, სექტორში შემავალ ცალკეულ საქმიანობის სახეებში) ან/და კონკრეტულ რეგიონში საკრედიტო გარანტიის გაცემის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული საკრედიტო გარანტიების გაუქმებას.

 12. სააგენტო უფლებამოსილია, რისკების შეფასების საფუძველზე, შეუჩეროს ან შეუწყვიტოს კონკრეტულ კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას პროგრამაში მონაწილეობის უფლება, რის შესახებაც მინიმუმ 14 კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს მას. აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული საკრედიტო გარანტიების გაუქმებას.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და მე-13 პუნქტები:

„51. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში სესხის რეფინანსირების შესაძლებლობა მისცეს მხოლოდ იმ მსესხებლებს, რომელთა მიმდინარე სესხი/სესხები გაცემულია დადგენილების დანართ №1-ით გათვალისწინებული მიზნობრიობით და რომლებიც, 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №142/04 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კლასიფიცირდება სტანდარტული აქტივის (0%-იანი რეზერვი) კატეგორიაში.“.

 „13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტო მოქმედებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის ყოველგვარი დასაბუთების წარდგენის გარეშე.“.

3. მე-4 მუხლში:

ა) პირველი − მე-5, მე-8 − მე-10 და მე-12 − მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საკრედიტო გარანტია წარმოადგენს სააგენტოსა და კომერციულ ბანკ(ებ)ს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის კომერციული ბანკ(ებ)ის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული/რეფინანსირებული (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, მხოლოდ ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში) და, ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზებული სესხების დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების ინსტრუმენტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

 2. პროგრამაში მონაწილე თითოეული კომერციული ბანკისთვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის საკრედიტო გარანტია გაიცემა შემდეგი ლიმიტების შესაბამისად:

 ა) პროგრამის ფარგლებში დროის ნებისმიერი მომენტისთვის არსებული ფაქტობრივი პორტფელის არაუმეტეს 35 პროცენტის ოდენობაზე;

 ბ) პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 90 პროცენტის ოდენობაზე;

 გ) გაცემული სესხის კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას, რესტრუქტურიზებულ სესხზე სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 30 პროცენტის ოდენობაზე; ხოლო რეფინანსირებულ სესხზე დასარეფინანსირებელი სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 30, ხოლო ნამეტი თანხის (ახალი სესხის) 90 პროცენტის ოდენობაზე;

 დ) გაცემული სესხის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პროგრამის ფარგლებში რეფინანსირებისას, მხოლოდ ნამეტ თანხაზე, ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ძირი თანხის არაუმეტეს 90 პროცენტის ოდენობაზე.

 3. კომერციული ბანკის მიერ გაცემული/რესტრუქტურიზებული/ რეფინანსირებული სესხებისთვის საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით:

 ა) სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში;

 ბ) სამინისტრო პროგრამით განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოსათვის თანხის გადარიცხვას, სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით;

 გ) სააგენტო ვალდებულია, ამ პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით, სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე, პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა განათავსოს კომერციულ ბანკში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს და ამ პროგრამით განსაზღვრულ ვადებში გადაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში. სახელმწიფო ბიუჯეტში ასევე მიიმართება პროგრამის ფარგლებში აუთვისებელი (უკან მობრუნებული) თანხები;

 დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სსიპის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.

 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული/ რეფინანსირებული სესხებისთვის საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით:

 ა) სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მითითებულ კომერციულ ბანკში, რომელთანაც სააგენტოს ამ მიზნით გაფორმებული აქვს სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება, გახსნას სადეპოზიტო ანგარიში;

 ბ) სამინისტრო, პროგრამით განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოსათვის თანხის გადარიცხვას, სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით;

 გ) სააგენტო ვალდებულია, სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე, პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა პროგრამის შესაბამისად განათავსოს კომერციულ ბანკში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე, ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს და ამ პროგრამით განსაზღვრულ ვადებში გადაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში. სახელმწიფო ბიუჯეტში ასევე მიიმართება პროგრამის ფარგლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ აუთვისებელი (უკან მობრუნებული) თანხები.

 5. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებისა და კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დადგენილი წესის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე არსებულ საგარანტიო თანხაზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას ყოველდღიურად, რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად.“.

 „8. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა, რომელიც კვალიფიციური პორტფელის პროპორციულად ნაწილდება პროგრამაში ჩართულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის, შეადგენს 30 მილიონ ლარს. ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე დაბრუნებული სახსრები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ პროგრამით გათვალისწინებული ახალი საკრედიტო გარანტიების გაცემისათვის ან უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია, გამოყოფილი გარანტიის ათვისების მაჩვენებლის შესაბამისად, მოახდინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი გარანტიის კორექტირება/ხელახალი გადანაწილება სააგენტოსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

 9. პროგრამის ფარგლებში გაცემულ/რეფინანსირებულ (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მხოლოდ სესხის ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში) სესხ(ებ)ზე კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ხოლო კომერციული ბანკი ასევე რესტრუქტურიზებულ სესხებზე ყოველთვიურად უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე სესხის ნაშთის გარანტირებული ნაწილის წლიური 0.3%-ის ოდენობით, საკრედიტო გარანტიის მოქმედების ვადის განმავლობაში, კომერციულ ბანკსა/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. უცხოურ ვალუტაში რესტრუქტურიზებული სესხების შემთხვევაში, თითოეული სესხის ნაშთის ოდენობა დაითვლება სესხის რესტრუქტურიზაციის დღეს არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 10. პროგრამის ფარგლებში საკრედიტო გარანტია შესაძლოა, გაიცეს მხოლოდ იმ სესხების მიმართ, რომელთა მსესხებელი მეწარმე სუბიექტები აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს.“.

 „12. კონკრეტულ სესხთან დაკავშირებით საკრედიტო გარანტიის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარი იმავე სესხის ფარგლებში ვერ ისარგებლებს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სესხი გაცემულია ეკონომიკური საქმიანობების შემდეგ სახეებზე:

 • ლაბორატორიული საქმიანობა (საქმიანობის კოდი: 86.90.0);

 • კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში (საქმიანობის კოდი: 72.11.0);

 • ტექნიკური გამოცდები და ანალიზები (71.20.0);

 • საზღვაო თევზჭერა (საქმიანობის კოდი: 03.11.0).

 121. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სარგებლობისას კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ბენეფიციარის მიერ საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების (თევზსაჭერი გემის) შეძენის შემთხვევაში, გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისთანავე, მოახდინოს გემის უფლებრივი დატვირთვა პროგრამის ფარგლებში აღებული/რესტრუქტურიზებული სესხის უზრუნველსაყოფად და მოახდინოს სააგენტოს მიერ ამ სესხზე გაცემული გარანტიის ნაწილობრივ გამოთავისუფლება სააგენტოსა და ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 13. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტში ჩართულ ბენეფიციარს უფლება აქვს, ამ პროგრამის ფარგლებში მოახდინოს იმ სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება, რომელზეც სრულად არის ჩარიცხული 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით განსაზღვრული თანადაფინანსების თანხა ან/და გასულია ამავე დადგენილებით განსაზღვრული თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვის ვადა.

 14. კონკრეტულ სესხზე საკრედიტო გარანტიის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარს იმავე სესხზე შეუძლია, ისარგებლოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, თუ ბენეფიციარის საქმიანობა თავსდება დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრულ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. პროგრამაში დასაშვებია პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რესტრუქტურიზება/რეფინანსირება როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ასევე კომერციული ბანკის მიერ, რა დროსაც არ იცვლება პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე სააგენტოს მიერ უკვე გაცემული გარანტიის პროცენტული მაჩვენებელი.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ საქმიანობის სახე(ებ)ში, გარდა ამ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი საქმიანობის სახეებისა, წარმოების/მომსახურების მიწოდების დაწყებას: ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში − არაუგვიანეს 24 თვის განმავლობაში, ხოლო არსებული საწარმოს შემთხვევაში − არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდი შედის საკრედიტო გარანტიით სარგებლობის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წარმოების/მომსახურების მიწოდების დაწყებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში საქმიანობის პროფილის შენარჩუნებას, თუმცა არანაკლებ პროგრამის ფარგლებში გაცემული საკრედიტო გარანტიის ვადისა.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „1ქვეპუნქტი:

„ა1) ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული შემდეგი საქმიანობის სახეებში, კოდებით: 01.21.0; 01.22.0; 01.23.0; 01.24.0; 01.25.0; 01.26.0; 01.27.0; 01.28.0 და 01.29.0 წარმოების დაწყებას პროგრამაში ჩართვის მომენტიდან არაუგვიანეს 60 თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდი შედის საკრედიტო გარანტიით სარგებლობის ვადაში;“.

5. მე-6 მუხლის სათაური, მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. მოთხოვნები პროგრამის ფარგლებში გაცემულ /რეფინანსირებულ/რესტრუქტურიზებულ სესხთან მიმართებით“.

„4. საკრედიტო გარანტია მოქმედებს სესხის პროგრამის ფარგლებში გაცემიდან/პროგრამაში ჩართვიდან (რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიზნებისთვის) არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში.

5. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს სესხის გაცემას ან/და რეფინანსირებას, ხოლო ბანკის შემთხვევაში, ასევე სესხის რესტრუქტურიზაციას ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ ეკონომიკური საქმიანობის სახეებში.“.

„7. თუ პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის რეფინანსირებისას, ხოლო ბანკის შემთხევაში, ასევე რესტრუქტურიზებისას ხდება ბენეფიციარისთვის თანხის დამატება, ნამეტი თანხა მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში აღებულ ახალ სესხად, რომელიც შესაძლოა, არ აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული სესხის მინიმალური მოცულობის მოთხოვნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამეტი თანხა (ახალი სესხი) გაცემულია რეფინანსირებული/ რესტრუქტურიზებული სესხის მომსახურების მიზნით, რომელიც თავის მხრივ აკმაყოფილებდა პროგრამით დადგენილ ლიმიტებსა და კრიტერიუმებს.“.

6. მე-7 მუხლში:

ა) მე-2, მე-3, მე-5, მე-7 − მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას პროგრამის მე-5 მუხლის პირველი და მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან და, დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის სრულყოფილად შევსებულ მიმართვის ფორმას.

3. სააგენტო უზრუნველყოფს კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიმართვის ფორმით წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისობის შემოწმებას პროგრამის კრიტერიუმებსა და პირობებთან.“.

„5. სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშებზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით, წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული:

− ახალი სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – 31.5 პროცენტის ოდენობით; ხოლო

− მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ნამეტ თანხაზე (ახალი სესხი) 31.5 პროცენტის ოდენობით;

− კომერციული ბანკის მიერ რესტრუქტურიზებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – 10.5 პროცენტის ოდენობით.“.

„7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხების ძირი თანხის დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით, თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის/რეფინანსირების/რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

8. ყოველი თვის 8 რიცხვამდე, ამ პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მისი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების 31.5 პროცენტის კალკულაციას და ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში − სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება) საფუძველზე ამ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას, რომელიც დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან და სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე მისცეს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დავალება, სანამ ამ დეპოზიტზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სააგენტოს საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიცემის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ. ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ყოველი თვის 8 რიცხვამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

9. სააგენტო ამოწმებს, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომერციული ბანკის მიერ სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის სისწორეს და, აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში, მხარეები უზრუნველყოფენ აღნიშნული უზუსტობის აღმოფხვრას, კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად.

10. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, ახალი სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

11. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ გაცემულ სესხზე (ასევე მოიცავს რეფინანსირების შედეგად ნამეტ თანხას) ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ძირის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 31.5 პროცენტის კალკულაციას და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.

12. სესხის ტრანშებად გაცემის შემთხვევაში, საგარანტიო თანხის განთავსება კომერციულ ბანკში ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშებზე ხორციელდება ტრანშის პროპორციულად.

13. კომერციული ბანკის მიერ გაცემული/რესტრუქტურიზებული სესხის დეფოლტის შემთხვევაში, სააგენტოსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, კომერციული ბანკი მოახდენს სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ასათვისებელი თანხის ჩამოჭრას, პროგრამის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

14. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის დეფოლტის შემთხვევაში, კომერციული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მისთვის მიცემული საგადახდო დავალების საფუძველზე მოახდენს სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ასათვისებელი თანხის ჩამოჭრას პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხვას.

15. კომერციულ ბანკში პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად არსებულ სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული ნაშთი არ ექვემდებარება ფისკალური წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დაბრუნებას.

16. კომერციული ბანკი ყოველი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში გამოხატული დეპოზიტის საპროცენტო სარგებლის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე. კომერციული ბანკი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ გაცემულ/რეფინანსირებულ/რესტრუქტურიზებულ სესხებზე საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს თანხის ჩარიცხვა ამ პუნქტში დასახელებულ ანგარიშზე, ამ პუნქტშივე დასახელებულ ვადაში.

17. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ სააგენტოსთვის პროგრამის ფარგლებში გაცემული/რეფინანსირებული, ხოლო ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41, 91, 161 და მე-18 პუნქტები:

„41. დამტკიცებული სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემდეგ კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმითა და შეთანხმებულ დროში წარუდგენს მას განაცხადს, საგარანტიო თანხის მოთხოვნის თაობაზე.“.

„91. სააგენტო ამოწმებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დავალების საფუძველზე, სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის სისწორეს და, აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში, სააგენტო და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (კომერციული ბანკის მეშვეობით) უზრუნველყოფენ აღნიშნული უზუსტობის აღმოფხვრას, სააგენტოსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და დეპოზიტის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად.“.

„161. ყოველი თვის 15 რიცხვამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ გაცემულ/რეფინანსირებულ სესხებზე (მხოლოდ ნამეტ თანხაზე) საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს თანხის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე.“.

„18. ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით, კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აწვდის სააგენტოს განახლებულ ინფორმაციას სასესხო პორტფელის შესახებ, სესხის დაფარვების, ვადაგადაცილებების, დეფოლტისა და ახალი/რეფინანსირებული (მხოლოდ ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში), კომერციული ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შესახებ.“.

7. მე-9 მუხლში:

ა) პირველი, მე-2, მე-4, მე-7 − მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკის მიერ გაცემული/რესტრუქტურიზებული/ რეფინანსირებული სესხების დეფოლტის დადგომის შემდეგ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული საგარანტიო თანხიდან კომერციული ბანკის მიერ ხდება საკრედიტო გარანტიის ათვისება პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტების ფარგლებში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხების (მოიცავს რეფინანსირების შედეგად ნამეტ თანხას) დეფოლტის დადგომის შემდეგ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული საგარანტიო თანხიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალებისა და სააგენტოს დასტურის შემდეგ კომერციული ბანკის მიერ ხდება საკრედიტო გარანტიის თანხის ჩამოჭრა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხვა, რომლის მიერ, თავის მხრივ, ხდება საგარანტიო თანხის ათვისება პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტების ფარგლებში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.

„4. ასათვისებელი თანხა კომერციული ბანკის შემთხვევაში წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში გაცემული/რეფინანსირებული/ რესტრუქტურიზებული სესხის დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების მიზნით კომერციული ბანკის მიერ სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“.

„7. დეფოლტის დადგომის საფუძველზე, კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს გადეფოლტებული სესხის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელებას.

8. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ/რეფინანსირებულ, ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შემთხვევაში, ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხის არაუმეტეს:

− 90 პროცენტისა (კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის (ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში) შემთხვევაში;

− 30 პროცენტისა (გაცემული სესხის კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას);

ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, თუ დადგა იმ რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემულია და რესტრუქტურიზებულია/რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას, ამოღებული თანხის არაუმეტეს 90 პროცენტისა ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.

9. სესხის ამოღების შედეგად ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მიღებული თანხის გადანაწილების საფუძველზე, ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადარიცხული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-6 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშიდან კომერციული ბანკის მიერ ჩამოჭრილი ასათვისებელი თანხის ფაქტობრივ ოდენობას.

10. თუ სესხის ამოღების პროცესში ვერ მოხდა უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია და, აქედან გამომდინარე, განხორციელდა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის ქონების დასაკუთრება, კომერციული ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 2 (ორი) წლის განმავლობაში, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მაქსიმუმ 3 (სამი) წლის ვადაში სააგენტოსთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაციის შემდეგ, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.

11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული ქონების სალიკვიდაციო ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, ორი თვის განმავლობაში კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს სააგენტოსთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.

12. თუ პროგრამის ფარგლებში გასაცემი/დასარესტრუქტურიზებელი/ დასარეფინანსირებელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ბენეფიციარის მიერ ხდება ისეთი ქონების მითითება, რომელზეც უკვე რეგისტრირებულია მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებები (იპოთეკა/გირავნობა), მოთხოვნის წარმოშობის მომენტში კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 4პუნქტი:

„41. ასათვისებელი თანხა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში წარმოადგენს, პროგრამის ფარგლებში გაცემული/ რეფინანსირებული სესხის (მხოლოდ ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში) დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალებისა და სააგენტოს დასტურის საფუძველზე, კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“;

გ) მე-13 პუნქტი მოღებულ იქნეს.

8. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკების/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული/რეფინანსირებული სესხების (მხოლოდ ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში), ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებული სესხების პორტფელის, მათ შორის, პორტფელის ხარისხის მაჩვენებლების, სექტორულ და გეოგრაფიულ განაწილებასთან დაკავშირებული საკითხების, სექტორებისა და ბენეფიციარების კატეგორიების მიხედვით დეფოლტის მაჩვენებლების ანალიზს (საკმარისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში), საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს რეკომენდაციებს საგარანტიო სქემაში ცვლილებების შეტანის შესახებ და წარუდგენს სამინისტროს.“.

9. მე-13 მუხლის:

ა) მე-4 − მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2021 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების, 2021 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხების შემთხვევაში – 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხების (რომლებიც გაცემულია 2021 წლის 1 იანვრამდე) ძირი თანხის დაფარვების − 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

8. ყოველი თვის 8 რიცხვამდე ამ დადგენილებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მისი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების, ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ძირი თანხის დაფარვების, 2021 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხების შემთხვევაში − 31.5 პროცენტის კალკულაციას და ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში − სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება) საფუძველზე ამ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას, რომელიც დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან და სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე მისცეს ბანკს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დავალება, სანამ ამ დეპოზიტზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სააგენტოს საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიცემის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ. ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ყოველი თვის 8 რიცხვამდე, კომერციული ბანკისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალების მიცემის შემთხვევაში, დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.“.

5. 2021 წლის 1 იანვრიდან დადგენილების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომერციული ბანკის (კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემის გზითა და მიწოდებული კალკულაციის თანახმად, ასევე ეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხების დაფარვების შესაბამისი გადმორიცხვების სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვაც) მიერ სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე მიმდინარე დაფარვების შესაბამისი ჩასარიცხი თანხა განისაზღვრება:

− პროგრამის ფარგლებში 2021 წლის 1 იანვრამდე გაცემული ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

− პროგრამის ფარგლებში 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ გაცემული ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით;

− პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე რესტრუქტურიზებული სესხების ძირი თანხის დაფარვების 10.5 პროცენტის ოდენობით.“.

6. 2021 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მე-7 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში 2021 წლის 1 იანვრამდე გაცემული ახალი სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 31.5 პროცენტის, 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული ახალი სესხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 28 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხის (რომელიც გაცემულია 2021 წლის 1 იანვრამდე) გაცემული ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

11. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ გაცემულ (აქვე მოიაზრება რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხა (ახალი სესხი), მხოლოდ ნამეტი თანხის ნაწილში) სესხზე 31.5 პროცენტის (რომელიც გაცემულია 2021 წლის 1 იანვრამდე), 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული ახალი სესხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 28 პროცენტის კალკულაციას და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“.

7. 2021 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება 2020 წლის 31 დეკემბრის შემდგომ გაცემული სესხების შემთხვევაში ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხის არ აუმეტეს 80 პროცენტისა ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. 2021 წლის 1 იანვრიდან პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია ადრე გაცემული სესხის/სესხების რესტრუქტურიზაცია, შესაბამისად, დასახელებული თარიღიდან იურიდიულ ძალას კარგავს ყველა ის მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი, რომელიც არეგულირებს პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზებას. ამასთან, აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული გარანტიების მოქმედების გაუქმებას 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებული სესხებისათვის.

9. ამ პროგრამის მე-10 მუხლის შესაბამისად დადგენილი პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობის თანაფარდობა არ ვრცელდება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ/რეფინანსირებულ/ რესტრუქტურიზებულ სესხებზე.“.

10. დადგენილების დანართ №1-დაემატოს შემდეგი შინაარსის ეკონომიკური საქმიანობის კოდები:

 

სექცია

ობიექტის კოდი

ქვეკლასი – დასახელება

J

 59.14.0

კინოფილმების ჩვენება

N

82.30.0*****

კონფერენციებისა და სავაჭრო გამოფენების ორგანიზება

D

 35.30.0

ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება

A

 01.21.0

ყურძნის მოყვანა

A

 01.22.0

ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა

A

 01.23.0

ციტრუსების მოყვანა

A

 01.24.0

თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა

A

 01.25.0

სხვა ხილის, კენკროვნებისა და კაკლისებრების მოყვანა

A

 01.26.0

ზეთოვანი ხილის მოყვანა

A

 01.27.0

კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის

A

 01.28.0******

სანელებლების, არომატული, ნარკოტიკული და ფარმაცევტული კულტურების მოყვანა

A

 01.29.0

სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა

***** ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით (სეკ 006-2016, NACE-Rev-2) განსაზღვრული საქმიანობების გარდა დასაშვებია ქორწილების, იუბილეების, ბანკეტების, საბავშვო წვეულების ორგანიზების საქმიანობები;

******ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, აღნიშნული კლასიდან დაიშვება ყველა ჩამოთვლილი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ნარკოტიკული კულტურების მოყვანისა.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია