საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება

მიღების თარიღი 17.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №044
სარეგისტრაციო კოდი 120200010.70.082.016057
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2020
matsne.gov.ge 253 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 88% 17.05.2022 საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 86% 29.01.2021 საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 86% 30.10.2025 პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი 86% 30.11.2018 საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 85% 25.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №044 2020 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლისა და 74-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 განისაზღვროს საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანდართული ნუსხა, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება მუხლი 1🔗. საქართველოს პროკურატურის თანამშრომელები – პროფესიული საჯარო მოხელეები,  რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება: ა) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე; გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი – საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მუხლი 2🔗. 1. პროკურატურის თანამშრომლებს – პროფესიულ საჯარო მოხელეებს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლება ენიჭებათ საქართველოს გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემასთან ერთად. 2. პროკურატურის თანამშრომლებს – პროფესიულ საჯარო მოხელეებს საქართველოს გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მათ საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებასთან ერთად ენიჭებათ ტარების უფლებაც. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პროკურატურის თანამშრომლებზე გაიცემა თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობა, იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი აღნიშვნით. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე